"ჯიპიაი
ჰოლდინგმა" ქ. დუშეთში 15 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტი წარადგინა.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.
თანამედროვე ტიპის მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება რეგიონის
მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანიამ პროექტის პრეზენტაცია დუშეთობის დღესასწაულზე, 25 სექტმებერს გამართა.
პაატა
ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ
დუშეთობის დღესასწაულზე გვიწევს ამ პროექტის პრეზენტაცია.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩვენ ოთხ საავადმყოფოს ვაშენებთ - ყაზბეგში,
მცხეთაში, თიანეთში და დუშეთში.
დუშეთში 15 საწოლიანი
მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობას შესთავაზებს როგორც
ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ მომსახურებას. აქ განთავსდება
სადიაგნოსტიკო ცენტრი, სამშობიარო ბლოკი, გადაუდებელი დახმარების ცენტრი,
თერაპიული განყოფილება და სხვა. პირველ პაციენტს საავადმყოფო 2011 წლის
ბოლო მიიღებს."
აღნიშნული პროექტის ფარგლებში "ჯიპიაი ჰოლდინგი" არსებული რაიონული საავადმყოფოს რეკონსტრუქციას განახორციელებს.
"ჯიპიაი
ჰოლდინგი" 2006 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული სოციალური დაზღვევის
პროექტებში. დღეს კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით 200,000-მდე
ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ სოციალური დაზღვევის მიმართულებით 2009 წელს
ანაზღაურებულია 15 მილიონი ლარი.
საქართველოს მასშტაბით "ჯიპიაი
ჰოლდინგი" 10 საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 225 საწოლს მოემსახურება.
მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესი ყველა ობიექტზე სრული დატვირთვით
მიმდინარეობს.
პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგის
დირექტორი: "ზოგ ობიექტზე უკვე მიწის სამუშაოები და საძირკვლის მოწყობაა
დაწყებული, ხოლო ზოგზე - საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ათივე
საავადმყოფოს დასრულება 2012 წელს არის დაგეგმილი."
დუშეთში პრეზენტაციას ჯანმრთელობის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.