მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ინგუშეთში პატარძალი სამჯერ გაძვირდა
10:11 PM
ინგუშეთში პატარძალი სამჯერ გაძვირდა





ინგუშეთში მუსლიმანთა საერთო სახალხო კონფერენციაზე პატარძლის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს - ეს არის გამოსასყიდი, რომელსაც საპატარძლოს ოჯახს უხდიან და ის 40 ათას რუბლს შეადგენს, იტყობინება ИТАР-ТАСС. ბოლო ათი წლის განმავლობაში პატარძლის გამოსასყიდის ოდენობა არ შეცლილა და ის 12,5 ათას რუბლს შეადგენდა.

კონფერენციას ინგუშეთის თითოეული დასახლებული პუნქტის დელეგატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ქვეყნის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევრკუროვი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გამოსასყიდის გაზრდას, თუმცა მან ქორწინების მიზნით გოგონების გატაცების პრაქტიკა გააკრიტიკა.

საპატარძლოსთვის გამოსასყიდის გადახდის ტრადიცია მთელს ჩრდილოეთ კავკასიაშია გავრცელებული, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ის სიმბოლური სახით არის შემორჩენილი.

კონფერენციაზე ასევე გაზარდეს სისხლის აღების გამოსასყიდის ოდენობა. ამ გამოსასყიდის მიღების შემდეგ მოკლულის ოჯახი მკვლელი ნათესავის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიაზე უარს აცხადებს. ადრე ეს გამოსასყიდი 50 ათასი რუბლიდან 200 ათას რუბლამდე მერყეობდა, ახლა კი კომპენსაციის მოცულობა 1 მლნ რუბლს შეადგენს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 859 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ინგუშეთში პატარძალი სამჯერ გაძვირდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar