მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » როგორ ცდილობდა რეიხსფიურერი გიმლერი ქვიშის ოქროდ გადაქცევას
3:57 PM
როგორ ცდილობდა რეიხსფიურერი გიმლერი ქვიშის ოქროდ გადაქცევას



გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, რეიხსფიურერი ჰენრიხ გიმლერი აბსურდულ პროექზე მუშაობდა, რომლის მიზანი ქვიშისგან ოქროს მიღება იყო. ამ წარუმატებელ პროექტს გერმანელმა ისტორიკოსმა ჰელმუტ ვერნერმა წიგნი "ჰიტლერის ალქიმიკოსები - დახაუში ოქროს მიღების საიდუმლო ცდები" მიუძღვნა.

წიგნის თანახმად, ნაცისტურ რეჟიმს საზღვარგარეთ იარაღისა და ტექნოლოგიების შესაძენად ოქრო ძალიან სჭირდებოდა. ამ ძვირფასი ლითონის იაფი საშუალებით მიღების მეთოდით გიმლერი 1937 წელს დაინტერესდა. ერთი წლის შემდეგ ის ალქომიკოსს კარლ მალხუსს დაუკავშირდა და დაჰაუში პროექტზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.

თაღლითი მალხუსი, რომელიც ისტორიკოსის ცნობით სინამდვილეში ბრიტანეთის დაზვერვის აგენტი იყო, ოქროს მიღებას პარაფინის, მდინარე იზარის ფსკერიდან აღებული ქვისა და ქვიშის მეშვეობით აპირებდა.

როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, მალხუსამდე გიმლერი კიდევ ერთ თაღლითს, ჰენრიხ კურშილდგენს გადაეყარა, რომელიც არწმუნებდა, რომ წყალს ბენზინად გადააქცევდა. საბოლოო ჯამში, გიმლერი შარლატანს ეშმაკობას მიუხვდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევამ რაიხფიურერს ალქიმიაზე ხელი ვერ ააღებინა.

მალხუსი და მისი ჯგუფი ლაბორატორიაში საქმეს დაწყებამდე წინასწარ გაჩხრიკეს, რათა "გარედან" შემოტანილი ძვირფასი ლითონი ალქიმიის გზით მიღებულად არ გაესაღებინათ. ალქიმიკოსებმა გიმლერის გაცურება მაინც შეძლეს. მათ ლაბორატორიაში ოქრო სიგარეტის მეშვეობით შეიტანეს.

მალხუსი ირწმუნებოდა, რომ ეს ოქრო ცდების შედეგად იყო მიღებული, თუმცა ტყუილში მალევე გამოიჭირეს და ლაბორატორიიდან ბანაკში პატიმრის სტატუსით უკრეს თავი. მოგვიანებით თაღლითი გიმლერმა მისთვის სამარცხვინო საიდუმლოს გაუმჟღავნებლობის პირობით გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ გიმლერი არარეალური იდეებით მუდმივად იყო შეპყრობილი. 1940 წელს ის ესპანეთში წმინდა გრაალს ეძებდა. გიმლერს, სხვა ნაცისტი ლიდერების მსგავსად, სწამდა, რომ ქრისტე არიული წარმოშობის იყო და წმინდა გრაალი მათ ომში გაამარჯვებინებდა. როგორც სხვა შემთხვევებში, გიმლერის ცდა აქაც უშედეგო აღმოჩნდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1157 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: როგორ ცდილობდა რეიხსფიურერი გიმლერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar