მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » ბერლინის ხელშეკრულება (1878)
3:46 PM
ბერლინის ხელშეკრულება (1878)



ბერლინის ხელშეკრულება იყო ბერლინის კონგრესის საბოლოო აქტი (13 ივნისი - 13 ივლისი, 1878), რომლითაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრო-უნგრეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, რუსეთმა და ოსმალეთის მთავრობამ სულთან ჰამიდის ქვეშ ცვლილებები შეიტანეს იმავე წლის 3 მარტს დადებულ სან სტეფანოს ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულებით ამ ქვეყნებმა ცნეს რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს სრული დამოუკიდებლობა, ასევე ბულგარეთის ავტონომია, თუმცა ეს უკანასკნელი რჩებოდა ოსმალეთის ფორმალურ ვასალად და იყოფოდა ორ სამთავროდ (ბულგარეთისა და აღმ. რუმელიის), რამაც ხელი შეუშალა "დიდი ბულგარეთის" შექმნის რუსულ გეგმას. ოსმალეთის პროვინცია ბოსნია-ჰერცეგოვინა და ყოფილი ნოვი პაზარის სანჯაკი ავსტრო-უნგრეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, თუმცა ფორმალურად ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.

სამმა ახლად შექმნილმა სახელმწიფომ თავი სამეფოდ გამოცხადა (რუმინეთმა 1881, სერბეთმა 1882 და მონტენეგრომ 1910 წლებში), ხოლო ბულგარეთმა სრული დამოუკიდებლობა 1908 წელს გამოაცხადა 1885 წელს აღმ. რუმელიასთან გაერთიანების შემდეგ. ავსტრო-უნგრეთმა 1908 წელს ბოსნიის ანექსია მოახდინა, რამაც მწვავე კრიზის გამოიწვია ევროპის მასშტაბით.

ბერლინის ხელშეკრულებას მომდევნო ათწლეულებში მრავალი პრობლემა მოჰყვა. დასავლეთ ევროპის დიდ სახელმწიფოთა მცდელობას შეენარჩუნებინათ მომაკვდავი ოსმალეთის იმპერია რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა ბალკანეთზე. ქრისტიანთა დიდი ნაწილი ოსმალეთის მუსლიმანთა ადმინისტრაციის ქვეშ იყო დარჩენილი. ბალკანეთის ერების დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მრავალი ინციდენტისა თუ ომის მიზეზი.

ბერლინის ხელშეკრულების ერთ-ერთი წარუმატებლობათაგანი იყო საბერძნეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის საზღვრის დაუდგენლობა. 1878 წლისთვის ამგვარი საზღვრის დადგენა თითქმის შეუძლებლად წარმოესახათ. მოლაპარაკებები გაგრძელდა 1881 წლამდე, როცა საკმაოდ სუსტი შეთანხმება მიღწეულ იქნა, თუმცა მომდევნო ათწლეულში სამხედრო კონფლიქტი ისევ წამოიჭრა და ეს შეთანხმება დაირღვა.


































კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1522 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar