მთავარი » ბიზნესი
1 2 »
გუდვილი Moby Pay-სთან ერთად ანგარიშსწორების სისტემას ნერგავს
დღეს, გუდვილი და Moby Pay ჰიპერმარკეტ გუდივლში პრესკონფერენციას გამართავენ. 2011 წლიდან გუდვილის მაღაზიებსა და ინტერნეტ-მაღაზიაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გადახდის ახალი მეთოდით Moby Pay-ით, ანუ მობილური ტელეფონით ისარგებლონ. გუდვილი თავის მომხმარებელს 2011 წლიდან ინტერნეტმაღაზიას შესთავაზებს, მოხმარებელი საქონლის შეძენას კიდევ უფრო მარტივად სახლიდან გაუსვლელად შეძლებს.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ტექსტილის ახალი კომპანია „თუნთი“ - დამზადებულია საქართველოში
ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია თუნთი გამოჩნდა, რომლის საქმიანობის სფეროც ტექსტილის ინდუსტრიაა. თუნთი, პირველი ქართული კომპანიაა, რომლის პროდუქციაზეც ქართული იარლიყია განთავსებული.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, „თუნთი" მუშაობს როგორც კორპორატიულ დაკვეთებზე, აგრეთვე საცალო გაყიდვებზე სადაც მის კლიენტურას ორსული ქალბატონები და ახალგაზრდა დედები წარმოადგენენ.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


„ტექნო ბუმი“ ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას იძლევა
კომპანია „ტექნო ბუმი" მომხმარებელს ქსელში არსებულ ტექნიკაზე ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას აძლევს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საახალწლოდ გადატვირთული გრაფიკის გამო, რადგან ”ტექნო ბუმის” ამ შეთავაზებით თითოეული მომხმარებელი გარანტირებულად დარწმუნებული იქნება, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების: სონის, ვირპულის, სამსუნგის, ბოშის, კორტინგის ტოშიბას, ვესტელის, დელის,ეისერის ასუსის, ნოკიას, ელჯის, ფილიფსის  და სხვა ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტელევიზორებს, კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებს   ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით მხოლოდ „ტექნო ბუმში" შეიძენს.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


"ლიბერთი ბანკი" ავიაკომპანია sky georgia-ს ვალის დაბრუნებას თხოვს
"ლიბერთი ბანკი" ავიაკომპანია sky georgia-ს ვალის დაბრუნებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტში შესვლას მოითხოვს.

როგორც ცნობილი გახდა ავიაკომპანია sky georgia–ს კრედიტორების ვალი 20 მილიონი აქვს და ვალების დაფარვის მიზნით რეაბილიტაციის რეჟიმში გადადის. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ავიაკომპანიას კრედიტორების 80 % ნდობას უცხადებს.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ქუთაისში ხვალ ბიზნესმენთა და ინვესტორთა ბიზნესფორუმი გაიმართება
ქალაქის მერიის ინიციატივით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხარდაჭერით ხვალ ქუთაისში საქართველოში მომუშავე ბიზნესმენთა და ინვესტორთა ბიზნესფორუმი გაიმართება.
ცნობილია, რომ ვერა ქობალია ფორუმს არ დაესწრება.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან ქალაქში საქართველოს პარლამენტის შენობის გადატანა იგეგმება, რითიც მისი, როგორც მეორე დედაქალაქის სტატუსი,
კიდევ უფრო გამყარდება.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე სამმა ქართულმა კომპანიამ ჯილდო მოიპოვა
"ვისოლ-ჯგუფი", "გუდვილი" და "EFES  საქართველო" ევროპულ ბიზნეს - დაჯილდოებაზე Ruban d’Honneur-ის პრიზის მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე, რომლის სპონსორი "HSBC ბანკია", სამი ქართული კომპანია 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის დასახელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ სასტუმრო
"თბილისი მარიოტში" პრეს-კონფერენცია გაიმართება.


ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


საქართველო - ყველაზე აქტიური რეფორმატორი ქვეყანა
საქართველო ყველაზე აქტიური რეფორმატორი ქვეყანაა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და მსოფლიოში ბიზნესის რეგულაციის რეფორმირების კუთხით.
ასეთია მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია
სპეციალურ ანგარიშში - "ბიზნესის წარმოება 2011".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
"ბაზისბანკი" ახალი პროდუქტის – "ავტომატური გადარიცხვების" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, "ავტომტური გადარიცხვები”  მომხმარებელს ყოველგვარი კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა სახის გადასახადების გადახდაზე ფიქრისგან ათავისუფლებს. სერვისზე დარეგისტრირება კლიენტს შეუძლია, როგორც ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ასევე ბანკში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით. სერვისზე დარეგისტრირება შეუძლია ბაზისბანკში ნებისმიერი სახის ანგარიშის მქონე ფიზიკურ პირს. სერვისის ღირებულება შეადგენს
კვარტალში მხოლოდ 5 ლარს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Beeline აბონენტებს Tweeter-ის მეშვეობით მოემსახურება
საქართველოს ბაზარზე მობილური ოპერატორი ბილაინი, აბონენტებს Tweeter-ის მეშვეობითაც მოემსახურება.
დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასვას კითხვა ბილაინის სერვისებთან, სატარიფო გეგმებთან, თუ მომსახურებასთან დაკავშირებით, ბილაინის ოფიციალურ Tweeter-ის მისამართზე : http://twitter.com/BeelineGE , ხოლო პასუხს ის, რამდენიმე წუთში, ბილაინის სპეციალისტისგან მიიღებს.
” სოციალური მედია მთელს მსოფლიოსა და საქართველოში, სულ უფრო და უფრო მძლავრი იარაღი ხდება, როგორც მომხმარებელზე ზრუნვის, ისე მარკეტინგული აქტივობების განხორციელებისათვის.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


1-14 15-16