მთავარი » მსოფლიო ისტორია
1 2 3 4 »
აქადის იმპერია
აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში.
უმის მეფემ ლუგალზაგესმა პირველმა სცადა შუმერული ქალაქების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება. მან დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო მესოპოტამია, მაგრამ მისი პოლიტიკით თითქმის ყველა ქალაქი უკმაყოფილო იყო. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო მესოპოტამიიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ხამურაბის კანონები
ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები,
რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


სტოკჰოლმის ისტორია
სტოკჰოლმის პირველ ხსენებას ვიკინგთა საგებში ვხვდებით, როგორც აგნაფიტზე, მეფე აგნეს საპატივსაცემოდ სახელდებულზე. თუმცა, მხოლოდ 1187 წელს დაიწყო მეთევზეთა დასახლების ადგილზე გამაგრებული პუნქტის მშენებლობა. პირველი ნაგებობები კუნძულ სტადსჰოლმენზე გამოჩნდა, რომელიც ყურეში ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს და მელარენის ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს. სტოკჰოლმის, როგორც ქალაქის შესახებ პირველი ცნობები 1252 წელს ეკუთვნის. მიჩნეულია, რომ ქალაქი რიკსგრაფმა ბირგერ იარლმა, ფოლკუნგების დინასტიის ფუძემდებელმა
და მომამავლმა მეფემ, დააარსა.

ისტორიული ცნობებით, ქალაქი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბალტიისპირეთიდან შემოსევებისგან დაეცვათ შვედეთი და მელარენის ტბის ირგვლივ არსებული ქალაქები, ძირითადად კი, სიგტუნა. უკვე XIII საუკუნიდან ქალაქი კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით იზრდება . სტოკჰოლმი რკინეულით ვაჭრობის უმთავრესი პუნქტი იყო, რაც ბერგსლაგენის
 საბადოებში მოიპოვებოდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ქართლი - Ίβερια Vyršn / იბერია, ივერია
იბერია, ივერია, იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთი იბერია" ან „კავკასიის იბერია" ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად.

ეტიმოლოგია - იბერია (ივერია):
ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის.
ტერმინი „იბერია" გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური[1] ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად,
ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ
სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).


დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბერლინის ხელშეკრულება (1878)
ბერლინის ხელშეკრულება იყო ბერლინის კონგრესის საბოლოო აქტი (13 ივნისი - 13 ივლისი, 1878), რომლითაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრო-უნგრეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, რუსეთმა და ოსმალეთის მთავრობამ სულთან ჰამიდის ქვეშ ცვლილებები შეიტანეს იმავე წლის 3 მარტს დადებულ სან სტეფანოს ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულებით ამ ქვეყნებმა ცნეს რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს სრული დამოუკიდებლობა, ასევე ბულგარეთის ავტონომია, თუმცა ეს უკანასკნელი რჩებოდა ოსმალეთის ფორმალურ ვასალად და იყოფოდა ორ სამთავროდ (ბულგარეთისა და აღმ. რუმელიის), რამაც ხელი შეუშალა "დიდი ბულგარეთის" შექმნის რუსულ გეგმას. ოსმალეთის პროვინცია ბოსნია-ჰერცეგოვინა და ყოფილი ნოვი პაზარის
სანჯაკი ავსტრო-უნგრეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, თუმცა ფორმალურად ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.

ვრცელი მასალა იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ნიკარაგუის რევოლუცია / Revolution Of Nicaragua
აზე ვისაც გაინტერესებთ ვრცელი ინფორმაცია შემობრძანდით სრულიადში...



by:allfile