მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 01
აშშ-ში სარეკლამო დაფებზე ობამა ჰიტლერსა და ლენინს გვერდში ამოუყენეს
აშშ-ში მოძრაობა Tea Party-ის აქტივისტებმა სარეკლამო დაფებზე პლაკატები გამოფინეს, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰიტლერისა და ლენინის გვერდითაა გამოსახული. პროვოკაციულ პლაკატზე რეაქციამ არ დააყოვნა - მისი შემქმნელები აგრესიასა და ორგანიზაციის სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

როგორც მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, პლაკატით მათ სურდათ საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ განვითარების სოციალისტური გზა, რომელსაც ობამა ადგას, საკმაოდ საშიშია.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ყოველი მეხუთე დაქორწინებული მოღალატეა
ბრიტანელებმა ასეთი შედეგები 3 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად მიიღეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მეოთხე დაქორწინებული თავის ბედნიერად არ მიიჩნევს.

50% იმ ადამიანებისა, რომლებსაც მეუღლეებისთვის არასდროს უღალატიათ, აღიარებს, რომ დროდადრო სხვაზე მაინც ფიქრობენ.

კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარ მეორე ნახევარზე შეყვარებულებიც კი განიცდიან სხვისადმი ვნებებს. გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ უყვართ მეუღლეც და სხვაც.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


წარმოებაში ჰემინგუეის სახელობის ფეხსაცმელს ჩაუშვებენ, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა
ერნესტ ჰემინგუეის შვილმა წარმოებაში მამის სახელობის მამაკაცის ფეხსაცმლის ჩაშვებაზე თანხმობა განაცხადა, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა, - იტყობინება Associated Press.

82 წლის პატრიკ ჰემინგუეის თქმით, ფეხსაცმლის მთავარი ღირსება ისაა, რომ მისი ჩაცმა წინდების გარეშე შეიძლება. ცნობილია, რომ ნობელის პრემიის მფლობელი მწერალი წინდების ჩაცმას ვერ იტანდა.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მეფე არტურის ცნობილი მრგვალი მაგიდა აღმოაჩინეს

ბრიტანელმა ისტორიკოსებმა დაადგინეს, თუ სად იმყოფება ციხესიმაგრე კამელოტი და მეფე ატრურის ლეგენდარული მრგვალი მაგიდა.

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ციხესიმაგრე კამელოტი, სადაც მრგვალი მაგიდა იყო განთავსებული, ჩესტერში იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ცოტა ხნის წინ ძველრომაული ამფითეატრი აღმოაჩინეს, წერს გაზეთი The Daily Telegraph.

მრგვალი მაგიდა ავეჯის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა, ეს იყო ხისა და ქვისგან გაკეთებული კაპიტალური კონსტრუქცია, რომელიც ყოფილი რომაული ამფითეატრის ცენტრში იდგა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ერთწლიანი პატიმრობა საკუთარი თავისთვის გაგზავნილი SMS-ისთვის
კალიფორნიის შტატში ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც საკუთარი ტელეფონის ნომერზე ასობით მუქარის შემცველ SMS-შეტყობინებას აგზავნიდა, განაჩენი გამოუტანეს.

ქალაქ სანტა-ანას უზენაესმა სასამართლომ 25 წლის ჟანა მუნდანგო მანუნგს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის თაღლითობასა და პოლიციაში ცრუ განცხადებების შეტანაში სცნეს დამნაშავედ, იტყობინება Associated Press.

საქმის მასალების მიხედვით, ჟანა მუნდანგო მანუნგმა შეტყობინებების გაგზავნა 2008 წელს დაიწყო. ცოტა ხნით ადრე ის შეყვარებულმა მიატოვა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბევრი ფიქრი მავნებელია
თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გონებრივად მუშაობა და ფიქრი ამა თუ იმ ამოცანაზე? როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდ ხანს.

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც რამდენიმე ასეული მოხალისე მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი ფიქრი ადამიანს სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს.

მოხალისეები სამ ჯგუფად გაყვეს და თითოეულ ჯგუფს კონკრეტული ამოცანა მისცეს, რომლის ამოხსნას აზროვნება და დაფიქრება სჭირდებოდა. პირველ ჯგუფს სამუშაოდ 6 საათი გამოუყვეს, მეორეს - ერთი საათი, მესამე ჯგუფისთვის კი დრო არ შეუზღუდავთ. საუკეთესო შედეგი აჩვენა მეორე ჯგუფმა, ყველაზე ცუდი - პირველმა ჯგუფმა, მესამე ჯგუფს კი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რვაფეხა ”პაული” პენსიაზე გავიდა
რვაფეხა ”პაულმა”, რომელმაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ყველა მატჩისა და ფინალური შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობა გამოიცნო, მედიუმის კარიერის გაგრძელებაზე უარი ”განაცხადა” და ქალაქ ობერხაუზენის მშობლიურ ოკეანარიუმში დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.

სახეობა Octopus vulgaris-ის წარმომადგენლები, მაქსიმუმ, სამი წელი ცოცხლობენ. ადამიანური საზომით რომ განვსაზღვროთ, ორწლინახევრის პაული უკვე ღრმა მოხუცია.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ყვავილის ახალ სახეობას "ვუვუზელა" დაარქვეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კაპის პროვინციაში ახალი სახეობის მცენარეს ”ვუვუზელა” დაარქვეს. ყვავილს ეს სახელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პოპულარული საყვირის პატივსაცემად უწოდეს. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბიოლოგიური კვლევევის ინსტიტუტის (SANBI) საიტი იტყობინება.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს
ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

შავი კატის გადარბენა, მარილის დაყრა, სარკის გატეხვა ბევრ ადამიანს მიაჩნია ბევრი უსიამოვნების მომტანად. სიზმრების რწმენაც შეიძლება ცრურწმენად ჩაითვალოს. ზოგიერთი ადამიანი სიზმრებს თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და ამის მიხედვით ხსნის. თუ გავრცელებულ ცრურწმენებს დავუჯერებთ, თმის შეჭრა და ბანაობა არ შეიძლება ორშაბათს. დაბანა კვირის იმ დღესაც არაა კარგი, რომელ დღესაც დაიბადე.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ინდოეთის წმინდა გველები
ინდოეთში გველს ყველგან შეხვდებით - ურნაშიც და მდიდრული სასტუმროს ნომერშიც, მაგრამ მისი მოკვლა აკრძალულია, რადგან წმინდა არსებად მიიჩნევა. ლეგენდის თანახმად, დემონ მარამ ქარი და წვიმა მოუვლინა ბუდას, რათა მას ნეტარებისთვის ვერ მიეღწია. კობრა შვიდჯერ შემოეხვია ბუდას ტანზე და დაიცვა იგი. გველებისადმის პატივისცემის ნიშნად, ინდოელები ღმერთებს გველის სამკაულით (ყელზე, ფეხზე, მაჯაზე), გამოსახავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქალღმერთი მანა ადამიანებს გველის ნაკბენისგან იცავს. ძველად, მის პატივსაცემად მოწყობილ დღესასწაულებზე, მანას მსხვერპლს სწირავდნენ; ზოგჯერ - ადამიანებსაც.

გველის მოკვლა დიდ ცოდვად მიიჩნევა. ბრახმანი მოკლულ ცხოველს სამგლოვიარო მანტრებს უკითხავს და მის სხეულს სარიტუალო ცეცხლზე წვავენ. გველს ტაძრებს უგებენ, მათზე ლოცულობენ. ოჯახის მფარველად და გარდაცვლილთა სულებად მიიჩნევენ. ინდოეთის ზოგიერთ სოფელში, კარის ორივე მხარეს გველის გამოსახულებას დებენ, რათა ცხოველმა ოჯახი უბედურებებისგან დაიცვას. ზოგიერთებს, ეზოებშიც კი ჰყავთ წმინდა კობრები. თუ ოჯახი საცხოვრებელ ადგილს იცვლის, გველებიც თან უნდა წაიყვანოს. საოცარია, მაგრამ გველები პატრონებს არასდროს კბენენ.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


გერმანელმა ფანებმა წინასწარმეტყველი რვაფეხა მოკლეს
გერმანიის ეროვნული ნაკრების გუშინდელი მარცხის გამო გერმანელმა ფანებმა რვაფეხა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები "dynameet.ru"-ს ბლოგერებმა გაავრცელეს.

გერმანიის ნაკრების 16 განრისხებული ფანი ოკეანერიუმ "ობერხაუზენის" იმ დარბაზში შეიჭრა, რომელშიც "წინასწარმეტყველი" რვაფეხა ბინადრობდა. ზოოპარკის თანამშრომლების მცდელობა, მთვრალი ფანები შეეჩერებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა აკვარიუმი გატეხეს და რვაფეხა მოკლეს.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


75 წლის დალაი ლამას ქალები ესიზმრება
ტიბეტელ ბუდისტთა ლიდერის დალაი ლამას 75-ე დაბადების დღე ინდოეთის ქალაქ დხარამსალაში ზარ-ზეიმით აღინიშნა. როგორც წესი, თავის იუბილეში დალაი ლამა არ მონაწილეობს ხოლმე, თუმცა წელს მილოცვები პირადად მიიღო და ათასობით თავის მიმდევარს სიტყვითაც მიმართა.

”ჩემთვის, როგორც ბუდისტისთვის, საკუთარი დაბადების დღე - უბრალოდ ახალი დღეა”, - განუცხადა ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა გერმანულ გამოცემა Bild-ს. ასეთი თავმდაბლობა ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, დალაი-ლამა 113 წელი იცოცხლებს.



by:Nikolozi


მძღოლებმა ავარიაში მოყოლილ იტალიელ ინკასატორებს 50 ათასი ევრო ააწაპნეს
იტალიის სამხრეთ ნაწილში ინკასატორების ავტომობილი, რომელსაც ლითონის მონეტების სახით 2 მლნ ევრო გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა. ავტომობილი გადაყირავდა და მთელი ფული ძირს დაიპნა. თანხა ძირითადად ლითონის 1, ან 2-ევროანებისგან შედგებოდა, ამიტომ მთელი გზა მონეტებით იყო მოფენილი.


სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ინგუშეთში პატარძალი სამჯერ გაძვირდა
ინგუშეთში მუსლიმანთა საერთო სახალხო კონფერენციაზე პატარძლის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს - ეს არის გამოსასყიდი, რომელსაც საპატარძლოს ოჯახს უხდიან და ის 40 ათას რუბლს შეადგენს, იტყობინება ИТАР-ТАСС. ბოლო ათი წლის განმავლობაში პატარძლის გამოსასყიდის ოდენობა არ შეცლილა და ის 12,5 ათას რუბლს შეადგენდა.

კონფერენციას ინგუშეთის თითოეული დასახლებული პუნქტის დელეგატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ქვეყნის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევრკუროვი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გამოსასყიდის გაზრდას, თუმცა მან ქორწინების მიზნით გოგონების გატაცების პრაქტიკა გააკრიტიკა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


საცურაო კოსტუმი 30 მლნ დოლარად
დიზაინერმა სიუზენ როზენმა კომპანია Steinmetz Diamonds-თან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საცურაო კოსტუმი შექმნა.

საცურაო კოსტუმის შესაქმნელად თითქმის საერთოდ არ გამოუყენებიათ ქსოვილი, რადგან ის, ფაქტობრივად, საიუველირო ნაწარმს წარმოადგენს. ამის შესახებ Pravda.ru იტყობინება.


სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ვიოლინოს აუქციონზე გამოიტანენ
The Guardian-ის ცნობით, ვიოლინოს, რომელიც 1741 წელს ცნობილმა იტალიელმა ოსტატმა გვარნერი დელ ჯეზიმ შექმნა, აუქციონზე გამოიტანენ. გვარნერი სტრადივარისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ოსტატად ითვლება და მის ვიოლინოზე ვაჭრობა 18 მილიონი დოლარიდან დაიწყება.  

უძვირფასეს ვიოლინოს სახელი "ვიეტანი" (Vieuxtemps Guarneri) ცნობილი ბელგიელი კომპოზიტორისა და მევიოლინეს ანრი ვიეტანის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც წარსულში მასზე უკრავდა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ინტერნეტში "მოლაპარაკე პუტინი" გამოჩნდა - რასაც გინდა, იმას ათქმევინებ
ჟურნალმა Esquire თავის საიტზე ვებ-ბმული "მოლაპარაკე პუტინი" განათავსა, რომელიც
პრემიერ-მინისტრის გამოსვლების ფრაგმენტთა კონსტრუქტორს წარმოადგენს. ამით საიტის მომხმარებელს საშუალება აქვს, პუტინი სურვილისამებრ ალაპარაკოს.

როგორც გამოცემაში აცხადებენ, "ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ამბობს სწორედ იმას, რისი გაგებაც მოქალაქეებს მისგან სურთ".

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ასტრონომები მთვარის წიაღს იკვლევენ
იაპონურმა ზონდმა ”კაგუამ” მთვარეზე მაგნიუმის რკინის სილიკატი ოლივინი აღმოაჩინა, რომელიც დედამიწის მანტიის შემადგენლობაში შედის. ამრიგად, მკვლევარებს მთვარის მანტიაში ოლივინის რაოდენობის გარკვევა თანამგზავრის წარმოშობის დადგენის საშუალებას მისცემს.

ასტრონომების ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომლის თანახმად მთვარე 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწისა და დიდი ციური სხეულის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ამ თეორიის თანახმად, შეჯახებამ ”ახალგაზრდა” დედამიწას დიდი ზომის გამდნარი მატერია მოსწყვიტა, რომელიც შემდეგ, დროთა განმავლობაში ჩვენი პლანეტის თანამგზავრად ჩამოყალიბდა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


SMS-გზავნილების მოყვარულები ახალი დაავადებით - ”ტესქტოფრენიით” ავადდებიან
თანამედროვე ახალგაზრდა თაობას ახალი ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება, რისი მიზეზიც მობილური ტელეფონია. როგორც მეცნიერები ამბობენ, მოზარდებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მესიჯს აგზავნიან, საავადმყოფოში მოხვედრის დიდი შანსი აქვთ.

ავსტრალიელი მკვლევარების განცხადებით, SMS-ის მოყვარულებს შესაძლოა შიშები, არასრულფასოვნების კომპლექსი და მაჯის გვირაბის სინდრომი განუვითარდეთ.

  სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


მეცნიერებმა უძველესი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა 2 მილიარდი წინანდელი გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, ყველაზე ძველ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს უკუთვნის.

აფრიკაში, გაბონში აღმოჩენილი ნაშთების შესასწავლად მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფია, სპექტომეტრიული და ქიმიური ანალიზები გამოიყენეს. შედეგად კი დაადგინეს, რომ მათ წინაშე უცნობი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ნაშთები იყო.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


საჩუქრები პრეზიდენტებს
ჯორჯ ბუშ-უმცროსს, პრეზიდენტობის პერიოდში, თვეში ათზე მეტ (დღეში დაახლოებით 33) ნივთს ჩუქნიდნენ. ყველაზე უჩვეულო საჩუქრებს შორისაა: IPod, რომელიც ჯგუფის U2 სოლისტმა აჩუქა; ვიეტნამელი პოლიტიკოსის სამახსოვრო სუვენირი ელექტროარფა იყო; "ერუდიტი" (სიტყვების მნიშვნელობის გამოსაცნობი თამაში) ბრუნეის სულთნისგან მიიღო; 2003 წელს არგენტინის პრეზიდენტმა 100 კგ ბატკნის ხორცი გაუგზავნა. ეს ძღვენი, აგრეთვე სხვა მალფუჭებადი პროდუქტები, თეთრი სახლის მმართველს გადაეცა. ბუშის ძღვენი, ისევე როგორც სხვა პრეზიდენტის საჩუქრები, თეთრ სახლში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკასა და ნაციონალურ არქივში ინახება.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ჩინელი მეცნიერები შიშობენ, რომ ადამიანის სხეული უმოქმედობით გადაგვარდება
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები მცირდება, - ასკვნიან ჩინელი მკვლევარები. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანმა თავისი პირველყოფილი შესაძლებლობები უკვე დაკარგა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


საიქიოდან მობრუნებული გოგონას ნაამბობი
"შენ საიქიოსთვის მზად არ ყოფილხარ, უფალს ჰყვარებიხარ და რაღაცისთვის გამზადებსო", - ეს სიტყვები უწმინდესმა 21 წლის გოგონას უთხრა, გულში ჩაიკრა და დალოცა... თეონა ჭინჭარაული ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიისას სიკვდილს მართლაც, სასწაულებრივად გადაურჩა; მასთან ერთად პოეტი და მომღერალი გელა დაიაური და მისი ცოლისძმაც გადარჩნენ... ამოტრიალებული ჯიპიდან გელა ცოცხალი ამოიყვანეს, თეონა კი ადიდებული არღუნის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და გონდაკარგული გოგონას სხეული ქვებში გაჭედა. იმ საბედისწერო დღემ, იმ რამდენიმე წუთმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, უფალს კიდევ უფრო დააახლოვა...
თეონა რედაქციაში ძმასთან, 19 წლის გიგისთან ერთად მესტუმრა. ახალგაზრდებმა ის ტკივილიანი დღე ერთად გაიხსენეს, მთის ტრადიციებსა და ადათებზე მესაუბრნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ეს არის ნამდვილი ისტორია რომელიც მოხდა და კიდევ ერთხელ მოხდება
ეს ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ და ცოტა ხნის წინ დამთავრდა დამთავრდა მაგრამ შეიძლებოდა არც დამთავრებულიყო.

ცხოვრობდა გოგო ერთი ლამაზი და როგორც ხალხი იძახდა ძალიან საყვარელი იყო. იყო იმიტომ რომ მოკვდა. მოკვდა დარდით და ამ დარდს ერქვა ცალმხრივი სიყვარული. ეს ცალმხრივი სიყვარული იყო ერთი ბიჭისადმი. მოდი მე ამ ისტორიის მოყოლას დავიცყებ იმით თუ როგორ შეხვდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


10 წამი სტრესთან გასამკლავებლად
ბოლო პერიოდში სიტყვა "სტრესი" მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურობაში.
 როგორ მოვერიოთ მას? გთავაზობთ სტრესის დასაძლევ რამდენიმე
მარტივ და ეფექტიან საშუალებას.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:allfile


The Beatles - Come Together
შემსრულებელი: The Beatles
დასახელება: Come Together
 
სიმღერის ტექსტი იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები
მედიცინა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა არის დაავადებები, რომლებსაც ექიმები ვერ კურნავენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბავშვთა ცერებრული დამბლა. რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობის მეთოდიკა?
 გვიპასუხებს ნევროლოგი ირმა ხვინგია:

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სტოკჰოლმის ისტორია
სტოკჰოლმის პირველ ხსენებას ვიკინგთა საგებში ვხვდებით, როგორც აგნაფიტზე, მეფე აგნეს საპატივსაცემოდ სახელდებულზე. თუმცა, მხოლოდ 1187 წელს დაიწყო მეთევზეთა დასახლების ადგილზე გამაგრებული პუნქტის მშენებლობა. პირველი ნაგებობები კუნძულ სტადსჰოლმენზე გამოჩნდა, რომელიც ყურეში ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს და მელარენის ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს. სტოკჰოლმის, როგორც ქალაქის შესახებ პირველი ცნობები 1252 წელს ეკუთვნის. მიჩნეულია, რომ ქალაქი რიკსგრაფმა ბირგერ იარლმა, ფოლკუნგების დინასტიის ფუძემდებელმა
და მომამავლმა მეფემ, დააარსა.

ისტორიული ცნობებით, ქალაქი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბალტიისპირეთიდან შემოსევებისგან დაეცვათ შვედეთი და მელარენის ტბის ირგვლივ არსებული ქალაქები, ძირითადად კი, სიგტუნა. უკვე XIII საუკუნიდან ქალაქი კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით იზრდება . სტოკჰოლმი რკინეულით ვაჭრობის უმთავრესი პუნქტი იყო, რაც ბერგსლაგენის
 საბადოებში მოიპოვებოდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სტოკჰოლმი / Stɔkhɔlm / Stockholm
სტოკჰოლმი (['stɔkhɔlm]) შვედეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. აქ მდებარეობს შვედეთის მთავრობა, პარლამენტი და შვედეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია. 2008 წლისთვის სტოკჰოლმის აგლომერაციაში ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 21% და ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს აწარმოებდა. ქალაქში 2009 წლის აღწერით 829,417 ადამიანი ცხოვრობდა, ურბანულ რეგიონში (ტატორტი) — 1.3 მილიონი, ხოლო აგლომერაციაში — 2 მილიონი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბებერი / Beberi - Clips
ბებერი / Beberi - Clips

1. მე და მერი
2. დუმდა
3. ფიქრობს (ჯერონიმო)
4. აია (შავი პრინცი)



by:allfile


”მის ინგლისი” ჯარში მიდის
"მის ინგლისი 2009" - კატრინა ჰოჯი, რომელიც სილამაზის კონკურსში მონაწილეობამდე ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, სამხედრო კარიერის განახლებას აპირებს, იტყობინება BBC News. კატრინა 23 წლისაა. სამსახურს ის 30 სექტემბერს დაუბრუნდება.

ჰოჯი სამხედრო მოსამსახურე 17 წლის ასაკში გახდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ერაყშიც მსახურობდა და 2005 წელს მამაცობისთვის სპეციალური ჯილდოც მიიღო. 2008 წელს კატრინამ მოდელის კარიერა დაიწყო და 2009 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


FUTURE WARS (2010/RUS /Repack)
წელი: 2010
ჟანრი: strategy (turn-based / wargame), 3D
მწარმოებელი: Radon Labs
გამომცემლობა: Акелла
პლატფორმა: PC

გამოცემის ტიპი: ლიცენზიის რეპაკი
ინტერფეისი: რუსული
კრაკი: ჩაკერებულია
მოცულობა: 137 მბ

ანოტაცია
კომპანია Headup Games და Radon Labs-მა გამოუშვეს ბიჯური სტრატეგია Future Wars პერსონალური კომპიუტერებისთვის. ამ პროექტში ავტორები გვპირდებიან ამ ჟანრის კლასიკასთან დაბრუნებას. თამაში წააგავს Advanced wars და battle Isle-ს, თუ 14 წლის წინ ვინმეს გითამაშიათ... მაშინ პენტიუმ-100-ზე ეშვებოდა lol

სისტემური მოთხოვნები:
- ოპ. სისტემა: Microsoft Windows XP/Vista/7
- პროცესორი: Pentium 4 - 3,0 გჰც
- ოპერატიული: 1 გბ
- ვიდეო: Radeon X1600XT ან GeForce 8800GTS


ინსტალაციის ინსტრუქცია:
1. დაქაჩეთ და ამოაარქივეთ
2. დაამაუნტეთ იმიჯი დემონ ტულზში
3. დააინსტალირეთ
4. ითამაშეთ



by:allfile


სიცრუის გამოგონება / The Invention of Lying (2009/HDRip)
დასახელება: სიცრუის გამოგონება
ორიგინალური დასახელება: The Invention of Lying
წელი: 2009
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, ფანტასტიკა
რეჟისორი: რიკი ჯერვესი, მეთიუ რობინსონი
როლებში: რიკი ჯერვესი, ჯენიფერ გარნერი, ჯონა ჰილი, ჯეფრი ტემბერი, ფიონულა ფლენაგანი, თინა ფეი, დონა სორბელო, სტეფანი მარჩი

ანოტაცია:
მარკ ბელიზონი - უიღბლოა. მამამისი გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი იყო და ცხოვრება ციხეში დაამთავრა. მარკმა 40 წლის ასაკისთვის იმდენი კომპლექსი და მომჩვარული სხეული მიიღო, რომ ყველა ქალში ზიზღს იწვევს. დღეს იგი სამსახურს დაკარგავს და უსახსროდ რჩება. მეტიც, იგი ისეთ სამყაროში ცხოვრობს სადაც ხალხმა ტყუილი არ იცის რა არის და მხოლოდ სიმართლეს ამბობ. მას არავინ აფასებს, ზოგს კი მისი ეშინია, რადგან ვერ უგებენ. ერთადერთი ქალი, რომელიც დაპატიჟებაზე დათანხმდა, მხოლოდ იმისთვის რომ თავისი შეყვარებულისთვის ეწყენინებინა.
და ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ მომენტში მარკს ბედი გაუღიმებდა...

IMDB Rating: 6.5/10 (25,010 votes)

წარმოება: აშშ
ხანგრძლივობა: 01:39:43
გახმოვანება: დუბლირებული [ლიცენზია]

ფაილის
ხარისხი
: HDRip [რიპი BDRip 720p-დან]
ფორმატი: AVI (XviaD)
ვიდეო: 1565 kb/s, 720x384
აუდიო: AC3, 384 kb/s (6 ch)
მოცულობა: 1,397 MB




by:allfile


ბუცი, მესი, რონალდო და... ენდელაძე
ბარსელონაში ლიონელ მესის ევროპის ლიგების საუკეთესო ბომბარდირის "ოქროს ბუცი" გადაეცა. შარშანდელ სეზონში არგენტინელმა პრიმერა დივიზიონში 34 გოლი გაიტანა. მართალია, ევროპაში მესიზე მეტი გოლი "აიაქსის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიტანა (35), მაგრამ ესპანური ლიგის გოლები მეტი კოეფიციენტით ითვლება, ვიდრე ჰოლანდიისა, ამიტომაც ევროპის ბომბარდირად არგენტინელი გამოცხადდა. მესიმ უკან ჩამოიტოვა "უდინეზეს" შემტევი ანტონიო დი ნატალე (29 გოლი) და "რეალის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი (27).

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე ანეკდოტს ჰყვება
"ჩემზე ანეკდოტები დადის, თითქოს სააკაშვილმა ვიღაცას ჩაუქროლა, მას ფილტვების ანთება დაემართა", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა .
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დინამიური და მობილური მთავრობა ჰყავს და მათ შორის ყველაზე რეაქტიული მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილია.
საქართველოს მობილური მთავრობის ფონზე სააკაშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დევნილებისათვის სახლები უკვე აშენებული იყო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სამი სახლი (2008/GEO) DVDRip
დასახელება: სამი სახლი
გამოშვების წელი: 2008
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ზაზა ურუშაძე
როლებში: ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, დავით იაშვილი, თორნიკე ბზიავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული, ნინო ქორიძე ფილმის

ფილმის შესახებ:
ფილმი სამი ნოველისგან შედგება. მათ ერთი ნახატის ისტორია აერთიანებს, რომელიც სამ საუკუნეს სწვდება. პირველი ამბავი მე-19 საუკუნის ბოლოს, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოთა გენერლის ცოლი ქმარს საყვარლის ბინაში აღმოაჩენს გარდაცვლილს. საყვარელს დახვრეტა ემუქრება. მესამე ამბის (21-ე საუკუნე) გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც სიყვარულის გამო იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.

გამომშვები: დამოუკიდებელი კინოპროექტი ეროვნული კინოცენტრი
ხანგრძლივობა: 01.30.11
გახმოვანება : ქართული (ორიგინალი)

ფორმატი: AVI (XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 1514 kb/s, 720x304
აუდიო: AC3, 384 kb/s (6 ch))




by:allfile


საქართველოში ვარეზების საწინააღმდეგო კანონი შემოდის
საქართველოში ვარეზების საწინააღმდეგო კანონი შემოდის!?...

ვიდეო იხილეთ სრულიადში...



by:allfile