|
|
კოლორადოს შტატში დათვი, უნებლიედ, ავტომობილის გამტაცებლად იქცა. ვიდრე
ავტომობილის 17 წლის მფლობელ ბენ სტორისა და მის ნათესავებს შინ ტკბილად
ეძინათ, ბანჯგვლიანი სტუმარი მათ ჩაუკეტავ ტოიოტაში შეძვრა.
როგორც ჩანს დათვი ავტომობილის უკანა სავარძელზე დატოვებული ბუტერბროდის სურნელმა მიიზიდა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საფრანგეთში,
ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტ ლეზ-არკის მყინვარის ეგილ რუჟის
ზედაპირს უზარმაზარ საბანს გადააფარებენ, - იტყობინება Euronews. საბანმა მყინვარი მზის სხივებისგან უნდა დაიცვას, რათა გადნობას გადაარჩინოს.
აღსანიშნავია,
რომ საფრანგეთში მყინვარის დაცვის ასეთ ტექნოლოგიას პირველად მიმართეს,
თუმცა შვეიცარიაში, ავსტრიასა და იტალიაში საბანმა თავის ეფექტურობა უკვე
არაერთგზის დაამტკიცა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
არც
ერთ სხვა ქვეყანაში ისეთ ყურადღებას არ აქცევენ სისხლის ჯგუფს, როგორც
იაპონიაში. თუ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ყველგან რეკომენდაციას,
გამოცდილებასა და დიპლომს გთხოვენ, ამომავალი მზის ქვეყანაში სისხლის ჯგუფს
გკითხავენ.
თუ "არასამუშაო" სისხლის ჯგუფი გაქვთ, შეიძლება,
სამსახურში არ მიგიღონ. იაპონელების აზრით, სისხლის ჯგუფი ადამიანის
შრომისუნარიანობასა და სიყვარულს განსაზღვრავს. ზოგიერთი იაპონელი ვაჟი
გოგონას ჯერ სისხლის ჯგუფს ეკითხება და შემდეგ პაემანს უნიშნავს.
|
| |
|
|
|
როგორც
ჩანს, წარმოდგენები იმის შესახებ, თითქოს პლანეტას 2012 წელს გაუგონარი
კატაკლიზმები დაატყდება, ტორტუგეროს ძეგლზე მაიას ცივილიზაციის ნიშნების
არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ახმეტის
რაიონში ანომალური შემთხვევა მოხდა - კატამ ლეკვი დაბადა. როგორც კატის
მეპატრონე ანზორ კოჭლამაზაშვილი აცხადებს, ეს უცნაური შემთხვევა რამდენიმე
დღის წინ მოხდა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
როგრც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, ინციდენტი გერმანიის ქალაქ ლიუბეკაში მოხდა. პოლიციის
მონაცემებით, წყვილი მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ფანჯრის
რაფაზე სექსით იყი დაკავებული. ისინი ამ ბინაში მეუღლეებისგან მალულად
ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ. სექსის დროს ქალი, რომელიც ფანჯრისკენ
ზურგით იჯდა, მეტისმეტად გადაიხარა უკან, რის შედეგადაც ფანჯრიდან
გადავარდა და თან საყვარელიც გაიყოლა. |
| |
|
|
|
გერმანიაში
ბუნდესტაგის დეპუტატი მარკო ვანდერვიცი მძიმეწონიანი ადამიანებისთვის
სამედიცინო დაზღვევის გაძვირების წინადადებით გამოვიდა, იტყობინება
გერმანული გაზეთი Welt-ი.
ვანდერვიცის აზრით, მსუქანი ადამიანები
"არაჯანსაღი ცხოვრების წესს შეგნებულად მისდევენ და ამის გამო პასუხი
ფინანსური თვალსაზრისითაც უნდა აგონ".
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ეკონომისტმა იურგენ ვაზემმა პარლამენტარის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
თანამედროვე
ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების
შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. ამის შესახებ
კომპანია LiftPort Group-ის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა განაცხადა.
”ჩვენ
ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თამამად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია და ადრე თუ გვიან, მთვარეზე კოსმოსური ლიფტი
აუცილებლად ამოქმედდება”, - განაცხადა ლეინმა.
კონსტრუქციის
პროექტში მთვარის ზედაპირსა და ე.წ. L1-ის წერტილში (დედამიწასა და მთვარეს
შორის კოსმოსურ სივრცეში) ”ღუზების” განთავსება მოიაზრება, რომელთა შორის
გამავალ ტროსზე ლიფტი იმოძრავებს.
|
| |
|
|
|
ჯიმ ქერი კარიერაში მიღწეული წარმატებებით ვერ კმაყოფილდება. 48 წლის მსახიობი მხატვრობამ გაიტაცა.
ცოტა
ხნის წინ მისმა მეგობარმა მორიგი შედევრის შექმნის პროცესი გადაიღო: ჯიმ
ქერის საღებავები უზარმაზარ ტილოზე პირდაპირ ტუბებიდან გადაჰქონდა.
სახვადსხვა ფერის ლაქებით ტილოს გარდა, იატაკი, შარვალი, ხელები და ფეხები
გაითხუპნა, შემდეგ კი კომიკოსი საკუთარი შემოქმედების ნაყოფის თვალიერებას
შეუდგა და, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
სამხრეთ
აფრიკაში ჩატარებული მუნდიალი ვარსკვლავების სიმცირეს ნამდვილად არ
უჩიოდა. მეორე საკითხია, როგორ ითამაშეს ამ ვარსკვლავებმა, თუმცა
მკითხველისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს იმ მოთამაშეთა "თერთმეტეულის"
გაცნობა, რომლებზეც სხვებზე ხშირად ლაპარაკობდნენ მუნდიალის
მიმდინარეობისას. მით უმეტეს, რომ თავად ფეხბურთელთა გარდა, მათ ლამაზმან
მეუღლეებსაც გაგაცნობთ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ქვიშის
ზვიგენები, რომლებიც ქვიშის ვეფხვებისა და ავსტრალიური ძიძა-ზვიგენების
სახელებით არიან ცნობილნი - გრძელი ზვიგენებია, მათ მრავალი ბასრი კბილი
აქვთ. სახიფათო გარეგნობის მიუხედავად, ზვიგენების ეს სახეობა საკმაოდ
მშვიდია. ადამიანს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, თუ შეაწუხებს.
უშიშარ სპორტსმენს ეშლი ფუტრალი ოკეანის ბინადრებთან ერთად ხელოვნურ რიფთან უკვე 100-ჯერ უცურავია.
ოკეანის
მიმართ ეშლის სიყვარულს საზღვარი არ აქვს. "ხელოვნური რიფის გარშემო
მცურავი ზვიგენები საოცარი სანახავნი არიან, - ამბობს ის. - ჩემთვის დიდი
პატივია მათთან ერთად ყოფნა".
|
| |
|
|
|
ნორვეგიის
ტყეში მდებარე ციხე "ჰალდენ ფენგსელი" მსოფლიოს სხვა საპატიმრო
დაწესებულებებს შორის ყველაზე კომფორტულად ტყუილად არ მიიჩნევა. მის სუფთა
და მზიან საკნებში ტელევიზორი და მაცივარი არავის უკვირს. საპყრობილეს
ტერიტორიაზე მოწყობილია სარბენი ბილიკი, სასტუმრო კოტეჯი ნათესავებთან
შეხვედრისთვის და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხმის ჩამწერი სტუდია.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
რუსეთის
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის
წევრი სემიონ ბაღდასაროვი იმედოვნებს, რომ "ოდესღაც რუსეთსა და სომხეთს
ერთი საზღვარი ექნებათ".
"სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის
ერთადერთი მოკავშირე ქვეყანაა და იმედი მაქვს, რომ ოდესღაც ამ ორ ქვეყანას
საერთო საზღავარი ექნება", - განაცხადა დეპუტატმა ერევანსა და მოსკოვს
შორის ტელეხიდის მიმდინარეობისას.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
კრასნოდარის
მხარის სამართალდამცავი ორგანოები ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის
ინციდენტს იძიებენ: სარეკლამო აქციის ფარგლებში პარაშუტს ვირი გამოაბეს და
ჰაერში გაუშვეს, იტყობინებიან ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები. ამგვარი ფანდით ადგილობრივი ბიზნესმენები აზოვის ზღვაზე მათ კუთვნილ კერძო პლაჟებზე დამსვენებლების მიზიდვას ცდილობდნენ.
თვითმხილველები ნანახით აღშფოთებულნი იყვნენ. მათ მომხდარის შესახებ ადგილობრივ გაზეთებს შეატყობინეს.
|
| |
|
|
|
ბოლო
დროს იტალიაში ბევრი აბსურდული აკრძალვა შემოიღეს. ტურისტები ფრთხილად
უნდა იყვნენ, იუწყება "შპიგელ ონლაინი", წინააღმდეგ შემთხვევაში,
სამოგზაურო ფული ჯარიმებში დაეხარჯებათ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
გასული
საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი,
რეიხსფიურერი ჰენრიხ გიმლერი აბსურდულ პროექზე მუშაობდა, რომლის მიზანი
ქვიშისგან ოქროს მიღება იყო. ამ წარუმატებელ პროექტს გერმანელმა
ისტორიკოსმა ჰელმუტ ვერნერმა წიგნი "ჰიტლერის ალქიმიკოსები - დახაუში ოქროს
მიღების საიდუმლო ცდები" მიუძღვნა.
წიგნის თანახმად, ნაცისტურ
რეჟიმს საზღვარგარეთ იარაღისა და ტექნოლოგიების შესაძენად ოქრო ძალიან
სჭირდებოდა. ამ ძვირფასი ლითონის იაფი საშუალებით მიღების მეთოდით გიმლერი
1937 წელს დაინტერესდა. ერთი წლის შემდეგ ის ალქომიკოსს კარლ მალხუსს
დაუკავშირდა და დაჰაუში პროექტზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
გერმანიის
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მასწავლებლის სარჩელი, რომელიც თავის
მოსწავლეს სკოლის დაფაზე კურდღლის დახატვის გამო უჩიოდა, - იუწყება გაზეთი
Bild.
ქალაქ ვახტში მცხოვრები მასწავლებელი სასამართლოსგან
მოითხოვდა, მეცხრეკლასელ გოგონას დაფაზე კურდღლების ხატვა შეეწყვიტა.
სარჩელის თანახმად, კიმს თანაკლასელებთან არ უნდა ესაუბრა მასწავლებლის
ფობიაზეც, წინააღმდეგ შემთხვევში 5 ათასი ევროთი უნდა დასჯილიყო.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
დიდ
ბრიტანეთში, კენჩესტერის სიახლოვეს, სადაც წინათ ძველი რომაული დასახლება
ყოფილა, გათხრების დროს არქეოლოგებმა სხვა ღირსშესანიშნავ ნივთებთან ერთად,
გლადიატორის სამარხიც აღმოჩნდა, რომელშიც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,
ქალი-მეომარი ესვენა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ივლისის
დასაწყისში სილვიო ბერლუსკონი ეროვნული ტურიზმის რეკლამირებით იყო
დაკავებული, იტალიელებს მიმართავდა, სამშობლოში დაესვენათ. ცნობილი
პოლიტიკოსის ნებაყოფლობითმა გამოჩენამ რეკლამაში, რაც ასე იშვიათია ამ
ინდუსტრიაში, შეგვახსენა, რა კურიოზები მოჰყოლია მსოფლიო ლიდერების
სახეების არალეგალურ გამოყენებას. ანგელა მერკელი, მისდა უნებურად,
საცვლებს უკეთებს რეკლამას, მედვედევი კი - სამშენებლო ინსტრუმენტებს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ვენესუელას
პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კვირას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მარადონა
კარაკასს ეწვევა და მასთან ერთად ფეხბურთს ითამაშებს.
”მარადონამ
დამირეკა და მითხრა, რომ სურს ჩვენთან ჩამოსვლა და ორშაბათს, ან სამშაბათს
გვესტუმრება. მე ფეხბურთისა და სოფთბოლის თამაში შევთავაზე, რაზეც ის
დამთანხმდა”, - განაცხადა ჩავესმა თავის ყოველკვირეულ ტელეგადაცემაში ”ალო,
პრეზიდენტი გისმენთ”. წინა კვირას |
| |
|
|
|
ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Telegraph იმ ფაქტორთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წყვილი განქორწინებამდე მიყავს.
ბედნიერი ქორწინების საიდუმლოს ამოხსნას ჟურნალისტი და მწერალი ანელი
რუფუსი შეეცადა. მან დაადგინა, თუ რა ანგრევს ოჯახს, იტყობინება NEWSru
Israel.
მკვლევარის აზრით, განქორწინების მიზეზები შეიძლება ძალიან
მრავალფეროვანი იყოს - შვილების სქესი, ტესტოსტერონის დონე, ჯანმრთელობის
მდგომარეობა და ა.შ.
ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph იმ 11 ფაქტორს ასახელებს, რომელიც განქორწინების მიზეზია:
|
| |
|
|
|
ბურთი,
რომლითაც ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებმა 2010 წლის მსოფლიო
ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს, ონლაინ-აუქციონზე გაიყიდა, - იტყობინება АР.
მყიდველის
ვინაობა საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მან შენაძენში 74 ათასი დოლარი
გადაიხადა. შემოსული თანხა მთლიანად ნელსონ მანდელას შიდსთან ბრძოლის
ფონდში გადაირიცხება.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ობერჰაუზენის საზღვაო ცენტრმა, სადაც "წინასწარმეტყველი" რვაფეხა პაული ცხოვრობს, ესპანეთს მის "ტრანსფერზე" უარი უთხრა. პაულმა სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო და ესპანეთის გამარჯვებაც "იწინასწარმეტყველა". ამის შემდეგ რვაფეხა პაული ესპანეთში ნაციონალურ გმირად გამოაცხადეს და მადრიდის ზოოპარკმა მისი შესყიდვის სურვილიც გამოთქვა. ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში... |
| |
|
|
|
კუნძულ-ვულკან
სტრომბოლზე მომხდარი ინციდენტისთვის გაუგებრობის დარქმევა შეიძლებოდა, რომ
არა მისი შედეგები, რომელიც მოგვიანებით მასმედიაში და ბლოგებზე განხილვის
საგანი გახდა.
იტალიის პოლიციამ 47-მეტრიანი იახტის "აქსიომას"
დასაკავებლად მსხვილი ოპერაცია ჩაატარა, რომელშიც კარაბინერთა
ვერტმფრენები, სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო კატერები, ფინანსური
პოლიცია და სანაპირო დაცვის სამსახური მონაწილეობდნენ. ბორტზე ოცამდე
ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამართალდამცველები ინტერპოლის მიერ
ძებნილი, ორი შეიარაღებული რუსი დევნილის აღმოჩენას ცდილობდნენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
მალაიზიის
მცხოვრებ ვუკ კანდორს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 108-ე დაბადების დღე
აღნიშნა, ერთწლიანი განშორების შემდეგ 38 წლის მეუღლე დაუბრუნდა. ერთი წლის
გამავლობაში მისი მეუღლე კუალა-ლუმპურის ნარკოლოგიურ კლინიკაში
მკურნალობის კურსს გადიოდა, იტყობინება AFP.
"მადლობელი და
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე დაბრუნდა, რადგან მე ის ძალიან მიყვარს", -
განაცხადა კანდორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. |
| |
|
|
|
რამდენიმე
დღის წინ, ტელეწამყვანის ამპლუაში ტაჯიკეთის პრეზიდენტის 16 წლის
ქალიშვილის ზარინა რახმანოვას დებიუტი შედგა. სამშობლოში არდადეგებზე
დაბრუნებულ გოგონას, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს,
სიახლეების ინგლისურ ენაზე წაკითხვა ანდეს.
ტაჯიკეთის ტელევიზიის
პირველი არხის ახალ დიქტორთან დაკავშირებით ბრიტანულმა გაზეთმა The
Times-მა ირონიით აღნიშნა, რომ ტაჯიკეთში ნაციონალურ არხზე ახალი ამბების
წამყვანს მრავალი ღირსება მოეთხოვება, რომელთაგან უმთავრესი - ამ ქვეყნის
დიქტატორის ქალიშვილად ყოფნაა.
ტაჯიკეთის ტელევიზიით ახალი ამბები
ინგლისურ ენაზე უკვე სამი წელია გადაიცემა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს
პროგრამა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელებს საშუალებას აძლევს,
ინფორმაცია ოპერატიულად მიიღონ.
ზარინა ტაჯიკურ არხზე ახალ ამბებს,
სავარაუდოდ, კიდევ ორი თვე - სექტემბრამდე წაიკითხავს, სანამ სწავლის
გასაგრძელებლად ლონდონში დაბრუნდება.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
რვაფეხა
"პაულმა" "კომსომოლსკაია პრავდას" თხოვნით რუსეთის მომავალი პრეზიდენტის
ვინაობა იწინასწარმეტყველა . ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები
წერენ. მიმდინარე კვირას აკვარიუმს სხვადასხვა საკითხზე
წინასწარმეტყველების თხოვნით რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიმართა.
მოქალაქეებს სურთ შეიტყონ, როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი, ღირს თუ
არა დაქორწინება და ა.შ.
რვაფეხას ”ფანები” მზადყოფნას გამოთქვამენ,
წინასწარმეტყველების სანაცვლოდ 30 ათასიდან მილიონ ევრომდე რაოდენობის
თანხა გადაიხადონ. თუმცა, რვაფეხასთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვა,
ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან აკვარიუმის მფლობელებმა გადაწყვიტეს, 2010
წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგების წინასწარმეტყველების შემდეგ ის ცოტა
ხნით დაასვენონ. |
| |
|
|
|
ამ
კაცზე ამბობდნენ, რომ მას ადამიანებსა და ხმელეთზე მეტად, ზღვა და თევზები
აინტერესებდა. მართლაც, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მან თავისი
შემოქმედებით ადამიანებსაც მიაქცია ყურადღება: ანტარქტიდის ნაპირებთან
კვლევების ჩატარებისას, მისი გემი აისბერგს შეეჯახა და მაგელანის სრუტეში,
პუანტა-არენასის პორტში იძულებით რემონტზე დადგა. უსაქმურობისგან
გაბეზრებულმა კუსტომ გადაწყვიტა, ცეცხლოვანი მიწის (ანტარქტიდასა და
სამხრეთ ამერიკას შორის მდებარე 40 ათასი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი)
აბორიგენი მოსახლეობის შესახებ ფილმი გადაეღო; თუმცა, ამ ფილმში დასმული
პრობლემატკაც მისთვის "მშობლიური" იყო - თუკი წიგნებისა და ტელევიზიის
დახმარებით გადაშენების პირას მყოფი თევზების დაცვა შეიძლებოდა,
გადაშენების პირას მყოფმა ტომებმა რაღა დააშავეს?!.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
არკანზასის
შტატის ერთ-ერთი ციხის ზედამხედველი ჯესი ლანდერბი სამსახურიდან მას
შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის მამაკაცების ჟურნალ Playboy-ისთვის გადაიღეს,
იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი 40/29 News.
გოგონას ფოტოები
Playboy-ის ივნისის ნომერში დაიბეჭდა. ნომრის გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონის
ოლქის შერიფმა ლანდერბი თავიდან ადმინისტრაციულ შევებულებაში გაუშვა,
შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
გამოკითხვამ აჩვენა, რომ დანიაში
მოსახლეობის 82% თავს ბედნიერად მიიჩნევს, 17%-ს პრობლემები აწუხებს და
მხოლოდ 1% აღიარებს, რომ უბედურია. ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების
ინდექსი 7,9 ქულით განისაზღვრა.
მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთში
მოსახლეობის 75%-ია ბედნიერი, 23%-ს პრობლემები აქვს, და მხოლოდ 2%-ია
უბედური. დანიის საშუალო ინდექსი 7,8 ქულაა.
გამოკითხვამ აჩვენა,
რომ ნორვეგიაში თითქმის არავინაა დამწუხრებული, თუმცა თავს ბედნიერად
მხოლოდ 69% მიიჩნევს (7,9 ქულა). თითო პროცენტით ნაკლები მაჩვენებელი აქვთ
ნიდერლანდებსა და შვედეთს (7,7 და 7,9 ქულა).
|
| |
|
|
|
ექსტრემალთა
გუნდი "ექსთრემ თიმი" უკვე 7 წელია, სპორტის ექსტრემული სახეობებით არის
დაკავებული და ჩვენს ქვეყანაში მის პოპულარიზაციას ცდილობს. გუნდში
გაერთიანებულნი არიან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის წევრები,
პროფესიონალი და მოყვარული ალპინისტები.
"ბანჯი ჯამპინგის" (რაც
ელასტიკური თოკით ხტომას ნიშნავს) მონაწილეს, მხტომელს, ანუ "ჯამპერს"
სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება.
1950 წელს დევიდ ატენბორომ და ბი-ბი-სის გადამღებმა ჯგუფმა გაავრცელა
დოკუმენტური ფილმი, სადაც ექსტრემალები მაღალი ხეებიდან ვაზის ლერწის
დახმარებით ხტებოდნენ, რაც თავისებური სიმამაცის გამოხატულება იყო.
ამ
ფილმმა კრის ბეკერი შთააგონა და ვაზის ლერწი ელასტიკური თოკით შეცვალა,
რომელსაც ექსტრემალები ბანჯის უწოდებენ. პირველად ბანჯით გადმოხტომას
სახიფათო სპორტის კლუბის წევრები შეეცადნენ. 1979 წლის 1 აპრილს ისინი
კლიფტონის 250 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადმოხტნენ, რის გამოც
სამართალდამცველებმა დააკავეს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ბრიტანელებმა მკაცრი მეცნიერული მეთოდებით დაადგინეს, რა გაჩნდა პირველად - კვერცხი, თუ ქათამი.
შეფილდისა
და უორიკის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების სამეცნიერო კოლექტივმა
ძლიერი სუპერკომპიუტერის დახმარებით, ქათმის კვერცხის წარმოშობის პროცესის
გენეტიკურ დონეზე მოდელირება შეძლო. |
| |
|
|
|
9 მეტრი
სიგრძის ხის გემის ნარჩენებს ზღვის დონიდან 6 მეტრის ქვემოთ, მიწისქვეშა
სამუშაოებისას მიაგნეს. თავდაპირველად მუშებმა ანძა და გემბანის ძელები
აღმოაჩინეს, მომდევნო დღეს კი მიწისგან გემის კორპუსი გამოათავისუფლეს.
გემთან ერთად აღმოჩნდა 40 კგ-იანი ღუზაც.
სავარაუდოდ, უწინ ხის
გემი სხვადასხვა სახის ნარჩენებთან ერთად კუნძულ მანჰეტენის ნაპირის
გაფართოებისთვის გამოიყენეს, რათა მდინარე გუძონისგან მეტი ტერიტორია
გამოეთავისუფლებინათ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ინდონეზიის
სანაპიროს სიახლოვეს ოკეანეში უზარმაზარი მოქმედი ვულკანი აღმოაჩინეს,
რომლის სიმღლე 3,8 ათას მეტრს შეადგენს. ამის შესახებ აშშ-ის ოკეანური და
ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველო იუწყება.
ვულკანმა,
რომელიც 5,5 ათასი მეტრის სიღრმეშია, სახელწოდება ”კალიო ბარატი” მიიღო.
მისი აღმოჩენა მკვლევარებმა დისტანციური მართვის წყალქვეშა ზონდით შეძლეს,
რომლითაც სამეცნიერო-კვლევით გემი Okeanos Explorer არის აღჭურვილი.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ბრაზილიის
პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ქვეყნის პარლამეტში კანონპროექტი
შეიტანა, რომელიც მშობლებს ბავშვების ცემას უკრძალავს.
პრეზიდენტის
თქმით, კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე იდეას მრავალი მოწინააღმდეგე
გამოუჩნდა. მათი აზრით, ახალი კანონპროექტი "დედებს ბავშვების აღზრდას
უკრძალავს". მიუხედავად ამისა, ლულა ბავშვების მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას აპირებს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერები.
აღმოჩნდა,
რომ განათლებული ქალბატონების ქმრები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ის
მამაკაცები, რომელთა ცოლებს მხოლოდ საშუალო სკოლა აქვთ დამთავრებული.
საქმე
ის არის, რომ განათლებულმა ქალბატონებმა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ოჯახის
წევრების ჯანმრთელობაზე. უფრო მეტიც, მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
საკუთარ ინტელექტზე მეტად, სწორედ ცოლის განათლების დონე და სოციალური
სტატუსი მოქმედებს.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|