მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28
USAID-ის და აშშ-ის დაკვეთით საქართველოში მორიგი კვლევა ჩატარდა

შეერთებული შტატების მთავრობის და USAID-ის დაკვეთით, ახალი კვლევები ჩატარდა. USAID-ის მიერ დაკვეთილი კვლევა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა, ტექნიკურად კი კვლევითმა ორგანიზაცია გელაპმა შეასრულა.

პოპულარული და ავტორიტეტული ჯგუფი კვლევითი ორგანიზაციების ტოპ-ხუთეულში შედის და აქტიურად მუშაობს მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე.

შეერთებული შტატების მთავრობის და IRI-ს კვლევა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მასში 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კითხვაზე, რომელსაც კორუფციის დონე უნდა გამოევლინა, გამოკითხულთა 98-მა პროცენმტმა განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი არ გადაუხდია.

რომელ სექტორში უნდა გატარდეს ყველაზე მეტი რეფორმა? გამოკითხულთა უმეტესობამ პირველ სამ ადგილზე ეკონომიკა, ჯანდაცვის სფერო და განათლების სისტემა დაასახელა.




by:Nikolozi


ზურაბ ნოღაიდელი პრესკლუბ პრაიმტაიმში მედიას ესაუბრა

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და რუსეთში ვიზიტის შედეგებზე დღეს პრესკლუბ პრაიმ-ტაიმში ისაუბრა.

ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ პირადად მიიღებს ინფორმაციას ფედერაციის ხელმძღვანელობისაგან. რუსეთში აღწერა ტარდება და უახლოეს პერიოდში ზუსტად გახდება ცნობილი, რამდენი ქართველი ამომრჩეველი იმყოფება ამჟამად მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე.




by:Nikolozi


რიჩარდ ლუგარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შესახებ

საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ისაუბრა. ცნობილი პოლიტიკოსის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით პროცესი დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა არსებობს პოზიტიური მხარეებიც.

ამ თემაზე კომენტარი ლუგარმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.




by:Nikolozi


Белые розы
Во все времена были символом чистоты и невинности.

http://flowerdeliverylist.narod.ru/




by:


«Аэрофлот»- последние изменения
В 2000 «Аэрофлот» пригласил группу британских консультантов с целью произвести «ребрендинг» — смену имиджа.

http://airlineslist.narod.ru/




by:


Список страховых компаний
При формировании списка крупнейших российских страховых компаний используются три основных параметра

http://insurancecompanylist.narod.ru/




by: