მთავარი » 2010 » ნოემბერი » 04
მექსიკა, პერუ და კოლუმბია ტურისტების მოზიდვის მიზნით ერთიანდებიან
მექსიკამ, პერუმ და კოლუმბიამ ტურისტების მოზიდვის მიზნით ალიანსი შექმნეს, რომელშიც ამ ქვეყნების წამყვანი ტურისტული სააგენტოები შევიდნენ, ამის შესახებ განცხადება მექსიკის ტურიზმის სამინისტრომ გააკეთა. პირველ ეტაპზე, ძირითადი აქცენტი ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე გაკეთდება, შემდეგ კი ევროპელ ტურისტებზე.
ტურისტებს შესთავაზებენ პაკეტს, რომელშიც მექსიკის, პერუსა და კოლუმბიის ღირსშენანიშნაობები იქნება შესული. ახალი ტურისტული მარშრუტი, რომელიც 15 დღეზეა გათვილი, შანხაის გამოფენაზე (Expo Shangai 2010) იქნა წარმოდგენილი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ბაბუცა გორგაძე მალაიზიის სასამართლოს წინაშე წარსდგა
მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორგაძე ადგილობრივი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. პირველ მოსმენაზე საქართველოს მოქალაქეს ბრალად წაუყენეს მალაიზიური კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, 39-ე ბ მუხლი - ნარკოტრეფიკი.
საქმის მეორე მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება. პროცესს ვერ დაესწრო "ამნესტი ინტერნეიშენელის" წარმომადგენელი.
რაც შეეხება ამავე ბრალდებით დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დარეჯან კოხტაშვილს, იგი სასამართლოს წინაშე 8 ნოემბერს წარდგება.დაპატიმრებულები ამ დრომდე სხვადასხვა კუნძულზე იმყოფებიან და მათ
ერთმანეთის ნახვის საშუალება არ ჰქონიათ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა. როგორც "ეხო მასკვი" იუწყება, ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებთან დაკავშირებული გლობალური რეიტინგი მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მარტივი ბიზნესის წარმოება სინგაპურში, ჰონკონგსა და ახალ ზელანდიაშია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile