სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია)
ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი,
რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით
დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო;
დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც
კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა
უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან:
არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ
უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება
როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე
დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI)
აღზრდა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|