მთავარი » 2010 » ნოემბერი » 4 » მექსიკა, პერუ და კოლუმბია ტურისტების მოზიდვის მიზნით ერთიანდებიან
1:44 PM
მექსიკა, პერუ და კოლუმბია ტურისტების მოზიდვის მიზნით ერთიანდებიან



მექსიკამ, პერუმ და კოლუმბიამ ტურისტების მოზიდვის მიზნით ალიანსი შექმნეს, რომელშიც ამ ქვეყნების წამყვანი ტურისტული სააგენტოები შევიდნენ, ამის შესახებ განცხადება მექსიკის ტურიზმის სამინისტრომ გააკეთა. პირველ ეტაპზე, ძირითადი აქცენტი ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე გაკეთდება, შემდეგ კი ევროპელ ტურისტებზე.
ტურისტებს შესთავაზებენ პაკეტს, რომელშიც მექსიკის, პერუსა და კოლუმბიის ღირსშენანიშნაობები იქნება შესული. ახალი ტურისტული მარშრუტი, რომელიც 15 დღეზეა გათვილი, შანხაის გამოფენაზე (Expo Shangai 2010) იქნა წარმოდგენილი.
ტურისტებს საშუალება მიეცემათ მექსიკაში აცტეკებისა და მაიას ტომების პირამიდები დაათვალიერონ, რომლის შემდეგაც მსოფლიოში განთქმულ კანკუნის კორორტზე დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. მარშრუტის მიხედვით მექსიკიდან თვითმფრინავით პერუში გადაფრინდებიან, აქ პერუს დედაქალაქსა და კუსკოს ნახავენ, სადაც მდებარეობს მაჩუ–პიკჩუს „დაკარგული ქალაქი".
კოლუმბიაში ტურისტები ბოგოტასა და კარტახენს დაათვალიერებენ, საიდანაც ისევ მეხიკოში დაბრუნდებიან და თავიანთ სამშობლოში გაფრინდებიან.
შეთავაზებული ტურის საორიენტაციო ღირებულება 7 ათასიდან 8 ათასამდე აშშ დოლარს შეადგენს.




























კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1008 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar