მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28 » ზურაბ ნოღაიდელი პრესკლუბ პრაიმტაიმში მედიას ესაუბრა
6:56 PM
ზურაბ ნოღაიდელი პრესკლუბ პრაიმტაიმში მედიას ესაუბრა



მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და რუსეთში ვიზიტის შედეგებზე დღეს პრესკლუბ პრაიმ-ტაიმში ისაუბრა.

ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ პირადად მიიღებს ინფორმაციას ფედერაციის ხელმძღვანელობისაგან. რუსეთში აღწერა ტარდება და უახლოეს პერიოდში ზუსტად გახდება ცნობილი, რამდენი ქართველი ამომრჩეველი იმყოფება ამჟამად მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ნოღაიდელმა დღეს ევროპაში ვიზიტზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.

მისი თქმით, ოქრუაშვილთან მჭიდრო და აქტიური კონსულტაციები აქვს, თუმცა რა ფორმით გაგრძელდება მის მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიასთან თანამშრომლობა, ნოღაიდელი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1107 | დაამატა: Nikolozi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar