|
|
კანადური კომპანია Research In Motion
(RIM), რომელიც BlackBerry–ს გამოშვებითაა ცნობილი, წლის ბოლოს ამ
მოწყობილობის შვიდ ახალ მოდელს გამოუშვებს. ამის შესახებ კომპანიის
აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებაზე გახდა ცნობილი. |
| |
|
|
|
ბრიტანელმა სტუდენტმა გრეგ ჰიუზმა
განაცხადა, რომ Wi-Fi Sync–ი, რომელიც ახალი საოპერაციო სისტემის iOS 5–ის
ნაწილია, მის მიერ შექმნილი პროგრამის სახელწოდებისა და ფუნქციონალის
კოპირებას ახდენს. დანარჩენი იხილეთ სრულაიდში...
|
| |
|
|
|
კომპანია Nintendo–მ E3 2011–ის
გამოფენაზე ახალი სათამაშო პლატფორმა წარმოადგინა სახელწოდებით Wii U.
კონსოლის გამოსვლა 2012 წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
Apple-ის iPad-ის მოდელი ახლანდელ
თაობასთან შედარებით მცირე ზომის იქნება. ამის შესახებ იაპონური ბლოგი
MacOtakara ანონიმურ ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
კომპანია Google–მა მობილური დამატების
Google Maps–ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც Android–ის პლატფორმაზე
შექმნილი მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ კომპანიის ბლოგი
იუწყება.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
კომპანია Sony Ericsson ახალ სათამაშო
სმარტფონს PlayStation Phone–ს გაყიდვაში 2011 წლის მარტში ჩაუშვებს. ამის
შესახებ კომპანიაში არსებული ანონიმური წყაროსგან გახდა ცნობილი. თუმცა
სხვა ინფორმატორები ამ ცნობას არ ადასტურებენ. Sony
Ericsson–ის სიახლე, რომელიც Zeus Z1–ის სახელითაა ცნობილი, ОС Android
–ის ბაზაზე შექმნილი სმარტფონის და პორტატიული სათამაშო მოწყობილობის PSP
Go–ს ჰიბრიდია. სავარაუდოდ, ჰიბრიდის ოფიციალური პრეზენტაცია 2011 წლის
თებერვალში, ბარსელონაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოფენაზე მოხდება.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
Yahoo!–ს მუშაობაში ხარვეზებია. კერძოდ,
გამოსახულების ძიების სისტემა შეფერხებით მუშაობს და მომხმარებლის
შეკითხვები ნეიტრალური სურათებიდან პორნოგრაფიულ ფოტოებზე გადადის. ტექნობლოგ
TechCrunch–ის ვარაუდით, აღნიშნული სირთულეები უკავშირდება Yahoo!–ს
გადაწყვეტილებას პერსონალის მასობრივი დათხოვნის შესახებ. ინფორმაცია
მიზანმიმართული დივერსიის შესახებ TechCrunch–ს კომპანიის ერთ–ერთმა
დათხოვნილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
ჟურნალმა Time-მა წლის საუკეთესო
მოწყობილობების სია გამოაქვეყნა. რეიტინგის პირველი ადგილი iPad-ის
პლანშეტს ხვდა წილად. ცნობილი ხდება, რომ 2010 წლის განმავლობაში აღნიშნული
მოწყობილობის 7,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
კომპანია OnLive თავისი კომპიუტერული და ვიდეოთამაშების სერვისისათვის MicroConsole-ის გაყიდვებს იწყებს. სისტემა
OnLive, რომელიც წინა წლის შემოდგომაზე იქნა წარმოდგენილი,
ვებ-სერვერების მასივს თამაშების შენახვისა და გაშვებისათვის იყენებს.
გამოსახულების ტრანსლირება ინტერნეტის მეშვეობით ვიდეონაკადის ფორმატში
ხდება. ასევე სერვისი რეაგირებს მომხმარებლის ბრძანებებზე რეალურ დროში. ეს
იძლევა საშუალებას დაბალი მონაცემების მქონე მოწყობილობებზეც კი მაღალი
სისტემური მოთხოვნების მქონე თამაშებით ვითამაშოთ. დღემდე
OnLive-ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ პერსონალური
კომპიუტერების მფლობელთათვის. ბაზარზე MicroConsole-ის გამოჩენის შემდეგ კი
სერვისით სარგებლობა უკვე ტელევიზორითაც გახდება შესაძლებელი: ერთადერთი,
რაც მომხმარებლებს დაჭირდება ეს იქნება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|
|
ამერიკულმა კომპანია Motorola-მ, 2006 წლის მიწურულიდან დღემდე, პირველად უჩვენა შემოსავლების ზრდა. Motorola-მ
მესამე კვარტალში $5,8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი 6%-ით
მეტია გასული წლის შედეგებთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი $5,4
მლრდ-ს არ აღემატებოდა. სუფთა მოგება ცხრაჯერ გაიზარდა- $12 მლნ-დან (გასულ წელს) $109 მლნ-მდე (მიმდინარე წელს).
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ქართველმა დიზაინერმა არჩილ ვარდიძემ სმართფონ iPhone 6 –ის მოდელი შექმნა, რომელიც Concept Phones –ის ვებგვერდზეა განთავსებული. მოწყობილობა,
რომელიც დიზაინერმა გამოიგონა, გარეგნულად წინა მოდელებისგან
განსხვავდება. სმართფონის კორპუსი ალუმინისგან იქნება დამზადებული,
გვერდითა კედლები კი, შიდა ანტენის ფუნქციას შეასრულებს. ახალი აპარატი
საკმაოდ თხელი იქნება, თუმცა დიზაინერს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა
პარამეტრები ექნება ახალ აპარატს.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
კორპორაცია
Microsoft–მა Mac-ის კომპიუტერებისთვის უკვე დაიწყო Office 2011–ის
პაკეტის გაყიდვა, იუწყება Microsoft–ის ოფიციალური ბლოგი. ამჟამად
ხელმისაწვდომია პაკეტის სამი ვერსია – სასწავლო დაწესებულებებისთვის,
სახლისა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ბოლო ორი ვერსიის შეძენა 150
და 280 აშშ დოლარად არის შესაძლებელი. Office
for Mac-ის გამოსვლის შესახებ სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. მაშინ
Microsoft–ის ოფიციალური ბლოგი იუწყებოდა, რომ Office for Home and Student
და Office for Home and Business-ის პაკეტების ღირებულება 120 და 200
აშშ დოლარი იქნებოდა. მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა პაკეტების ღირებულება არ
სახელდება. Office 2011 –ის
სახლის მომხმარებელთა პაკეტში შევიდა პროგრამები: Word, Excel და Power
Point. კორპორატიული მომხმარებელების პაკეტზე კი დამატებულია საფოსტო
კლიენტი Outlook.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
იაპონური კომპანია Sharp წყვეტს პერსონალური კომპიუტერების წარმოებას, იუწყება რესურსი Nikkei.com. უფრო ზუსტად, საუბარია მხოლოდ x86 მიკროარქიტექტურის პროცესორიან კომპიუტერებზე. კომპანია
არ აპირებს მომავალში მსგავსი ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოებას.
მსგავსი ტიპის ბოლო პროდუქტი, მინი-ლეპტოპი Mebius PC-NJ70A, წარმოდგენილი
იყო 2009 წლის შემოდგომაზე. საინტერესოა
იპაონური ვენდორის მიღწვევები კომპიუტერულ ინდუსტრიაში: 90-იან წლებში
კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და პატარა ნოუთბუქი, ხოლო
2003 წელს შექმნა პირველი ლეპტოპი 3D-დისპლეით.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
პირველი პლანშეტური კომპიუტერების
საინჟინრო ნიმუშები, რომლებიც Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული
სისტემის მართვის ქვეშ იმუშავებს, მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება.
აქამდე არსებული ინფორმაციით
Android 3.0-ს გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაფართოვებული
ფუნქციონალი უნდა მიეღო. პლატფორმასთან სამუშაოდ საჭირო იქნება აპარატული
უზრუნველყოფა მინიმუმ 512 მბ RAM-ით , გიგაჰერცული პროცესორით და დისპელის
დიაგონალით 3,5-დიუმიდან.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|