მთავარი » სპორტი
1 2 3 ... 13 14 »
Newsweek: ყატარის ხელისუფლებამ „ფიფას“ წევრები მოისყიდა
ცნობილი ჟურნალის Newsweek-ის ჟურნალისტი ფიფას წევრებს მსხვილი ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. ჟურნალისტი ჯონათან ალტერი „ტვიტერზე" საკუთარ ბლოგზე,  აცხადებს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის თითოეულმა წევრმა, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონის მასპინძელი ქვეყნის შერჩევისას ყატარს მისცა ხმა, 10 მილიონი დოლარი აიღო.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ნიგერიელი ფეხბურთელი თამაშისას გარდაიცვალა
ფეხბურთში ნიგერიის ჩემპიონატის დროს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: გუნდებს „ოუშნ ბოიზსა" და „ნიგერ ტორნადოსს" შორის მიმდინარე მატჩზე მასპინძელი გუნდის მოთამაშე ემანუელ ოჰოლი გაზონზე დავარდა, ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თამაში კი გაგრძელდა. მოგვიანებით ექიმებმა განაცხადეს, რომ ოჰოლი გარდაიცვალა.
ფეხბურთელის დაღუპვის მიზეზი არ სახელდება, თუმცა „ოუშნ ბოიზის" ხელმძღვანელობამ ცხედრის გაკვეთა მოითხოვა. შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყოს.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


საქართველომ კანადა 22-15 დაამარცხა
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოსა და კანადის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით 22-15 დასრულდა. როგორც იცით, დღევანდელი შეხვედრა მსოფლიო სარეიტინგო ტესტ-მატჩი იყო, რომელსაც რომელსაც როგორც ერთი ნაკრებისთვის, ასევე მეორე ნაკრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა. დღევანდელი მატჩის შედეგს მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო დიდი ინტერესით ელოდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო რეიტინგით კანადის ნაკრები მე-14 ადგილზეა, ხოლო საქართველოს ნაკრებს მე-17 საფეხური უკავია.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


არველაძის „ქაისერისფორი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია
თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში შოთა არველაძის „ქაისერისფორი" სატურნირო ცხრილის სათავეშია. გათამაშების მე-12 ტურში „ქაისერმა" გასვლით შეხვედრაში „კონიასფორი" მინიმალური ანგარიშის სხვაობით 1-0
დაამარცხა და ლიდერის პოზიცია დაიკავა.
მატჩის ბედი 89-ე წუთზე გადაწყდა. გამარჯვების გოლი არველაძის გუნდის ურუგვაელმა ფორვარდმა მარსელო ზალაიეტამ გაიტანა. „ქაისერის" ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი,
რომელმაც 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


საქართველოს ჩემპიონი `ლოკომოტივი` გახდა
საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატი თბილისის "ლოკომოტივის" გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში "ლოკომოტივის" მორაგბეებმა მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" 16:11 სძლიეს. გუნდებმა ერთმანეთს თითო ლელო დაუდეს. პირველ ტაიმში ამის გაკეთება "ლოკომოტივის" მორაგბე დავით შამუტაშვილმა, ხოლო მეორე ტაიმში "ლელოს" მოთამაშე ლექსო გუგავამ შეძლო.

ტექსტის წასაკითხად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ტაშკენტიდან
5-6 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ოლეგ იაძის გაწვრთნილი გუნდიდან დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და ლევან წიკლაური (82 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო მინდია ბოდაველმა (90 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


პრაღაში ვეტერანთა შორის სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვეტერანთა შორის სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა თემურ გიორგაძისა და ოთარ ყურაშვილის სახით, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და
საქართველოში ოქროს მოდლებით დაბრუნდნენ.
ვეტერან სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 52 გუნდი მონაწილეობდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


მესხის კორტები ჩოგბურთში საქართველოს პირველობას მასპინძლობს
ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის კორტებზე გრძელდება საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ჩოგბურთში ქალებსა და კაცებს შორის. 21 ოქტომბერს ქალთა პირველობაზე მეოთხედფინალისტები, შემდეგ კი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ სოფო შაფათავას.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მორაგბეთა 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა
24 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ბელგიაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები 27:3 დაამარცხა. პაატა ნარიმანაშვილის გუნდი ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ უკრაინას 36:0 მოუგო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ფერგიუსონმა რუნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
მანჩესტერ "უნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა უენ რუნის ყველასდა მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ.სერ ალექსმა საუბრისას აღნიშნა,რომ მისთვის გაუგებარია თუ რატო გადაწყვიტა რუნიმ ეს ყოველივე და აღნიშნა რომ არ გადაწყვეტილებისდა გამო შოკშია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ანანიძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა
გუშინ საღამოს მოსკოვში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის III ეტაპის მატჩი,სადაც ადგილობრივი "სპატრტაკი" ლონდონის "ჩელსის" მასპინძლობდა,როგორც იქნა დადგა ალბათ ყველასთვის სანატრელი დღე და ვალერი კარპინმა ქართველ ლეგიონერ ჯანო ანანიძეს მოედანზე გასვლის საშუალება მისცა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მალხაზ ასათიანი: თუ ვერ მოვიგებთ, სირაძე და გოგუა დამცინებენ / sport-express.ua
საქართველოს ნაკრებიდან მოსკოვის "ლოკომოტივში" დაბრუნებულ მალხაზ ასათიანს 17 ოქტომბერს გოგიტა გოგუასა და დავით სირაძესთან შეხვდრა უკვე მეტოქის ამპლუაში მოუწევს. მოსკოვში მყოფ ქართველ მცველს ინტერვიუ "სპორტ ექსპრესმა" ჩამოართვა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


კალაშნიკოვამ ხარკოვში გაისროლა
20 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ წლეულს პირველი ტურნირი მოიგო - ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში იმარჯვა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი ამერიკული დოლარია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


ფეხბურთის გულშემატკივრების უსაფრთხოება დაცული იქნება

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე თბილისის მერია, ფეხბურთის ფედერაცია და საპატრულო პოლიცია ერთად იზრუნებენ.

7 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები ეროვნულ სტადიონზე ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრაზე 52 ათასამდე გულშემატკივარს ელოდებიან.

საპატრულო პოლიციას მერიის მიერ შემუშავებული გეგმა გადაეცა, რომლის თანახმად მატჩის მსვლელობისას გადაიკეტება სტადიონის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi