მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » მალხაზ ასათიანი: თუ ვერ მოვიგებთ, სირაძე და გოგუა დამცინებენ / sport-express.ua
0:52 AM
მალხაზ ასათიანი: თუ ვერ მოვიგებთ, სირაძე და გოგუა დამცინებენ / sport-express.ua



საქართველოს ნაკრებიდან მოსკოვის "ლოკომოტივში" დაბრუნებულ მალხაზ ასათიანს 17 ოქტომბერს გოგიტა გოგუასა და დავით სირაძესთან შეხვდრა უკვე მეტოქის ამპლუაში მოუწევს. მოსკოვში მყოფ ქართველ მცველს ინტერვიუ "სპორტ ექსპრესმა" ჩამოართვა.

- საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო ორ მატჩში 4 ქულა როგორი შედეგია?
- ნორმალურია, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. ლატვიასთან გოლი ბოლო წუთზე გავუშვით. დასანანია - 6 ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ მოვეშვით და დავისაჯეთ.

- გატყობთ, გული გწყდებათ..
- როცა გოლს ბოლო წუთზე უშვებ, ყოველთვის საწყენია. სამაგიეროდ მალტასთან მატჩის მიწურულს გატანილი გოლით ჩვენ შევძელით გამარჯვება. რამდენადაც დიდი იყო პარასკევს სიხარული, იმდენად დიდი აღმოჩნდა სამშაბათს იმედგაცრუება.

- მალტასთან გამარჯება წელს პირველი იყო?
- არამარტო წელს. უკვე ორი თუ სამი წელია არ მოგვიგია. არაფერი გამოგვდიოდა. ეტყობა კოლექტივში გაუგებრობაც იყო. სწორედ ამიტომ, მალტასთან წარმატება ჰაერივით გვჭირდებოდა, რათა გუნდში ფსიქოლოგიური განწყობა გაუმჯობესებულიყო და საკუთარი თავის რწმენა შეგვმატებოდა.

ლატვიასთან მატჩში ჩვენი დავალება არწაგება იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. თუმცა, ფრე მაინც დასანანია, რადგან სამი ქულა თითქმის ჯიბეში გვედო…

- ახლა საქართველო ჯგუფში მესამეა.
- დიახ, ხორვატები და ბერძნები გვისწრებენ. მარტში ხორვატებთან გვიწევს თამაში და თუკი ვიმარჯვებთ, ვინ იცის, იქნებ "ევრო 2012"-ის საგზურისთვის ბრძოლაშიც ჩავებათ.

- ნაკრებიდან "ლოკოში" როდის დაბრუნდი?
- ოთხშაბათს. იმ დღეს დავისვენე, შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიში განვაახლე.

- უკვე მოასწარით რუსეთის ჩემპიონატზე "გადაწყობა"?
- რა თქმა უნდა. არ ვიცი, მწვრთნელი კვირას თამაშის საშუალებას მომცემს თუ არა, მაგრამ მოედანზე გასვლა კი ძალიან მინდა.

- თამაშის გამო სად უფრო ნერვიულობთ ხოლმე, მოედანზე თუ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისას?
- მინდორზე.

- როგორ უმკლავდებით მას?
- არც არაფრით. მატჩის ბოლომდე უნდა გაძლო. როცა ვიგებთ, ნერვიულობა ქრება.

- როცა მარცხდებით?
- როგორც წესი, დიდხანს და ძლიერ განვიცდი.

- თქვენი აზრით, "ლოკომოტივისთვის" რომელი მატჩია ყველაზე მნიშვნელოვანი?
- თუ ევროპის ლიგაზე გასვა გვსურს, ყველა!

- ნაკრებში თქვენი სპარტაკელი თანაგუნდელებიდან, რომელი უფრო საშიშია?
- ორივე. სირაძემ მალტასაც გაუტანა და ლატვიასაც. ძალიან კარგ ფორმაშია და განწყობაც მშვენიერი აქვს. ჩვენ გუნდს მრავალ პრობლემას გოგუაც შეუქმნის.

- ნაკრებში თუ საუბრობთ რუსეთის ჩემპიონატზე?
- რა თქმა უნდა. თუ კვირას ჩემი გუნდი გაიმარჯვებს, მე დავცინებ, თუ ვერა - ისინი ამიგდებენ მასხრად.

- როგორ?
- რა თქმა უნდა მეგობრულად. მაგალითად, "ტატუს" სიმღერას წაიმღერებენ: "ჩვენ ვერავინ დაგვეწევა!"


მომზადებულია sport-express.ua-ის მიხედვით...











































კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1265 | დაამატა: allfile | ტეგები: sport-express.ua | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar