Apple-ის iPad-ის მოდელი ახლანდელ
თაობასთან შედარებით მცირე ზომის იქნება. ამის შესახებ იაპონური ბლოგი
MacOtakara ანონიმურ ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. კერძოდ,
მოწყობილობის ზომა ყველა მხრიდან 3 მილიმეტრით შემცირდება და 239 და 186
მილიმეტრამდე დავა. თუმცა ეკრანის ზომა არ შეიცვლება და კვლავ 9,7 დუიმიანი
იქნება. ბლოგის ინფორმაციით, პლანშეტის პანელი ბრტყელი იქნება და მის
ქვედა ნაწილში უფრო მსხვილი მოცულობის დინამიკი განთავსდება. პირველი
თაობის iPad-ს უფრო მომრგვალებული უკანა პანელი აქვს, რომელიც კიდეებისკენ
თხელდება. მანამდე ინტერნეტ-გამოცემა DigiTimes-ი წერდა, რომ iPad-ის ახალი პლანშეტები გაყიდვაში ყველაზე გვიან 2011 წლის თებერვლიდან გამოვა. პლანშეტური კომპიუტერი Apple iPad-ი მაღაზიების თაროებზე 2010 წლის 3 აპრილს გამოჩნდა.