მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » გუდვილი Moby Pay-სთან ერთად ანგარიშსწორების სისტემას ნერგავს
9:56 PM
გუდვილი Moby Pay-სთან ერთად ანგარიშსწორების სისტემას ნერგავს



დღეს, გუდვილი და Moby Pay ჰიპერმარკეტ გუდივლში პრესკონფერენციას გამართავენ. 2011 წლიდან გუდვილის მაღაზიებსა და ინტერნეტ-მაღაზიაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გადახდის ახალი მეთოდით Moby Pay-ით, ანუ მობილური ტელეფონით ისარგებლონ.
გუდვილი თავის მომხმარებელს 2011 წლიდან ინტერნეტმაღაზიას შესთავაზებს, მოხმარებელი საქონლის შეძენას კიდევ უფრო მარტივად სახლიდან გაუსვლელად შეძლებს. ადგილზე მიტანის მომსახურებას DHL City Express -ი სრულიად საქართველოში უზრუნველყოფს.
Moby Pay წარმოადგენს გადახდის ახალ მეთოდს, რომლითაც მომხმარებელი შესყიდვის განსახორციელებლად მობილურის მეშვეობით ახდენს ანგარიშწორებას.
„გუდვილი მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვაში და მომსახურების სრულყოფაში ლიდერი კომპანიაა", ამბობს ბ-ნ ნუგზარ მაღულარია, გუდვილის გენერალური დირექტორი." Moby Pay ჩვენს მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, ჩვენ სუპერმარკეტებსა და ინტერნეტ მაღაზიაში საყიდლები შეიძინონ კიდევ უფრო სწრაფად და მოსახერხებლად."
მომხმარებელს Moby Pay -ის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შეუძლია:განახორციელონ გადახდები სავაჭრო ობიექტებში; გადაურიცხონ ფული მეგობრებს; დაფარონ კომუნალური გადასახადები; შეავსონ სასაუბრო დრო მობილური ტელეფონისათვის; შეიძინონ საყიდლები ინტერნეტით
მოხერხებულობისა და სისწრაფესთან ერთად Moby Pay-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ უფრო მეტი შეღავათები, ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები.
თავდაპირველად "Moby Pay "- ის გადახდის სისტემით სარგებლობა მხოლოდ "ჯეოსელის" აბონენტებს შეეძლებათ.
















კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1361 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar