მთავარი » 2010 ნოემბერი 10 » Method Man - Biography
1:32 PM Method Man - Biography | |
სახელოვანი ჯონი ბლეიზის იგივე მეთოდ მენის იგივე „რკინის ფილტვის" და კიდევ ბევრი ბევრი სახელის მატარებელის ბოლო ალბომი, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოვიდა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელსაც Source–ის მონაცემებით რატომღაც არც თუ ისე კარგათ ყიდულობენ, მოკლედ Wu Tang–ის ოჯახის კიდევ ერთი სოლო პროდუქტი Tical 0. 17 ტრეკი, უამრავი მოწვეული ხალხი Wu Tang–ელი Ghostface–თი დაწყებული Missy Elliot–ით დამთავრებული,ძველი და კარგათ ნაცნობი Meth–ის შესრულება, ინსტრუმენტალების ფართო არჩევანი, კლასიკურად ვუ თენგური The Turn–ი, მეინსტრიმული Say What, გაუგებური წარმომავლობის Rodeo, ამ ალბომს არც tt ჟრერადობა აკლია– We Some Dogs, მოკლედ მოსასმენი ბლომადაა. ალბომის ზოგადი აზრი როგორც მეთოდს ჩვევია გაურკვეველია, აქ სიმღერებს თითქმის ყველა თემაზე იპოვით ყველანაირი ხალხის მონაწილეობით, მაგრამ ამ მრავალფეროვნების მიუხედავათ ალბომი რთულად ისმინება, რაღაც არეულობის და გაუგებრობის შთაბეჭდილებას ტოვებს, აჭრელებული ბიტები და აჭრელებული ხმები მოკლედ ამ შემსრულებლის გასაცნობად ნამდვილად არ ვარგა, არც კი ვიცი ეს ალბომი ვის შეიძლება მოეწონოს, ალბათ Neptunes–ის თაყვანისმცემლებს, იგივე 50 Cent–ი უფრო სერიოზული და დალაგებული შემსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე მეთოდი ამ CD–თ, პირადად მე ამ ალბომში მხოლოდ The Turn და უკვე გახიტებული What’s happenin’ მომეწონა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მსმენელის გემოვნებას დარწმუნებული ვარ რომ რამოდენიმე სიმღერა გაიმეორებს ბოლოს ნახსენები ტრეკის ბედს და ჰიტად იქცევა. ზოგადი შეფასება ასეთი: შესრულება:5 ინსტრუმენტალები:4 ლირიკა:4 გაფორმება:4 მოკლედ ოთხიანი ისიც იმიტომ რომ ამ ალბომის ავტორი Method Man–ია. ცუდი ტრეკებია: უმრავლესობა, კარგი ტრეკებია : უმცირესობა მათ შორის The Turn Raekwon ის მონაწილეობით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |