მთავარი » კრიმინალი
1 2 »
დიანა ღურწკაია გაქურდეს
დიანა ღურწკაიამ მილიონ რუბლის ღირებულების ძვირფასეულობა დაკარგა. დიანას მეუღლემ პეტრე კუჩერენკომ მილიციაში განცხადება შეიტანა. მათი ვარაუდით, ძვირფასეულობა ოპერაში დიანას კონცერტის დროს მოიპარეს.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეცალური ოპერაციის შედეგად  დააკავეს წარსულში ნასამართლევი დათო მიკიჩაშვილი და ალიოშა მირზაბეგოვი, რომლებიც უკანონოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას და მას ცალკეულ მოქალაქეებზე ასაღებდნენ.  ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.



by:Nikolozi


150-მდე ინდმეწარმე დააკავეს
150-მდე ინდმეწარმე დააკავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობდა. სამართალდამცველთა მოქმედების ძირითადი ადგილი სავაჭრო ცენტრები `კიდობანი`და `პასაჟი`იყო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ქრთამის აღებისთვის სახელმწიფო მოხელე დააკავეს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს ონის საკრებულოს წევრი ამირან სხიერელი, რომელმაც მეწარმეს ონის რაიონში არსებული საბადოდან წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად 70 000 ამერიკული დოლარი გამოსძალა.



by:Nikolozi


ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული განცხადება ხაბულიანმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


ნიუ-იორკში გაეროს სამიტის მონაწილე დიპლომატს ყელი გამოჭრეს
ნიკარაგუელი დიპლომატი სესარ მარკადო ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გაზეთი New York Daily News ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს.

სამართალდამცველთა ცნობით, დიპლომატის ცხედარი პირველად მძღოლმა აღმოაჩინა, რომელსაც მარკადო გაეროს შტაბ-ბინაში უნდა წაეყვანა. როგორც გაირკვა, 34 წლის დიპლომატს ყელი გამოჭრეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ქეთა თოფურიას მამა, ანდრო თოფურია ციხეში გარდაცვლილი იპოვეს
ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები რუსეთის შს სამინიტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.
"21 სექტემბერს, ღამით თოფურია საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს", - განუცხადეს "ინტერფაქსს" შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, ქართველი კანონიერი ქურდის გარდაცვალება ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებას უკავშირდება.

დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მიცკევიჩის ქუჩაზე ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაძე თავდასხმა მოხდა. მძიმედაა დაჭრილი ამ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონე, რომელიც უკვე გადაყვანილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


`დედ ჰასანი`თავდასხმას გადაურჩა
ინტერნეტით დედ ჰასანზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. თავდასხმა მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე საღამოს 8 საათზე მოხდა. კრიმინალური სამყაროს მეფედ აღიარებული დედ ჰასანი, იგივე ასლან უსოიანი გადარჩა. მას მოსკოვის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ცოცხალია მისი დაცვის წევრიც. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ დედ ჰასანი გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ნიკოლოზ ფრუიძე ბრალდებას არ აღიარებს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალდებას არ აღიარებს და იგი ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს. მედიისათვის კი გამოძიების რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.როგორც ცნობილია, კომპანია `ენ-ფარმი`, რომელმაც წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინის შემომტან ტენდერში გაიმარჯვა 2009 წელს, 2008 წელს საგანგებოდ ამ ტენდერისთვის შეიქმნა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ ფრუიძე თავად იყო ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. დირექტორები კი მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


შპს `კვარციტის`თანამშრომლები დააკავეს
პოლიციამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი დააკავა. მაიზერ ყაფლანიშვილი, სოსო სამსონიშვილი, ივანე სუხიშვილი, რამაზ მარტიაშვილი, გიორგი კოპალიანი, ავთანდილ გუჯეჯიანი, აკაკი გაბიძაშვილი, ზვიადი ბასილაშვილი ბოლნისის რ-ნში, დაბა კაზრეთში მდებარე შ.პ.ს. `კვარციტიდან` სისტემატურად იპარავდნენ დიდი ოდენობით ოქროს შემცველ ნივთიერებას. ასევე დაკავებულია საწარმოს ცვლის უფროსი რაულ წიფიანი, რომელიც კავშირში იყო აღნიშნულ პირებთან და ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენაში.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ვლადიკავკაზის ტერაქტის ამსახველი ვიდეომასალა

9 სექტემბერს ვლადიკავკაზში მომხდარი ტერორისტული აქტის ამსახველი ვიდეომასალა დღეს ინტერნეტით გავრცელდა. კადრები ქუჩაში დამონტაჟებული ერთ-ერთი სათვალთვალო ვიდეო კამერით არის გადაღებულია.


მთელი მასალის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


მოსკოვში აჭარის ყოფილი შს მინისტრი მოკლეს

მოსკოვში აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე მოკლეს. მისი ცხედარი მილიციელებმა ტარას შევჩენკოს სანაპიროზე იპოვეს.

ინციდენტი წუხელ, ღამის პირველ საათზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, 46 წლის ჯინჭარაძეს ორი მამაკაცი ესაუბრებოდა. შემდეგ მათ შორის კამათი დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა. ამის შემდეგ ორივე უცნობი მამაკაცი მანქანით მიიმალა.





by:allfile


1-14 15-27