მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 03
იაპონელებმა ლუდი შექმნეს, რომელიც კალორიებს არ შეიცავს
იაპონელებმა ლუდი გამოუშვეს, რომელიც კალორიას არ შეიცავს, რითაც, პირველ რიგში, სასმლის ის მოყვარულები გაახარეს, რომლებიც ტანადობას  უფრთხილდებიან. უკვე საუბრობენ, რომ ამ ლუდით იაპონელები ბაზარზე კონკურენციას თვით გერმანელ ლუდის მხარშველებსაც კი გაუწევენ.

თუმცა, იაპონელთა შექმნილი სასმლისთვის ლუდის დარქმევაც მთლად მართებული არაა, რადგან ის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ამ სასმელს და მართალია, გემო და სუნიც მისნაირი აქვს, სრულებით არ შეიცავს ალკოჰოლს და არც დადუღებით მიღებული პროდუქტია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:Nikolozi


ჯონ ლენონის ყვავილებიანი უნიტაზი 14 ათას დოლარად გაიყიდა
ჯუფ "ბითლზის" თაყვანისმცემელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჯონ ლენონის კუთვნილი ფაიფურის უნიტაზი აუქციონზე 14 ათას აშშ დოლარად შეიძინა, ამის შესახებ BBC იტყობინება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სიდნეიში "ადამიანი-ობობა" დააკავეს
ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში "ადამიანი-ობობას" სახელით ცნობილი სამრეწველო ალპინისტი ალენ რობერი დააკავა. როგორც ABC News-ი იტყობინება, ფრანგი ალპინისტი მაშინ დააკავეს, რაც ის სპეციალური აღჭურვილობისა და დაზღვევის ქამრის გარეშე სიდნეის ცენტრში Lumiere Building-ის 57-სართულიან შენობაზე აცოცდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დიდ ბრიტანეთში რეკლამა შიშველი დედოფლის გამოსახულებით არ იკრძალება
დიდი ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების კომიტეტმა რეკლამაზე საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომელზეც დედოფალი ელისაბედ II შიშველია გამოსახული. კომიტეტში მიიჩნევენ, რომ რეკლამაში გამოყენებული შიშველი დედოფლის გამოსახულებიანი პოლიტიკური სატირა დასაშვებია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


"ადამიანი-ამფიბია" რეკორდს თურქეთის სახელით დაამყარებს
ბეგლარ ელბაქიძის უნიკალური შესაძლებლობების შესახებ მთელმა საქართველომ იცის: ბატონი ბეგლარი ზღვაში უკეთ "დადის", ვიდრე - ხმელეთზე. მსოფლიოს მასშტაბით, მის მსგავსად ცურვას ვერავინ ახერხებს. გინესის რეკორდების წიგნში მხოლოდ იმიტომ არაა დაფიქსირებული, რომ საჭირო ფინანსები ვერ მოიპოვა.

ბეგლარ ელბაქიძეს ყოველ ზაფხულს თურქეთის საზღვაო დღესასწაულზე იწვევენ და სთხოვენ, რეკორდი თურქეთის სახელით დაამყაროს. ამ წინადადებაზე "ზღვაში მოსიარულე გურჯი" ყოველთვის უარს ამბობდა: სურდა, რეკორდი საკუთარი სამშობლოს სახელით დაემყარებინა, მაგრამ წლების განმავლობაში მისი დაფინანსება არც თბილისის მერიამ მოინდომა და არც რომელიმე კერძო პირმა...

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


შვეიცარიაში მძღოლებისთვის ქუჩაში ”სექსის კაბინებს” დადგამენ
შვეიცარიის მთავრობამ ციურიხის ქუჩებში სპეციალური კაბინების დადგმა გადაწყვიტა, რათა იმ მძღოლებმა, რომლებიც მეძავთა მომსახურებით სარგებლობენ, საქმე არა ავტომობილში, არამედ კაბინაში მოითავონ.

ამით შვეიცარიის ხელისუფლება არა იმდენად მძღოლების კომფორტზე, რამდენადაც ქუჩაში მოსიარულე მოქალაქეებზე ზრუნავს, რომლებიც საჯარო სექსის სცენების შემსწრენი ხდებიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


Die Welt: რუსი გოგონები მიხვდნენ, რომ ჯობს ჩინოვნიკი იყო, ვიდრე მეძავი
რუს ახალგაზრდობას აღარ ხიბლავს მდიდარ ოლიგარქად, ან "ვალუტის მეძავად" გახდომის პერსპექტივა. დღეს ახალი თაობა ჩინოვნიკის თანამდებობას შენატრის, - აცხადებს გერმანელი ჟურნალისტი მანფრედ კვირინგი, რომელიც კორესპონდენტად რუსეთში მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა.

"სახელმწიფო სამსახური იძლევა იმას, რისკენაც რუსი ახალგაზრდების უმრავლესობა მიისწრაფვის - ხვალინდელი დღის რწმენის, კარიერულ ზრდისა და სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობას", - წერს ჟურნალისტი Die Welt-ის სტატიაში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სტრიპტიზის ისტორია - კანკანიდან ბურლესკამდე
იმის მიუხედავად, ეროტიკული ცეკვები ღმერთების საამებლად სრულდებოდა, კომედიებში იყო გამოყენებული თუ ჯაშუშური მოღვაწეობის შესანიღბავად, ყოველთვის ძალუმად აძგერებდა მამაკაცების გულებს.

ამ ხელოვნებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ასურეთში ქურუმების საცეკვაო სკოლებში მუსიკის ხმაზე ლამაზად გახდას ასწავლიდნენ. ერთ-ერთი პირველი ეროტიკული ცეკვების შემსრულებლის სახელი ბიბლიაშიც ფიგურირებს. ნორჩი სალომეა იროდის წინაშე ცეკვავდა და ისე მოხიბლა მეფე, რომ მისგან დიდი ძღვენი მიიღო. მიიჩნეოდა, რომ ეს იყო "შვიდი ზეწრის ცეკვა" - ზეწრებს მოცეკვავეები ერთმანეთის მიყოლებით იძრობდნენ ისე, რომ გამოსვლის ბოლოს პრაქტიკულად შიშვლები რჩებოდნენ.



by:Nikolozi


ჰიტლერი ებრაელთა და აფრიკელთა შთამომავალი აღმოჩნდა
ადოლფ ჰიტლერის ნათესავების დნმ-ის ანალიზების შედეგად არა მარტო დადასტურდა ვარაუდი, რომ მის ძარღვებში ებრაული სისხლი ჩქეფდა, არამედ ისიც დადგინდა, რომ ნაცისტი ლიდერის წინაპრები წარმოშობით აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. 

კვლევები ბელგიელი ჟურნალისტის ჟან-პოლ მულდერსისა და ისტორიკოსის მარკ ვერმეერის ინიციატივით ჩატარდა. მათ ფიურერის 39 ნათესავი, მათ შორის ადოლფის ბიძაშვილის - ავსტრიელი ფერმერის დნმ გამოიკვლიეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბინა გააქირავა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი უახლეს ისტორიაში მინისტრთა კაბინეტის პირველი ხელმძღვანელია, ვინც ბინა  გააქირავა. 

ბინა ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ნოტინგ-ჰილში მდებარეობს და დამქირავებელი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, საცხოვრებლად იქ უკვე გადაბარგდა. 



by:Nikolozi


ფრანგი მღვდელი უფალს სარკოზის ინფარქტით დასჯას ევედრება
ლილის ეკლესიის მღვდელმა არტურ ერვემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრის ორტეფეს სახელზე დაწერილ წერილში უარი განაცხადა ნაციონალურ ჯილდოზე, რის მიზეზადაც ბოშების წინააღმდეგ ქვეყნის ხელისუფლების "გაჩაღებული ომი" დაასახელა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


კოსმონავტები კოსმოსში სწრაფად ბერდებიან
როგორც NASA-ს მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით კოსმონავტის ორგანიზმი, ორბიტაზე 6-თვიანი მუშაობის შემდეგ 80 წლის მოხუცისას ჰგავს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მოუწოდა, აბაზანის მიღებაზე უარი თქვან
გარემოს დაცვის მიზნით, პრინცმა ჩარლზმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან აბაზანის მიღებაზე, წერს ”დეილი მეილი”. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ თავის თანამემამულეებს ურჩია, აბაზანის ნაცვლად შხაპი მიიღონ, თანაც წყლის ქვეშ დიდხანს არ გაჩერდნენ, ჩარლზის აზრით, ამისთვის ხუთი წუთიც საკმარისია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


წინასწარმეტყველი პაული დაასაქმეს

კომიტეტმა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინგლისში ჩატარების  განაცხადს განიხილავს, რვაფეხა პაული პროექტის ოფიციალურ ელჩად დაიქირავა.

”ბოლო ორი წელი პაულმა გერმანიაში გაატარა, თუმცა ინგლისური წარმომავლობით ამაყობს და ბედნიერია, რომ ინგლისის განაცხადს მხარს უჭერს”, - განაცხადა ოკეანერიუმის Sea Life-ის მენეჯერმა ნიკოლუ ჰამილტონმა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სელინჯერის უნიტაზი მილიონ დოლარად იყიდება
ანტიკვარიატით მოვაჭრე ამერიკელმა რიკ კოლმა ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე გასაყიდად უნიტაზი გამოიტანა, რომელიც მწერალ ჯერომ დევიდ სელენჯერს ეკუთვნოდა. უნიტაზის საწყისი ფასი მილიონი დოლარია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სერჟ ბრანკო: თეთრაძემ იარაღი ამოიღო და მოკვლით დამემუქრა
30 წლის კამერუნელმა მცველმა სერჟ ბრანკომ რუსულ გაზეთ "გაზეტასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა - 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ამტკიცებს, რომ მას ქართველი სპეციალისტი ომარ თეთრაძე მოკვლით დაემუქრა. 2006 წლის შემდეგ კამერუნელმა მცველმა "კრილია სოვეტოვი" და რუსეთი მიატოვა. ის "დუისბურგში" და "ლევიადოსში" თამაშობდა, ბოლოს კი - პოლონურ "ვისლაში".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


შაბათი პრემიერლიგაში: სანდერლენდში ტუალეტი არ მუშაობდა
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ედვინ ვან დერ საარი რომ არა, "სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრუსი ნავსს გატეხდა და ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონის ბოლოს და ბოლოს თამაშს მოუგებდა. ვეტერანმა ჰოლანდიელმა სანდელრენდის "სინათლის სტადიონზე", მე-16 წუთზე, დიდებულად მოიგერია სტიდ მოლბრანკის დარტყმული, შესვენებამდე 8 წუთით ადრე კი თვალი გააყოლა ბურთს, რომელიც თანამემამულის ბუდევინ ზენდენის დარტყმის შემდეგ ძელს მოხვდა. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ წყვილში ფავორიტად "იუნაიტედი" ითვლებოდა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


საბერძნეთის ნაკრებს ლიბეროპულოსი დაუბრუნდა
ევრო-2012-ის საგზურისთვის საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მებრძოლი საბერძნეთის ნაკრები 8 ოქტომბერს ევროპირველობის შესარჩევ მატჩში ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში ელადას ისრაელიც ესტუმრება.

ამ თამაშებისთვის ბერძენთა დამრიგებელმა ფერნანდუ სანტუშმა 19 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის 35 წლის ფორვარდ ნიკოს ლიბეროპულოსსაც, რომელმაც ერთი წლის წინათ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიზეზი წონადია – სულ რამდენიმე დღის წინათ ნაკრებიდან ფანის გეკასი და იოანის ამანატიდისი წავიდნენ და ბერძენთა ეროვნულ გუნდში კვალიფიციური შემტევების უმწვავესი დეფიციტი შეიქმნა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მათეუსი დებიუტისთვის ემზადება
მოგეხსენებათ, ბულგარეთის ნაკრების თავკაცად სახელგანთქმული გერმანელი ლოთარ მათეუსი დაინიშნა. ეს კაცი ბევრს ეცადა, დიმიტარ ბერბატოვი ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ კი თავად მათეუსმა გადადგა უცნაური ნაბიჯი – შემადგენლობის მიღმა სხვა ცნობილი ბულგარელი ფორვარდი დატოვა. ვალერი ბოჟინოვმა 8 ოქტომბერს კარდიფში უელსელთა წინააღმდეგ ევროშესარჩევი და 12-ში საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩების სათამაშოდ გერმანელმა სპეციალისტმა 24 ბულგარელს უხმო და მათ შორის ვალერი ბოჟინოვმა ვერ აღმოაჩინა საკუთარი სახელ-გვარი. ამასობაში ბულგარეთის ნაკრები თავის შესარჩევ ჯგუფში ორ მატჩში ქულების მოუპოვებლად ცხრილის ფსკერზე იმყოფება...

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სინტელი / Sintel (2010/HDTV)
დასახელება: სინტელი
ორიგინალური დასახელება: Sintel
ჟანრი: მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
წელი: 2010
რეჟისორი: კოლინ ლევი

ანოტაცია:
ფილმი მოგვითხრობს გოგონას შესახებ რომელსაც ბოროტმა დრაკონმა მეგობარი გასტაცა და ისიც გაეშურა მის დასახსნელად

IMDB Rating: 7.8/10 (42 votes)

წარმოება: ჰოლანდია
ხანგრძლივობა: 00:14:48
გახმოვანება: საავტორო (ერთხმიანი) @PD

ფაილის
ფორმატი:
AVI(XviD)
ხარისხი: HDTV 720p
ვიდეო: 1280x544, 2327 kb/s
აუდიო: Russian: AC3, 192 kb/s (2 ch) / English: AC3, 448 kb/s (6 ch)
მოცულობა: 316 MB




by:allfile


Sharp-მა პლანშეტების ხაზი Galapagos დააანონსა
იაპონურმა კომპანია Sharp-მა პლანშეტების ხაზი Galapagos ორი მოდელით წარმოადგინა, რომლებსაც 5.5 და 10,8 დიუმი დიაგონალის ეკრანები ექნებათ.

კომპანიის ოფიციალური პრეს-რელიზიდან ირკვევა, რომ Galapagos-ის მოდელები, რომლებიც Google Android-ის პლატფორმის ბაზაზე იმუშავებენ, უკაბელო კავშირის Wi-Fi-მოდულებით აღიჭურვებიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Panasonic-ის რობოტი სალონის კლიენტს თავს ბანს და მასაჟს უკეთებს
იაპონურმა კორპორაცია Panasonic-მა რობოტი წარმოადგინა, რომელსაც შეუძლია ადამიანს თავი დაბანოს და თმის ძირების მასაჟი გაუკეთოს.

სანამ საქმეს შეუდგებოდეს, რობოტი ჯერ კლიენტის თავის სკანირებას ახდენს და მის სამგანზომილებიან მოდელს ქმნის. ამის შემდეგ იწყება დაბანის პროცედურა. მასაჟისთვის რობოტი 16 "თითს" იყენებს, რომლებიც ორ მანიპულატორზეა განაწილებული. მოწყობილობის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ რობოტი
მასაჟს ადამიანზე ოსტატურად აკეთებს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


რუსული კომპანია Orbital Technologies ორბიტაზე სასტუმროს ააგებს
რუსული კომპანია Orbital Technologies სარაკეტო-კოსმოსურ კომპანია "ენერგიასთან" ერთად დედამიწის ორბიტაზე კომერციული კოსმოსური სადგურის (CSS) პროექტის განხორციელებას აპირებს.

პროექტის თანახმად, უკვე 2015 წლის ბოლოს რაკეტმზიდი "სოუზი" კოსმოსური სასტუმროს პირველ მოდულს ორბიტაზე გაუშვებს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სიახლე! მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე დაგვიშვეს
როგორც იქნა, ამ საგასავით გაჭიანურებულ ამბავსაც წერტილი დაესვა. რაც მთავარია, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა ანუ საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები 30-31 ოქტომბერს ანთალიაში, მსოფლიოს გუნდურ პირველობაში იჭიდავებს. ეს ამბავი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ალექსიძეს, რომელიც ვადამდელ საარჩევნო ყრილობამდე პრეზიდენტობასაც ითავსებს, სატელეფონო საუბარში საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა დაუდასტურა. ვის ნაცვლად მოვხვდით ამ ტურნირში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ეს ჩვენთვის არცაა არსებითი. მთავარია, ტურნირში დაგვიშვეს და მსოფლიოს მოქმედ გუნდურ ჩემპიონებს ტიტულის დაცის საშუალება მოგვეცემა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Audi Anniversario
კომპანია "აუდი" პარიზის ავტოსალონისთვის კიდევ ერთ სიახლეს ამზადებს: უკვე ანონსირებული კომპაქტური როდსტერის, - R4, - მოდელის, - A7, - აგრეთვე R8-სა და A1-ის ახალი მოდიფიკაციების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური კუპე, Audi Anniversario. ეს ავტომობილი "აუდის" 100 წლისთავის აღსანიშნავად ააგეს. კამუფლირებულ პროტოტიპს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც მას სარეკლამო გადაღებისთვის ამზადებდნენ. როგორც მოსალოდნელია, ეს სიახლე ლეგენდარული Audi Sport Quattro-ს სტილში იქნება შესრულებული, რომელმაც რალის
მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა, ხოლო მის საფუძველს სერიული
 კუპეს, - Audi RS5, - პლატფორმა წარმოადგენს.

 ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


კობი ევროპაშიც ლიდერია
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის მაისურა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში. ამჯერად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროპაში ლიგის წამყვან მოთამაშეთა მაისურების რეალიზაციის მაჩვენებლები. აქაც ლიდერი კობი ბრაიანტია, რომელიც მესამე წელია ინარჩუნებს პირველობას. გარდა ამისა, კობის მაისურა ამერიკის ინტერნეტ-მაღაზიებშიც ყველაზე პოპულარული გახლავთ - მესამედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ "ბებერ კონტინენტზე" პოპულარული მაისურების ათეულში შევიდა ხუთი ევროპელი კალათბურთელის სათამაშო ფორმა. ესენი არიან ესპანელები - პაუ გასოლი ("ლეიკერსი", მეოთხე ადგილი) და ხოსე კალდერონი ("ტორონტო", მეშვიდე), იტალიელი ანდრეა ბარნიანი ("ტორონტო", მეექვსე), გერმანელი დირკ ნოვიცკი ("დალასი", მეცხრე) და ფრანგი ტონი პარკერი ("სან ანტონიო", მეათე).

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ინტერვიუ რეზო გიგაურთან: ნაკრები მთავარია და ეს ყველას უნდა ესმოდეს
საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ფიჟაკი" იმითაა გამორჩეული, რომ მასში ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიეს" მსგავსად ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება: მერაბ კვირიკაშვილი, რეზო გიგაური, ლევან დათუნაშვილი, ბექა ურჯუკაშვილი და დავით ბალანჩივაძე. ჩვენებურთა ეს გუნდი ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტია და ამის კვალობაზე ჩემპიონატში სტარტიც შესაფერისი აქვს. ფიჟაკელებმა სამი თამაშიდან სამივე წააგეს და E ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ღამურების შემოდგომა ესპანეთში
ამას ნამდვილად არავინ ელოდა - ოქტომბრის სანაკრებო პაუზების შემდეგ განახლებულ პრიმერაში ერთპიროვნული ლიდერი "ვალენსია" იქნება. კლუბი, რომელიც კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე და 400-მილიონიანი დავალიანებით დარჩა, 6 თამაშიდან 16 ქულით ყველაზე წინაა! "მესტალიაზე" ლიდერი ბასკურ "ატლეტიკს" მასპინძლობდა, რომელსაც მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჰყავს. "ვალენსია" ტრავმირებული ხოაკინ სანჩესის გარეშე თამაშობდა. უნაი ემერი ბოლო მატჩებში ორ ფორვარდიან ტაქტიკაზე გადავიდა, რამაც გაუმართლა მწვრთნელს - არიც ადურისი და რობერტო სოლდადო შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. მე-10 წუთზე ამის კარგი მაგალითი ვიხილეთ: სოლდადო მარჯვნიდან შეიჭრა ბასკთა საჯარიმოში, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და ადურისს ახლო მანძილიდან თავით აღარ გასჭირვებია ანგარიშის გახსნა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Tiesto - Club Life 183 (01-10-2010)
შემსრულებელი: Tiesto
სახელწოდება: Club Life 183
გამოშვების თარიღი: 01-10-2010
წყარო: Radio
ჟანრი / სტილი: Electronic / Trance, House, Progressive
ფორმატი: mp3
ბიტრეიდი: 192 kbps
ფაილის ზომა: 150 MB


Tracklist:

Hour 1
01. Club Life - Intro (00:15)
02. Martin Solveig feat. Dragonette - Hello (Club Edit) (04:11)
03. Markus Binapfl & Erick Morillo feat. Fiora Cutler - Alive Part 2 (Mikael Weermats & Johan Wedel Remix) (03:42)
04. Sebjak & Richard Grey - Pump Up The Volume (05:10)
05. Barnes & Heatcliff feat. Ann Bailey - Safe And Sound (Dub Mix) (04:39)
06. King Of Clubs - Revelation (Airwave Remix) [Tiësto's Classic Of The Week] (06:21)
07. Evgeny Bardyuzha & Soarsweep feat. Manon Polare - Ceaseless (Craving Dub) (05:15)
08. Jon O'Bir feat. Julie Harrington - Never Enough (05:27)
09. Taylor & Close - Into Ontario (04:55)
10. Maarten de Jong - A50 (05:51)
11. Sied van Riel & Radion 6 - Another Heater (03:41)
12. Virtual Vault - Causeway Bay (04:24)

Hour 2
01. Club Life - Intro (00:15)
02. ID - ID (05:26)
03. ID - ID (04:57)
04. Ernesto vs. Bastian - Dark Side Of The Moon (Mac & Taylor 2010 Remix) (05:20)
05. Patric La Funk - Next To You (Sweat) (Instrumental Mix) (04:05)
06. Avicii & Sebastien Drums - My Feelings For You (Tom Geiss vs. Mikael Weermets & Johan Wedel Remix) (04:20)
07. Chris Domingo - Analogous (Steve Kaetzel Remix) (04:26)
08. Jerry Rekonius - Feeling Good (04:57)
09. Rony Seikaly feat. Polina - Let You Go (05:03)
10. Chris de Seed - Trip (04:30)
11. Mac Zimms - Raaaw (05:29)
12. Spencer & Hill - Cool (Afrojack Remix) (02:54)
13. Swedish House Mafia vs. Tinie Tempah - Miami 2 Ibiza (Sander van Doorn Remix) (04:11)



by:allfile


შავი სიკვდილი / Black Death (2010/HDRip)
დასახელება: შავი სიკვდილი
ორიგინალური დასახელება: Black Death
წელი: 2010
ჟანრი: საშინელებათა, დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: კრისტოფერ სმიტი
როლებში: შონ ბინი, კერის ვან ჰაუტენი, ედი რედმეინი, კიმბერლი ნიკსოინი, დევიდ უორნერი, ...

ანოტაცია:
შუასაუკუნეების ინგლისი შავი სიკვდილის ჩრდილში მოექცა. ამ აპოკალიპტურ სამყაროში, რომელიც შიშითა და ცრურწმენებითაა შეპყრობილი, რამდენიმე ბერი იკრიბება ერთი მიზნით - იპოვოს ის, ვისაც ძალუძს შავი ჭირისგან მკვდრებს - სიცოცხლე დაუბრუნოს.

წარმოება: გერმანია, დიდი ბრიტანეთი
ხანგრძლივობა: 01:41:34
გახმოვანება: სამოყვარულო (მრავალხმიანი)

ფაილის
ფორმატი:
AVI (XviD)
ხარისხი: HDRip [რიპი BDRip 720p-დან]
ვიდეო: 720x304, 1678 kb/s
აუდიო: AC3, 384 kb/s (6 ch)
მოცულობა:1.46 GB




by:allfile


"გამაგებინეთ, ბატონო, როგორია ლარის კურსი ინდაურის მიმართ?!"
ქართული ვალუტა ხშირად გამხდარა მოსახლეობისათვის თავის ტკივილის მიზეზი. ბუნებრივია, ახლაც ბევრი დარდობს - რა მოუვა ქართულ ლარს, გაუძლებს "ბედის უკუღმართობას" თუ ვერა.ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის ბოლომდე ლარის კურსი დოლარის მიმართ 1,9 ნიშნულამდე გაუფასურდება. ამ საკითხზე სასაუბროდ "მრეწველთა" ლიდერს - ზურაბ ტყემალაძეს მივმართეთ: - ეკონომიკური ზრდის შესახებ ხელისუფლების მიერ გამოთქმული ციტატები, სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ ეკონომიკური ვარდნა იყო 10 პროცენტი და შემცირდა 5 პროცენტამდე, ეს შეიძლება ვიღაცამ ზრდად მიიჩნიოს, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ ეს ზრდა არ არის. ამას ნათლად დავინახავთ, შიდაეროვნულ პროდუქტს თუ გადავხედავთ. ფასებიც კატასტროფულად გაიზარდა, რაც ეკონომიკის უკუსვლამ გამოიწვია და არა - წინსვლამ.



by:allfile


ნიახურის ფესვები - მარადიული ახალგაზრდობის საწინდარი
სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს. ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.ნიახური ოხრახუშის "ახლო ნათესავია", თუმცა ბოსტანში ისინი სხვადასხვა გზით მოხვდნენ: ოხრახუში - მთიდან, ნიახური კი - ჭაობიდან. ამასთან, ნიახურს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ბოსტნეულის რიგში დაიმკვიდრებდა ადგილს. შუა საუკუნეებში ის ერთ-ერთ სერიოზულ სამკურნალო მცენარეულ საშუალებად მიიჩნეოდა. ნიახურით მკურნალობდნენ სიყვითლეს, პოდაგრას, რევმატიზმს, სისხლნაკლულობას, თირკმლების დაავადებებს. თურმე ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს ექსპედიციებში ყოველთვის მიჰქონდა ნიახური და სწორედ მისი წყალობით გადაურჩა სურავანდს.ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, ც, ბ, პპ და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ უ-ს შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ყველაზე ძვირი სანომრე ნიშანი 10 000 ლარი ღირს
პირისთვის სასურველი სანომრე ნიშანი ყველაზე ძვირი, 10 000 ლარი ღირს.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,
დანარჩენ შემთხვევებში ფასები ასეთია....

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Flotilla (ENG/2010)
წელი: 2010
ჟანრი: სტრატეგია
მწარმოებელი და გამომცემლობა: Blendo Games
პლატფორმა: PC
ვერსია: v2.4

გამოცემის ტიპი: მეკობრული
ინტერფეისი: ინგლისური
კრაკი: არ ჭირდება
მოცულობა: 26.88 MB

ანოტაცია:
თუ ყოველთვის გაღიზიანებდათ ბრძოლის დროს კონტროლი Gratuitous Space Battles-ში, Flotilla - გაგახარებთ. თამაში სინქრონულ-ბიჯური ტაქტიკას წარმოადგენს კოსმოსში, რეჟიმებით skirmish (მაქსიმუმ 4 მოთამაშე 2 გუნდში) და adventure, რომელშიც გალაქტიკის რუქა ყოველ ჯერზე თავიდან იქმნება. გეძლევათ მოძრაობა/შეტევის 4 რეჟიმი და სამგანზომილებიან სივრცეში თითოეული ხომალდის მოძრაობაზე და მანევრზე სრული კონტროლი.

თამაშის თავისებურებანი:
• ყველა თავგადასავალი უნიკალურია
• კოსმოსში არაა ”ზედა” და ”ქვედა” ცნებები
• ფლოტის კონფიგურირება განახლებებით და არტეფაქტებით.
• ითამაშეთ მეგობრებთან ერთად, ერთ ეკრანზე

ოფ. საიტი: http://www.blendogames.com/flotilla/
სტიმი: http://store.steampowered.com/app/55000
სრული ინფო: http://www.ag.ru/games/flotilla

სისტემური მოთხოვნები:
- ოპ. სისტემა: Microsoft® Windows® 98/Me/2000/XP/Vista/Se7en
- პროცესორი: Pentium® III - 1 გჰც
- ოპერატიული: 512 მბ
- თავისუფალი ადგილი: 150 მბ
- ვიდეო: 256 მბ
- .NET 2.0 და XNA v3.1.




by:allfile


ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, გუშინ საღამოს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი
ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Daum PotPlayer v1.5.24685
Daum PotPlayer -ი კორეული წარმოშობისაა და ზუსტი ასლია პოპულარული KMPlayer -ის. ძირითადი ფუნქციონალურობა და მახასიათებლები იგივეა – რეპროდუქციის მაღალი ხარისხი, ვიდეოს და აუდიოს უამრავი ფორმატის მხარდაჭერა, ჩაშენებული კოდეკები, სკინები, ლოგოები და სხვა უამრავი რამ....

პლატფორმა: Windows® XP/Vista/7
ოფიციალური საიტი: potplayer.daum.net
გამოსვლის წელი: 2010
ინტერფეისი: რუსული
წამალი: არ სჭირდება!
სრული ზომა:11.17 Мб




by:allfile


''მანჩესტერ სიტი'' ჟერარ პიკეთი დაინტერესდა
ბრიტანული გამოცემა ''people'' იუწყება, რომ ''მანჩესტერ სიტი'' მზადაა კატალონიელ ცენტრალურ მცველში 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ეს რა თქმა უნდა ასტრონომიული თანხაა. ''სიტის'' ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება თუ მისი ყოფილი თანაგუნდელი მის გვერდით განაგრძობს თამაშს. პიკეს აგენტმა იცის, რომ მისი კლიენტით ინგლისური კლუბია დაინტერესებული, თუმცა ''ბარსელონას'' რაიმე ოფიციალური შეთავაზება მათგან ჯერ არ მიუღია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


შადრევანი - წყარო / The Fountain (2006) НDRip
დასახელება: შადრევანი / წყარო
ორიგინალური დასახელება: The Fountain
წელი: 2006
ჟანრი: ფანტასტიკა, მელოდრამა, დრამა
რეჟისორი: დარენ არონოფსკი
როლებში: ჰიუ ჯეკმანი, რეიჩელ ვაისი, ელენ ბერსტინი, მარკ მარგოლისი, სტივენ მაკჰეტი, ფერნანდო ერნანდეზი, დონა მერფი, ...

ანოტაცია:
ესაა ისტორია დროისა და ადამიანის გრძნობების გადაწვნის შესახებ. დროის მონაკვეთი, რომელსაც ფილმი მოიცავს ათას წელს შეადგენს: მოქმედება პარალელურად ხდება აწმყოში, 2500 და 1500 წლებს შორის. მთავარი მოქმედი პირი ტომას კრეოა, რომელიც სიცოცხლის ხეს ეძებს, ვისი წვენიც, როგორც ლეგენდები უწყიან, უკვდავებას იძლევა, რათა თავის სასიკვდილოდ ავადმყოფ მეუღლე იზაბელს სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

წარმოება: აშშ
ხანგრძლივობა: 01:36:34
გახმოვანება: საავტორო (ერთხმიანი, კადრსმიღმა) [ნემახოვი]

ფაილის
ფორმატი
: AVI (XviD)
ხარისხი: HDRip [რიპი BDRip 720p-დან]
ვიდეო: 720x400 (1.80:1), 23.976 fps, XviD build 50 ~1710 kbps avg, 0.25 bit/pixel
აუდიო: 48 kHz, AC3 Dolby Digital, 3/2 (L,C,R,l,r) + LFE ch, ~448 kbps
მოცულობა: 1.46 GB




by:allfile


"მის საქართველოს" მთავარი მოთხოვნა ბიჭების მიმართ
"მის საქართველო 2010"-ის კონკურსის გამარჯვებულს - დეა არაყიშვილს ახლახან მთავარი პრიზი - ავტომანქანა გადასცეს. საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელი მალე ჩინეთში გაემგზავრება და "მის მსოფლიოს" ტიტულის მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსზე "ვიცე-მისებიც" გაემგზავრებიან და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას შეეცდებიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


The Beatles - All My Loving
ჰამბურგი, 2010 წლის 16 აგვისტო, PRNewswire - 1960 წლის 17 აგვისტოს, ბითლზმა თავისი პირველი კონცერტი დაუკრა ჰამბურგის მუსიკალურ კლუბში, „ინდრა". მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში, ჯგუფმა 281 კონცერტი ჩაატრა გერმანიაში, რითაც ბითლზის წევრებმა თავიანთ კარიერის საფუძველი ჩაუყარეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:CoTnIkEla


ჩინელმა ნეფემ პატარძალს 99999 ალისფერი ვარდი მიართვა
ჩინელმა ნეფემ სიაო ვანმა ქორწინების დღეს თავის რჩეულს სიაო ლიუს უჩვეულო სიურპრიზი გაუკეთა - მან ყვავილების მაღაზიას 99999 ალისფერი ვარდი შეუკვეთა, რომელიც ადრესატამდე 30-მა ავტომობილმა მიიტანა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ორფეხა ძაღლი ამერიკის არმიის სერჟანტი გახდა
ორფეხა ძაღლს, მეტსახელად ფეიტს, აშშ-ის არმიის სერჟანტის წოდება დამსახურებულად მიანიჭეს. სამხედროები ამბობენ, რომ ძაღლი სიცოცხლისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების მაგალითის იძლევა და იმ ვეტერან ჯარისკაცებს სულიერად ამხნევებს, რომლებიც ერაყიდან და ავღანეთიდან დასახიჩრებულნი დაბრუნდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მეტეოროლოგმა BBC-ს პირდაპირ ეთერში მაყურებელს შუა თითი უჩვენა
BBC-ის ტელეარხზე ამინდის პროგნოზის წამყვანმა ტომაშ შაფერნაკერმა პირდაპირ ეთერში უხამსი ჟესტი აჩვენა. ამ შემთხვევის გამო ტელეარხსა და მეტეოროლოგიურ სამსახურს ბოდიშის მოხდა მოუხდათ.

ინციდენტი სამშაბათს, დილის 11 საათზე მოხდა. შაფერნაკერი ამინდის პროგნოზის გამოსაცხადებლად ემზადებოდა, როცა საინფორმაციო გამოშვებას გადასცემდნენ. როდესაც არხის საინფორმაციოს წამყვანმა ამინდის პროგნოზის შესახებ დააანონსა, იქვე უწყინარი ფრაზა თქვა: ”ახლა ჩვენ ამინდის პროგნოზს შემოგთავაზებთ, რომელიც 100 %-ით ზუსტი იქნებაო”. ამ დროს კამერამ პირდაპირ ეთერში შაფერნაკერი გაუშვა, რომელიც ჩართვას ჯერ არ ელოდა და დიქტორს შუა თითი უჩვენა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მილიონი დოლარი მას, ვინც ობამას გვერდით დედიშობილა გაირბენს
ბრიტანელი მილიარდერი ალკი დევიდი პირობას დებს, რომ მილიონი დოლარით დაასაჩუქრებს მას, ვინც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად კადრში შიშველი გამოჩნდება.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 45-ე პოზიციაზე მყოფი დევიდი ამ უჩვეულო წინადადებით თავისი ახალი საიტის პოპულარიზაციას ცდილობს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


გერმანიაში ბავშვებს ხმაურის უფლებას კანონით მისცემს
გერმანიის მთავარობამ დოკუმენტთა პაკეტი მოამზადა, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ბავშვების ხმაურზე ჩივილს და ამავდროულად, დასახლებულ კვარტლებში საბავშვო ბაღის გახსნის პროცედურას ამარტივებს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ჩინეთში სკვერის დამსვენებელთაგან განსატვირთად სკამებზე კბილანები დაამონტაჟეს
ჩინეთის პროვინცია შანდუნში, ერთ-ერთ საქალაქო პარკში კბილანებიანი სკამები დაამონტაჟეს. ამ უჩვეულო ხერხით ხელისუფლება უქმეებსა და დღესასწაულებზე პარკის დამსვენებელთაგან განტვირთვას ცდილობს.

პარკის სტუმარი სკამზე მხოლოდ მაშინ შეძლებს დაჯდომას, როცა სპეციალურ ავტომატში მონეტას ჩააგდებს. გადასახადის გადახდის შემდეგ გარკვეული დროით კბილანები დაბლა იწევს და სკამის ზედაპირიც დასაჯდომად მოსახერხებელი ხდება. ვადის ამოწურვის შემდეგ კბილანები კვლავ იწყებენ სკამიდან ამოსვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების ფული გადასახდელია.



by:Nikolozi


მობილური ტელეფონი, სულ რაღაც - მილიონ დოლარად

შავი ბრილიანტებითა და 18-კარატიანი ოქროთი შემკული ტელეფონი Gresso Luxor Las Vegas Jackpot, მწარმოებელთა თქმით, ძველი ეგვიპტის სიმდიდრესა და თანამედროვე ლას-ვეგასის ესთეტიკას აერთიანებს და მისი ფასი - 1 000 000 აშშ დოლარია.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ქალები თანახმანი არიან, ინტერნეტის ხათრით სექსსა და შოკოლადზე უარი თქვან
კანადელი ქალების 40% აცხადებს, რომ ინტერნეტის ხათრით მზადაა სექსზე უარი თქვას. სოციალური კვლევების შედეგად, რომელსაც ქვეყანაში QMI Agency ატარებს, ასევე დადგინდა, რომ ამ ქვეყნის მანდილოსნები შოკოლადსა და ყავასაც ადვილად შეელევიან, თუკი არჩევანის წინაშე დადგებიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დუბაიში შენობათა კომპლექსს აგებენ, რომელსაც გიგანტური თაღის ფორმა ექნება
დუბაიში მრავალფუნქციურ კომპლექს Park Gate-ს ააგებენ, რომელსაც თაღის ფორმა ექნება. ამის შესახებ არქიტექტურული ბიუროს Adrian Smith + Gordon Gill-ის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პროექტის განხორციელებაზე მუშაობს.

Park Gate ექვსი ცათამბჯენისგან შედგება, რომლებიც სახურავებზე დაკიდული ბაღებით შეწყვილდებიან. კომპლექსის ერთი ნაწილი 37 სართულიანი იქნება, მეორე გვერდი კი - 34, რითაც ასიმეტრიული ნაგებობის ეფექტი შეიქმნება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება
ბრიტანულ საიტზე Ancestry.co.uk-ზე, რომელიც წარმომავლობის შესწავლითაა დაკავებული და ნებისმიერ მსურველს გენეალოგიური ხის შედგენაში ეხმარება, მსოფლიოს ცნობილი ადამიანების ანდერძები გამოქვეყნდა. საიტზე იმ ანდერძთა საარქივო დოკუმენტები დაიდო, რომლებიც 1861-1941 წლებში ინგლისისა და უელსის 6 მლნ მოქალაქემ და რეზიდენტმა დატოვა.

როგორც ირკვევა, გარდაცვალების შემდეგ თითქმის არაფერი დარჩათ ეკონომისტს, ფილოსოფოსსა და საზოგადო მოღვაწეს, "კაპიტალის" ავტორს კარლ მარქსსა და ცნობილ ინგლისელ მწერალს ოსკარ უაილდს. სამაგიეროდ, შთამომავლებს საკმაო ქონება უანდერძეს ევოლუციის თეორიის მამამ ჩარლზ დარვინმა და მწერალმა ჩარლზ დიკენსმა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


”კუბიკ რუბიკის” საიდუმლო ამოხსნილია
”კუბიკ რუბიკის” ამოცანის გადაჭრის უმოკლესი გზის ძიება ამ სათამაშოს გამოგონებიდან 30 წლის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნებისმიერი შემთხვევითი კომბინაციის ერთფერიან გვერდებად დაწყობა 20, ან ნაკლებ სვლაში არის შესაძლებელი.

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა კომპანია Google-ის კომპიუტერული ბაზა გამოიყენა: კომპიუტერში ამ მექანიკური თავსატეხის 54-ვე ფერადი კვადრატის ყველა შესაძლო კომბინაცია მოისინჯა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის
გერმანიის ახალი პრეზიდენტი კრისტიან ვულფი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ოპონენტები პურისა და ფუნთუშების მიმართ მის სიყვარულს აკრიტიკებენ - პრეზიდენტი მათ შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის. როგორც NEWSru.com იტყობინება, ამან გერმანელი პოლიტიკოსებისა და მასმედიის ყურადღება მიიპყრო.

"იქნებ გაგესიჯათ ბერლინური პური, ბატონო პრეზიდენტო", - დღეს გაზეთ Bild-ში სტატია ამგვარი სათაურით დაიბეჭდა.

"მწვანეთა" პარტიის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა ბერლინელმა დეპუტატმა კლაუდია ჰემერლინგმა აღნიშნა, რომ ბერლინში უამრავი უმაღლესი კლასის საფუნთუშეა, გემრიელი პურის ჭამა კი გერმანიის დედაქალაქშიც შეიძლება.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას გადასარჩენად კოსმოსში გაქცევისკენ მოუწოდებს

მომავალ 200 წელიწადში კაცობრიობას კოსმოსური სივრცის დაპყრობა მოუწევს, რათა სრულ გადაშენებას გადაურჩეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Big Think-ს მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განუცხადა.

მეცნიერის თქმით, კაცობრიობის ბედი ბეწვზე რამდენჯერმე უკვე ეკიდა. მაგალითად, კარიბის კრიზისის დროს. ახლო მომავალში კი ადამიანებს უფრო მეტი საფრთხე გვემუქრება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები
ისინი არც ზღაპრული ქონების მემკვიდრენი ყოფილან და არც ფერია გახლდათ მათი ნათლია. ერთმა მათგანმა მხოლოდ შოკოლადის ორცხობილას რეცეპტი იცოდა, მეორე კი სასკოლო თემებში ფანტაზიას გასაქანს აძლევდა და მაღალი მოდის სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობდა. თითოეულმა მათგანმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმატების საკუთარი პრინციპი შეიმუშავა და მართლაც, ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენი გახლავთ.

მიუჩია პრადა
გასული საუკუნის მიწურულს მარიო პრადა ჩინებულ სამგზავრო ჩანთებს ყიდდა. საქმე მემკვიდრეობით მისმა ქალიშვილმა, ლუიზამ მიიღო, მაგრამ ამით პატარა კომპანიაში არაფერი შეცვლილა. 1979 წელს ოჯახურ ბიზნესს მარიოს უმცროსი შვილიშვილი - დინჯი, სერიოზული, სამყაროს შეცვლაზე მეოცნებე მიუჩია ჩაუდგა სათავეში.

გოგონამ, რომელიც მუდამ მოკრძალებულ, სადა სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, პოლიტოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა მოუხდა - უარი თქვა ოცნებაზე, სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, რადგანაც ოჯახური ბიზნესი კრახის მიჯნაზე იყო. 29 წლის პოლიტოლოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა მოეხერხებინა ამ
ჩანთებისთვის...

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ჩინეთის რესტორანში მზარეულებს ნესვი ქალის მუცელზე დააჭრევინეს
ჰუბეის პროვინციის სასტუმროს რესტორანში მზარეულის შესარჩევად უჩვეულო კონკურსი გამართეს - მზარეულობის პრეტენდენტებს სათუთად უნდა დაეჭრათ ნესვი ქალის მუცელზე.

როგორც Orange News იუწყება, 15 მონაწილეს შორის დავალება ყველაზე კარგად ხუ გუამ შეასრულა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რატომ არ წყალობენ მამაკაცები ჭკვიან ქალებს
სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ჭკვიან ქალებს ერიდება, სულელებს კი უკეთ ეგუება. მაინც რა განსხვავებაა ჭკვიან და სულელ ქალს შორის?

სულელი, უმეტესწილად, ბუნებრივად მიმზიდველია და შეუძლია, ცხოვრების დინებას მიჰყვეს. ჭკვიანი ქალი კი გარეგნობით ნაკლებად მანიპულირებს და წინა პლანზე პიროვნულ ღირსებებს წამოსწევს.

სულელს უღირს საქციელსაც კი მიუტევებენ, ამბობენ, - უნებლიეთ, სისულელით მოუვიდაო. ჭკვიანს შეცდომებს არასოდეს აპატიებენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ასტრონავტ ნილ არმსტრონგს 80 წელი შეუსრულდა
ამერიკელ ავსტრონავტ ნილ არმსტრონგს, რომელის პირველი ადამიანია, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა, დღეს 80 წელი შეუსრულდა. კოსმოსური ხომალდის "აპოლონ 11"-ის კიბიდან მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმისას მან ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: "ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომია მთელი კაცობრიობისთვის".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბადენ-ბადენში მოცარტის ფორტეპიანო აღმოაჩინეს
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში ფორტეპიანო აღმოაჩინეს, რომელზეც ვოლფგანგ ამდეუს მოცარტი უკრავდა, იტყობინება ტელეარხი SWR.

1760 წელს გამოშვებული ინსტრუმენტი ამჟამად ფორტეპიანოს სახელოსნოში ინახება. სახელოსნოს მეპატრონე მარტინ ბეკერმა ის 1980-იან წლებში სტრასბურგელი ანტიკვარიატით მოვაჭრისგან შეიძინა. ახალ მეპატრონეს მთელი ამ დროის მანძილზე ფორტეპიანოსთვის რესტავრაცია არ გაუკეთებია, ამის გათვალისწინებით ნივთი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ანგელა მერკელი შვებულების დროს სტალინის ბიოგრაფიას კითხულობს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც შვებულების გასატარებლად სამხრეთ ტიროლში გაემგზავრა, ხელს თან იოსებ სტალინის ბიოგრაფიული წიგნი გააყოლა, რომელსაც დასვენებისას წაიკითხავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


გაიხსნა ვირტუალური სტრიპტიზ-კლუბი

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონები კლუბ Lolitas Cantina-ში ძალიან რეალისტურად გამოიყურებიან.

ვირტუალური სტრიპტიზ-კლუბი კომპანია Digital Illusions-მა დააპროექტა, იტყობინება Korrespondent.net. ილუზიის შესაქმნელად სპაციალისტებმა მაღალი გარჩევადობის ვიდეო და თანამედროვე პოლიმერული გამოგონებები გამოიყენეს. ჰოლოგრაფიულ შოუს დიჯეი რეჟისორობს, რომელიც თანამედროვე აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენას დგამს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მეცნიერებმა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს
ინგლისის ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იუწყება, რომ შავი ზღვის ფსკერზე მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მდინარის სიგრძე 37 საზღვაო მილია, სიგანე კი - ნახევარ მილზე ცოტა მეტი. დინების სიჩქარე საათში 4 მილია (დაახლოებით 7,5 კმ/სთ). სიგრძის გათვალისწინებით, მდინარე საკმაოდ წყალუხვია - 22 ათასი კუბამეტრი წამში. შედარებისთვის, ეს მდინარე ხმელეთზე რომ ყოფილიყო, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე იქნებოდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რუსები კვამლისგან ოქროს მიღებაზე მუშაობენ
რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური საიტი სენსაციურ ცნობას ავრცელებს.

რუსეთში გამალებით მუშაობენ მოწყობილობაზე, რომლის მეშვეობით კვამლი ოქროდ უნდა გარდაიქმნას. ამ პროექტში სახელმწიფო 3,7 მლნ რუბლის ჩადებას აპირებს,  ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიონი კი "დოკუმენტაციის მომზადებას" უნდა მოხმარდეს.

ტენდერის პირობების თანახმად, "საქმეში ნაცადი, 500 კუბ.მეტრი/სთ-ის წარმადობის მოწყობილობა, რომელიც კვამლის აირებიდან ოქროს მიიღებს, 2010 წლის 1 დეკემბერს მზად უნდა იყოს". დამკვეთი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი განყოფილება - ამურის სასწავლო ცენტრია.

დოკუმენტთა თანახმად, ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო დაკვეთის შემსრულებელი, ტენდერში გამარჯვებული "ეკატერინებურგის სამეცნიერო-ინჟინრული კავშირის საზოგადოებრივი ორგანიზაციაა".



by:Nikolozi


უინსტონ ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე გაიყიდა
ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დროს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის უისტონ ჩერჩილის კბილების პროთეზი გაიყიდა. ეს არაჩვეულებრივი ლოტი აუქციონის სახლმა Keys Auctioneers-მა 15,2 ათას ფუნტ სტერლინგად (23,7 ათასი დოლარი) გაასაღა, რაც იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.

თავის დროზე პროთეზი ახალგაზრდა ექიმმა დერეკ კადლიფმა შექმნა, ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ კი ის დანტისტის ბინაში ინახებოდა. პროთეზი აუქციონზე დანტისტის შვილმა ნაიჯელმა გამოიტანა, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი ძვირფასი არტეფაქტი მუზეუმში შენახვას იმსახურებს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ნიკოლა სარკოზიმ ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავში აბაზანის განთავსება მოითხოვა
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი საშემოდგომოდ მზად იქნება.

176 მლნ ევროდ შეფასებული ლაინერ А-330-ის ბორტზე აუცილებელი ყველაფერი იქნება: საშუალო ფართის სათათბირო დარბაზი, კოდირებული კავშირგამბულობის სრული სისტემა - ფაქსიდან დაწყებული, ინტერნეტით დამთავრებული, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მომცრო ამბულატორია და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის კაბინეტი



by:Nikolozi


საფრანგეთში მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს აძლევენ
ფრანგული ქალაქის ბრინიოლის ხელისუფლებამ მტრედების გამრავლებას ბრძოლა გამოუცხადა, - იუწყება Le Post. იმისათვის, რომ პოპულაციის გამრავლება შეაჩერონ, ბრინიოლელები მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატით გაჯერებულ სიმინდს უყრიან.

ბრინიოლის მერიამ მტრედების კონტრაცეპტული საშუალებებით უზრუნველყოფა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეულ ამ ფრინველთა თაობაზე მოქალაქეთაგან უამრავი საჩივარი მიიღო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


როგორ საათებს ატარებენ ცნობილი ადამიანები
ადამიანები მრავალი  საუკუნის  განმავლობაში ითვალისწინებდნენ მოდის ტენდენციებს და თავიანთი ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად იცვლიდნენ  ვარცხნილობას, სამოსს, აქსესუარებს.

გარდერობის ზოგი ატრიბუტი წარსულს ჩაჰბარდა, ზოგმა სახე იცვალა, მაგრამ მაჯის  საათები ყოველთვის  იყო მოდური და ასეა დღესაც.

სწორედ საათია მამაკაცის სტატუსის განმსაზღვრელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეგნული მაჩვენებელი. 

ბენჯამენ ფრანკლინის ნათქვამი: "დრო ფულია!" დღესაც აქტუალურია - თანამოსაუბრის საათისთვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია  საზოგადოებაში მისი  სტატუსის, გადახდისუნარიანობისა და გემოვნების  განსაზღვრისთვის.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


სლოვენიაში ცნობილი ჰაკერი Iserdo დააკავეს
ჰაკერი, რომელიც ცნობილია ნიკით Iserdo, სლოვენიაში ვირუს mariposa-ის ("პეპელა") შექმნაში მონაწილეობისა და "კომპიუტერული ზომბების" მძლავრი ქსელის ჩამოყალიბებისთვის დააკავეს.

საუბარია ე.წ. "ბოტნეტზე". მავნე პროგრამა ინტერნეტიდან კომპიუტერში შეღწევის შემდეგ მის რესურსებს აკონტროლებს და თავისი მიზნებით მოიხმარს. მაგალითად, პროგრამა სპამ-შეტყობინებებს ისე გზავნის, რომ მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს, რომ მის კომპიუტერში ვირუსია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


სასამართლომ 14 წლის ჰოლანდიელ გოგონას დედამიწის გარშემო მოგზაურობის ნება დართო
ჰოლანდიელმა გოგონამ, რომელსაც სურს, ყველაზე ახალგაზრდა მეზღვაური გახდეს, ვისაც დედამიწის გარშემო იახტით მარტოს უმოგზაურია, სასამართლოსგან გამგზავრების ნებართვა მიიღო.

ამ დროისთვის რეკორდი 16 წლის ავსტრალიელ ჯესიკა უოტსონს ეკუთვნის, რომელმაც დედამიწის გარშემო მარტომ 2010 წლის მაისში იმოგზაურა.

ლაურა დეკერი დედამიწის გარშემო მოგზაურობას რვამეტრიანი იახტა "გუპით" შარშანაც აპირებდა, მაგრამ მაშინ სასამართლომ გოგონას უცნაური წადილის ასრულების ნება არ დართო და სახელმწიფო სოციალურ მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ დროებით ყოფნა დაუწესა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მობილური ტელეფონები უნიტაზებზე 18-ჯერ ბინძურია
მობილური ტელეფონები ბაქტერიების 18-ჯერ უფრო სქელი ფენით არის დაფარული, ვიდრე მამაკაცთა ტუალეტის ჩასარეცხი ავზის სახელური, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები საკუთარი კვლევის საფუძველზე.

სინჯების ანალიზის შედეგად, რომელიც 30 მობილური ტელეფონიდან აიღეს, გაირკვა, რომ შვიდი აპარატი ბაქტერიების სიცოცხლისთვის მავნე რაოდენობას შეიცავდა, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია იმდენად მაღალი იყო, მობილურით სარგებლობას თავისუფლად შეეძლო საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, წერს ”დეილი ტელეგრაფი”.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


კიბოს ლუდიც იწვევს
ალკოჰოლზე დამოკიდებულების საკითხზე მომუშავე გერმანელი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მსოფლიოში კიბოთი დაავადების ყოველი 30-ე შემთხვევის მიზეზი ალკოჰოლიზმია.

მეცნიერთა თქმით, განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადების მიზეზი არა მხოლოდ ძლიერი სპირტიანი სასმელები შეიძლება გახდეს, არამედ ლუდიც.

ცნობილია, რომ ალკოჰოლი მთელ ორგანიზმს წამლავს. დაზიანება ვრცელდება როგორც საჭმლის მომნებელ ორგანოებზე, ისე ღვიძლსა და გულზე. ალკოჰოლიზმის შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მნიშვნელოვნად ზიანდება სისხლის მიმოქცევის და იმუნური სისტემა. ამასთან, ალკოჰოლი მავნე გავლენას ახდენს ნერვულ და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებსა და მუსკულატურაზე.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:Nikolozi