მთავარი » ანალიტიკა
"ვირები" და "სპილოები"
არ დაგიმალავთ და სანამ წერილის წერას დავიწყებ, მანამდე სათაურზე ვფიქრობ.  ხომ გაგიგიათ, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების საბჭოთა მილიციაში, მოდაში იყო გამოთქმა "კაცი იყოს და საქმე ყოველთვის აღიძვრებაო".დაახლოებით ეგრე ვარ მეც. მთავარია სათაური მოიფიქრო და წერილს ყოველთვის გამოაცხობ.როცა ეს სათაური მოვიფიქრე, გულშიც არ გამივლია ამერიკის შეერთებული შტატებში დღეს ჩასატარებელი არჩევნების შესახებ დამეწერა. უბრალოდ, ჩვენს ოპოზიციაზე მინდოდა ერთი-ორი "თბილი სიტყვის" თქმა.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...






by:allfile


Democracy / პოლიტიკური კულტურა და არაფერზე დაშენებული დემოკრატია
საქართველოში, ცნება სამოქალაქო საზოგადოება, ჯერ კიდევ არ არის გაგებული, როგორც დემოკრატიისა და ძლიერი სახელმწიფოს უმთავრესი გარანტი. ჩვენთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ პროცესის გაღრმავება და ვინ იცის როდის დასრულდება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი რგოლის, სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების პროცესი. სამწუხაროდ, ასეთ საკითხებზე ძალიან იშვიათად თუ იწერება და ასევე დეფიციტურია ამ საკითხებში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანების რიცხვი. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს შეფერხებით ჩვენში მოქალაქეობრივი ფასეულობებისკენ სწრაფვა. ამის გარდა ამ მხრივ სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის მოუცილებლობით არის გამოწვეული.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


საქართველო, ლისაბონი და ნატოს ღია კარიბჭე
ლისაბონის სამიტის მთავარი თემა, როგორც იცით ავღანეთ ერაყის საკითხის განხილვაა, რაც  ჩვეთვისაც არ არის აქტუალობას მოკლებული. მეტიც, შესაძლოა მოცემულ შემთხვევაში, გარკვეული თვალსაზრისით ბევრ ევროპულ ქვეყნებზე დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის გააჩნდეს მიმდინარე სამიტს, რადგან საერთაშორისო მისიები სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც ყველაზე მეტად გვაახლოვებს ევრო–ატლანტიკურ სივრცესთან.
ის, რომ საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ბევრი ქვეყნისთვის ჩვენი ნატოში ინტეგრაციის ამოსავალ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile