მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27
იუგოსლავია / Yugoslavia

იუგოსლავია იყო სახელმწიფო შუა და სამხრეთ ევროპაში და ჰქონდა სხვადასხვა დროს (1918/1929–დან 1941 წლამდე და 1944/45 დან 2003–2006 წლებამდე) განსხვავებული ტერიტორიული ფორმა და პოლიტიკური წყობა. 1918 და 1991 მისი ტერიტორია წლებში მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა, 1991/1992 წლებში კი ოთხი წევრი რესპუბლიკის ჩამოცილების შედეგად ყოფილი ტერიტორიის მეოთხედიღა დარჩა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სააკაშვილი `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის, რომელსაც `მილენიუმი` ქვეყანას უწევს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბარამიძემ ქუთაისში ქარხნები დაათვალიერა
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და მეტალურგიულ და ტექსტილის ქარხნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მეცნიერებათა აკადემია კავკასიის საკითხებზე კონფერენციას მართავს
`კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია და ფოლკლორისტიკა` - ამ სახელწოდებით თბილისის სამეცნიერო აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


პარლამენტარებმა აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გმირთა მოედანზე მივიდა, სადაც მან პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ბაქრაძე მემორილათან დეპუტატებთან ერთად მივიდა. მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


თბილისში რუსეთის პატრიარქის წერილს აკრიტიკებენ

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართველი ექსპერტები რუსეთის პატრიარქის წერილს აკრიტიკებენ.

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა კირილე II-ემ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რუსეთის პატრიარქის ქმედება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააკრიტიკა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბიზნესის თავზე ახალი საგადასახადო კოდექსი აღმართეს
მცირე ბიზნესს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა არ მოეთხოვება, მაგრამ... მაინც მოეთხოვება

დღგ-ს კვლავაც გადაახდევინებენ ბიზნესს, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე მეტია. მთავრობა მეწარმეებს თავდაპირველად დასაბეგრი ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას დაჰპირდა, მაგრამ გადაიფიქრა. როგორც ამბობენ, 18%-იანი დღგ-ის დასაბეგრი ზღვრის 100-ათასლარიან ნიშნულზე დატოვება მთავრობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ურჩიეს, რადგან შესაძლებელი იყო, მეწარმეთა მხრიდან გადასახადისგან თავის არიდების რისკი შექმნილიყო.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


"საქართველოს ფოსტა" გაიყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქართველოს ფოსტას" გაყიდის. ამის შესახებ მინისტრმა ვერა ქობალიამ Business New Europe Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


"ჯიპიაი ჰოლდინგმა" დუშეთში 15 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტი წარადგინა

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" ქ. დუშეთში 15 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტი წარადგინა. აღნიშნული პროექტი  მიმდინარე ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. თანამედროვე ტიპის მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება რეგიონის მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანიამ პროექტის პრეზენტაცია დუშეთობის დღესასწაულზე, 25 სექტმებერს გამართა.

პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ დუშეთობის დღესასწაულზე გვიწევს ამ პროექტის პრეზენტაცია. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩვენ ოთხ საავადმყოფოს ვაშენებთ - ყაზბეგში,
 მცხეთაში, თიანეთში და დუშეთში


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბიზნესის თავზე ახალი საგადასახადო კოდექსი აღმართეს
რუსეთმა ჩინეთთან გაზის ექსპორტზე ძირითად შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომელიც ჩინეთში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უწევს მეგზურობას.

აღსანიშნავია, რომ "გაზპრომი" ჩინეთში გაზის ექსპორტზე მოლაპარაკებებს თითქმის ათი წელია მართავს, თუმცა მხარეები გაზის ფასსა და კონტრაქტის დეტალებზე აქამდე ვერ თანხმდებოდნენ.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


"ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"
ჟურნალისტ ლულუ კახიანს მიაჩნია, რომ ქალისთვის ყველაზე შესაფერისი ავტომობილი ჰყავს. ლულუ ავტომობილზე, მის მართვასა და პატრულთან ურთიერთობაზე გვესაუბრება:

- პირველად საჭესთან ჩემმა ნათლიამ დამსვა, "ფორდ ესკორტი" ჰყავდა და თბილისის ზღვაზე დავყავდი სასწავლებლად. ამის შემდეგ აბასთუმანში წავედი დასასვენებლად, სადაც უფრო მეტად "დავამხეცე" ავტომობილის მართვა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


SsangYong-მა ახალი კროსოვერის სერიული ვერსია წარმოადგინა
იტალიურმა გამოცემა Quattroruote-მა ახალი კროსოვერის SsangYong Korando-ს სერიული ვერსიის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც კონცეპტ-ქარ
C200-ის მოტივებზეა შექმნილი.

ახალი ავტომობილის გაბარიტული სიგრძე, რომლის დიზაინის შექმნაზე იტალიურმა ატელიე Giugiaro-მ იზრუნა, 4,4 მეტრს შეადგენს. კროსოვერი მთლიანად ახალ შასიზეა აგებული, რომელსაც მომავალში სხვა მოდელებზეც გამოიყენებენ. Korando ორ - წინა და სრულამძრავიან ვერსიებად იქნება წარმოდგენელი.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ირაკლი ბათიაშვილი: "ხელისუფლებამ აბუჩად აგვიგდო და ახლაც დაგვცინის"
"ახლა ისევ მითვალთვალებენ, მკაცრად მაკონტროლებენ და დამდევენ. არ ვიცი, რატომ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესების სამსახურში ვიყავი და ვიქნები", - გვითხრა ირაკლი ბათიაშვილმა, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა და წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარებას მიემხრო.

29 სექტემბერს ფილარმონიაში ჩატარდება მოსამზადებელი კონფერენცია, რომელიც სახალხო კრების ჩატარების თარიღს გამოაცხადებს. კრების იდეას არაერთი ოპოზიციური პარტია სკეპტიკურად უყურებს და სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარ



by:Nikolozi


სოსო ცინცაძე - მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება.

როგორც ექსპერტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოში არჩევნებს ყოველთვის ლიდერი იგებდა. თუმცა, ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როდესაც პარტიის გამარჯვება ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რამაზ საყვარელიძე - მიხეილ სააკაშვილი პენსიაზე გასვლისთვის ძალიან ახალგაზრდაა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და ლიდერის შეცვლა შესაძლებელია.
თუმცა, როგორც საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პენსიაზე გასვლისთვის ძალიან ახალგაზრდაა.

"პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა სააკაშვილთან ერთად უფრო ადვილი წარმოსადგენია, თუმცა არც მის გარეშეა წარმოუდგენელი. ბოლშევიკების პერიოდშიც ვერ წარმოედგინათ თუ სახელმწიფო სტალინის გარეშე იარსებებდა, მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და იმ გუნდმაც, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში დარჩა, ბევრი ლიდერი გამოიცვალა", - განაცხადა საყვარელიძემ.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში გამოსვლისას ყველა მიმართულებით იცრუა
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ტყუილები თქვა.

როგორც ბურჯანაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილი ტყუის ყველა მიმართულებით, როცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პერსპექტივებზე საუბრობს.

”თქვენ გჯერათ, რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა? შეგიძლიათ, დამისახელოთ რომელიმე ღარიბი ნათესავი ან მეზობელი, რომელიც მატერიალურად ფეხზე დადგა ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა?”, - მიმართა მან მედიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ღარიბთა რაოდენობა მალე 60%-ს მიაღწევს, ხოლო ღატაკთა - 25%-ით გაიზრდება, ინვესტიციებისა და მიკროეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით კი ქვეყანა საგრძნობლად ჩამორჩება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დავით ბაქრაძე 27 სექტემბერს საქართველოს ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევს წყარო
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი დღე სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვერ მოახერხა საქართველომ გარედან მოხვეული ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება.

ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსთვის სიმბოლური თარიღია, თუმცა ცუდი თვალსაზრისით.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


როგორ მისცა სასტუმროს მეპატრონემ ნინო მუმლაძეს ოჯახის შექმნის სტიმული
როგორც ჟურნალმა "რეიტინგმა" გაარკვია, სერიალი "ჩვენი ოფისი" ახალი სეზონიდან "რუსთავი-2"-ის ეთერში აღარ გავა. ნინო მუმლაძის თქმით, ბოლო სერიების გადაღებისას უკვე არსებობდა ეჭვი, რომ განახლებულ სატელევიზიო ბადეში სერიალი აღარ მოხვდებოდა. რა გახდა სერიალის დახურვის მიზეზი, როდის შეიტყო მსახიობმა უმუშევრად დარჩენის შესახებ, ამას ნინო თავად გიამბობთ, ზაფხულის
 დასვენების ამბების პარალელურად:

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ოთარ იოსელიანს ქართული კინოს მომავლის სჯერა
ოთარ იოსელიანს ქართული კინოს მომავლის სჯერა. ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა ”ბიბისი”-ს მიმომხილველთან ალექსანდრ კანთან ინტერვიუში განაცხადა.

ოთარ იოსელიანი ლონდონში ქართული კინოს ფესტივალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც მისი ბოლო ფილმი ”შანტრაპა” მონაწილეობს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია, რომელიც საფრანგეთში მიემგზავრება. ალექსანდრ კანთან საუბრისას ოთარ იოსელიანი ამბობს, რომ ეს ფილმი არ არის მისი ავტობიოგრაფია, ის ზოგადად ავტორიტარულ ეპოქაში დაბადებული ხელოვანის ავტობიოგრაფიაა.
 
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


თბილისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის გასტროლები ჩაიშალა
21-22 ოქტომბერს თბილისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს უნდა დაეკრა, თუმცა ირკვევა, რომ გასტროლები ჩაიშალა. ამის შესახებ "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს.

ორკესტრის წარმომადგენლები ამერიკულ გამოცემასთან აცხადებენ, რომ ამის გამო ათიათასობით დოლარს იზარალებენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ჯეკსონ რეტბოუნი - დალტონიკი ვამპირი
ეს მსახიობი და მუსიკოსი ისევე წარმატებულია კინოში, როგორც მუსიკალურ სფეროში. თუმცა დიდ კინოში გამოჩენამ მისი პოპულარობა გააათმაგა, მით უმეტეს, რომ თანამედროვე ახალგაზრდების საყვარელ სურათში "ვამპირთა საგაში" გაიბრწყინა, ჯასპერ ჰეილის როლში.

მონრო ჯეკსონ რეტბოუნ V 1984 წლის 21 დეკემბერს დაიბადა სინგაპურში. მამის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მისმა ბავშვობამ გამუდმებულ მოგზაურობებში გაიარა. ჯეკსონი ახლაც აღიარებს, რომ უყვარს ადგილების ცვლა და ამას ადასტურებს კიდეც იმით, რომ სხვადასხვა დროს უცხოვრია უამრავ ადგილას ინდონეზიიდან დაწყებული, ტეხასის ქალაქ მიდლანდით დამთავრებული.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


შხარა
შხარა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...






by:Nikolozi


Dada feat. Sandy Rivera & Trix - Lollipop
  Dada feat. Sandy Rivera & Trix - Lollipop
  Club Electro House - Happy Music
 
  ვიდეოს უყურეთ სრულიადში...




by:allfile


პენტაგონმა ავღანეთში საიდუმლო ოპერაციებზე გამოცემული წიგნის ტირაჟი მთლიანად შეისყიდა და გაანადგურა
სკანდალურ წიგნს, რომლის ავტორი ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი შაფერია, "ოპერაცია "ბნელი გული": შპიონაჟი და სპეცოპერაციები ავღანეთის ფრონტზე და გზა გამარჯვებისკენ" ჰქვია. წიგნში შაფერის 2003 წლის ავღანური თავგადასავლები და მათ შორის რამდენიმე საიდუმლო ოპერაციაა ასახული.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, წიგნის პირველი ტირაჟი - 9500 ეგზემპლარი უკვე განადგურდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


რა უნდა იცოდეთ ალკოჰოლის შესახებ
ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად, ტვინის შემდგომ, ყველაზე ხშირად ღვიძლი ზიანდება. თუ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფსიქიკის დარღვევასა და აზროვნების უნარის დაბინდვასთან, მეორე შემთხვევაში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება.

ალკოჰოლის ჭარბმა და ხანგრძლივმა მიღებამ ღვიძლის სხვადასხვა სახის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, რაც ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების სახელით არის ცნობილი. თითქმის 100%-ს ადამიანებისას, რომლებიც სისტემატურად იღებენ ალკოჰოლს, აღენიშნება ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი (ღვიძლის უჯრედებში ცხიმის დაგროვება), 35%-ს - ალკოჰოლური ჰეპატიტი, ხოლო 10-20%-ს - ალკოჰოლური ციროზი (ამ დროს, ღვიძლის უჯრედები კვდება). ალბათ იკითხავთ - ბევრი სვამს, მაგრამ ღვიძლი ყველას ხომ არ უზიანდება?

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...






by:allfile


ილია მეორე - ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ
ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


ოკეანის სამოთხე / Рай океана / Ocean Heaven (2010)
დასახელება: ოკეანის სამოთხე
ორიგინალური დასახელება: Ocean Heaven
წელი: 2010
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ცზიაო ლიუ ზციუ
როლებში: ჯეტ ლი, ლიუნმეი კვაი, რან ჩენი, ვენ ჩჟანი, ...

ანოტაცია:
ფილმის გმირი - მარტოხელა მამაა. უეცრად იგი გაიგებს, რომ სასიკვდილოდაა ავად კიბოთი. მისი ვაჟი - უმწეო აუტისტი. მომაკვდავი მამა ცდილობს როგორღაც მოაწყოს მისი ცხოვრება სანამ მოუსავლეთში გაემგზავრება...

IMDB Rating: 8.4/10 (118 votes)

წარმოება: ჩინეთში
ხანგრძლივობა: 01:36:59
გახმოვანება: სამოყვარულო (ერთხმიანი)

ფაილის
ფორმატი
: AVI(XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 624x352, 866 kb/s
აუდიო: AC3, 128 kb/s (2 ch)
მოცულობა: 700 MB




by:allfile


The Beatles All My Loving
Dzalian Magaria
Es Aris Kveladze Legendaruli Jgupis Beatles Kvelaze Popularuli Simgera All My Loving Kvelam Gadaiceret Da Mousminet



by:CoTnIkEla


Игрушка / სათამაშო / Le Jouet [1976 / RUS / DVDRip]
დასახელება: სათამაშო
ორიგინალური დასახელება: Le Jouet
გამოშვების წელი: 1976
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ფრენსის ვებერი
როლებში: პიერ რიშარი / მიშელ ბუკე / ფაბრის გრეკო / ჟაკ ფრანცუა / შარლ ჟერარი

აღწერა:
გახდე პირადი სათამაში პატარა მილიონერისათვის არც თუ ისეთი ადვილია.პიერ რიშარის გმირი კარგად თამაშობს თავის როლს საშინელ პრეზიდენტის შვილთან რომელთანაც უარის თქმა ყველას უჭირს...

გამოშვებული: Gaumont Entertaninment
ხანგრძლივობა: 1:30
გახმოვანება: პროფესიონალური (საბჭოთა დუბლირება)

ფაილი:
ფორმატი: AVI
ხარისხი: DVDRip
აუდიო: 48 kHz, MPEG Layer 3, 1 ch, ~80.00 kbps avg
ვიდეო: 576x336 (1.71:1), 25 fps, XviD 1.1.2 Final ~999 kbps avg, 0.21 bit/pixel
ზომა: 700 MB




by:allfile


სოხუმის დაცემიდან 17 წელი შესრულდა
სოხუმის დაცემიდან 17 წელი შესრულდა. თბილისის გმირთა მოედანზე მოსახლეობა დილიდან იკრიბება. ისინი აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან სანთლებს ანთებენ და საქართველოს გმირებს იხსენებენ.

მოედანზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა დევნილთა განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


Shmatrix / შმატრიცა (2003)
დასახლება: შმატრიცა
ჟანრი: კომედია, პაროდია
ენა: რუსული
წელი: 2004
როლებში: კეანუ რივზი, მონიკა ბელუჩი, ლოურენს ფიშბორნი

მოკლე შინაარსი:
შეშლილების ჯგუფს, რომლებიც ფსიქიატრიულიდან გაიქცნენ, თავი რულული პარტიზანები ჰგონიათ, ექიმები კი – გესტაპოელები. ჯგუფს შიზოფრენიით დაავადებული მატვეი ხელმძღვანელობს. ამბულატორულ ავადმყოფს ნეოს ფსიქიკის მსუბუქი აშლილობა აქვს. მაგრამ საგიჟედითან გაქცეულები მას აუხნიან, რომ მას სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ ეჩვენება. რომ სინამდვილეში ირგვლივფაშისტები არიან. და რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მსოფლიოს და ფაშისტური მატრიცის ბედი – სიმპატიური შტურბანფიურერის ხელთაა!



by:allfile


მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი წარმატების საიდუმლო ჟურნალ "GQ"-ს გაუმხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალ "GQ"-ს საკუთარი წარმატების საიდუმლო გაუმხილა. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ პოპულარულმა
რუსმა ჟურნალისტებმა, ქსენია სობჩაკმა და ქსენია სოკოლოვამ ჩაწერეს.

ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი რეიტინგი, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა,
 რომ მას ახლა მაღალი რეიტინგი აქვს, რაც ომით არ მოიპოვება.

"რეიტინგი იგივეა, რაც ფული, ვალუტა. აგროვებ ვალუტას და ხარჯავ მას რეფორმებზე, რეიტინგიც შესაბამისად იკლებს. მთავარია, მოასწრო მომდევნო არჩევნებისთვის მისი დაგროვება, რომ ხალხი ისევ წამოგყვეს. პოლიტიკოსის წარმატება რეიტინგით კი არა, რეზულტატით იზომება. რეზულტატი კი 30 წლის შემდეგ იქნება. პოლიტიკოსს 30 წლის შემდეგ შეაფასებენ ან ასი წლის შემდეგ, როგორც ათათურქს", - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, მისი ყოველთვიური ხელფასი 8 000 ლარს,
დაახლოებით 4 000 აშშ დოლარს შეადგენს.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Windows XP SP3 Professional x86 RUS DM Edition v.10.9.24
წყობა ეფუძნება Windows XP SP3 Professional VL x86 Rus - იმიჯს, შეიცავს ყველა კრიტიკულ განახლებას 2010 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით და გაფორმებას სამი სქემის არჩევით 12.05.2010 თარიღის ResPatch Black-Dark Aero 3in1 v5.5 Final-ის დახმარებით.


სისტემური მოთხოვნები:
* მინიმალური სიხშირე CPU: 233 მჰზ
* რეკომენდებული ოპერატიული: 128 მბ
* თავისუფალი ადგილი HDD: 2.4 გბ
* ვიდეო და მონიტორი: Super VGA რეზოლუციით 800 X 600 ან უფრო მაღალი
* CD/DVD
* კლავიატურა და მანიპულატორი

წელი: 2010
რედაქცია: DM Edition v.10.9.24
მწარმოებელი: Microsoft/DM Edition
პლატფორმა: x86 (32bit)
ინტერფეისი: რუსული
კრაკი: არ სჭირდება
მოცულობა:677 MB




by:allfile


ფუჭი სროლა / მოსიარულე დანაღმული ველი / / / Loose Cannons / Mine vaganti (2010) DVDRip
დასახელება: ფუჭი სროლა / მოსიარულე დანაღმული ველი
ორიგინალური დასახელება: Mine vaganti / Loose Cannons
წელი: 2010
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, დრამა
რეჟისორი: ფერზან ოზპეტეკი
როლებში: რიკარდო სკამარჩიო, ნიკოლ გრიმაუდო, ალესანდრო პრეციოზი, ენიო ფანტასტიჩინი, ელენა სოფია რიჩი, ბიანკა ნაპი, ...

ანოტაცია:
კანტონეს დიდი და აურზაურიანი ოჯახის წევრები - მამა, დედა, ექსცენტრული დეიდა ლუჩიანა, ტომასო, მისი და ელენა და უფროსი ძმა ანტონიო - საზეიმო სუფრაზე შეიკრიბნენ, ოჯახური საქმიანობის სათავეში ანტონიოს დანიშვნის აღსანიშნავად. ტომასო გადაწყვეტს მშობლებს ბოლო-ბოლო გაუმხილოს რომ იგი გეია, მაგრამ მისი უფროსი ძმა ასწრებს მას და იგივეს აცხადებს. განრისხებული მამა სკანდალურად აძევებს ანტონიოს სახლიდან და ნერვული შეტევის გამო, საავადმყოფოში ხვდება. ოჯახური საქმიანობის მართვის სადავეები მოულოდნელად ტომასოს ხელში გადადის. და მართალია, ეს ის ცხოვრება არაა, რომელზეც ჭაბუკი ოცნებობდა, მაგრამ მამის ჯანმრთელობის გამო, ამას ხომ ვერ იტყვის. რაღაც დროის განმავლობაში იგი ახერხებს საიდუმლოს დამალვას, მაგრამ ყველაფერს ცვლის ძველი მეგობრების უეცარი სტუმრობა

წარმოება: იტალია
ხანგრძლივობა: 01:48:17
გახმოვანება: სამოყვარულო (ერთხმიანი)

ფაილის
ფორმატი
: AVI (XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 1 350 Kbps, 640x272
აუდიო: AC3, 448 kbps, 6ch
მოცულობა: 1,37Gb




by:allfile