მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23 » ქეთა თოფურიას მამა, ანდრო თოფურია ციხეში გარდაცვლილი იპოვეს
9:20 PM
ქეთა თოფურიას მამა, ანდრო თოფურია ციხეში გარდაცვლილი იპოვეს



ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები რუსეთის შს სამინიტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.
"21 სექტემბერს, ღამით თოფურია საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს", - განუცხადეს "ინტერფაქსს" შს სამინისტროში.

მათივე ცნობით, ქართველი კანონიერი ქურდის გარდაცვალება ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებას უკავშირდება.

ანდრო თოფურია მოსკოვში 2010 წლის 3 აპრილს დააკავეს. თოფურიას სამმართალდაცვავებმა სამი გრამი მეტადონი აღმოუჩინეს. სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მაისში შეუფარდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ციხეებში უკვე მესამე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი იპოვეს გარდაცვლილი; 13 ივლისს - გია მანაგაძე, იგივე "გია ქუთაისკი", ხოლო 16 სექტემბერს - გელა ტაკიძე, მეტსახელად "გელა ქობულეთსკი".































კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1404 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar