მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12
ცივსისხლიანი ლუკი / Cool Hand Luke (1967) HQRip
დასახელება: ცივსისხლიანი ლუკი
ორიგინალური დასახელება: Cool Hand Luke
წელი: 1967
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტიუარტ როზენბერგი
როლებში: პოლ ნიუმანი, დენის ჰოპერი, ჯორჯ კენედი, ლუ ანტონიო, რობერტ დრაივესი, სტროზერ მარტინი, ჯო ვან ფლიტი, კლიფტონ ჯეიმსი, მორგან ვუდვორდი, ...

ანოტაცია:
ერთხელ ღამით ნასვამმა ლუკმა გართობა გადაწყვიტა და ამ მიზნით ქანჩის გასაღებით მოაძრო მონეტის აპარატები ავტოსადგომზე, რისთვისაც ორი წელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაო მიესაჯა სამხრეთი შტატების გზებზე. ომის დროსაც იგი თავის ბედს ხშირად ცდიდა გამძლეობაზე და ციხე მორიგი შემოწმება გახდა, რომელსაც ლუკი ჩანს ეძებდა... თავისი ჯიუტი და მიზანმიმართული ხასიათის გამო ლუკმა თანამესაკნეების პატივისცემა და მეტსახელად ”ცივსისხლა ლუკი” დაიმსახურა. ზედამხედველებისგან კი თავისუფლებისადმი სწრაფვისა და დაუმორჩილებელი ზნის გამო - ზიზღი. სამმა გაქცევავ, სამმა დაჭერამ და სამმა სასტიკმა სასჯელმა ვერ გაუტეხეს იხტიბარი, იგი პატიმართა შორის მარტოხელა გმირი გახდა, რომელმაც თავი სისტემის წინააღმდეგ დააყენა...

IMDB Rating: 8.3/10 (45,995 votes) / Top 250 #126

წარმოება: აშშ
ხანგრძივობა: 2:06:34
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი, კადრსმიღმა)

ფაილის
ხარისხი
: HQRip
ფორმატი: AVI
ვიდეო: 720x304 (2.37:1), 23.976 fps, XviD build 50 ~1259 kbps avg, 0.24 bit/pixel
აუდიო 1: (rus) 48 kHz, AC3 Dolby Digital, 1/0 (C) ch, ~192.00 kbps avg
აუდიო 2: (eng) 48 kHz, AC3 Dolby Digital, 1/0 (C) ch, ~192.00 kbps avg
მოცულობა: 1,46 გბ




by:allfile


ფერარი / Ferrari (2003) DVDRip
დასახელება: ფერარი
ორიგინალური დასახელება: Ferrari
წელი: 2003
ჟანრი: ბიოგრაფია, დრამა
რეჟისორი: კარლო კარლეი
როლებში: სერჯო კასტელიტო, ედ სტოპარდი, ჯესიკა ბრუკსი, პიერ ფრანჩესკო ფავინო, ვინსენტ სკიაველი, ...

ანოტაცია:
ეს ფილმი - იტალიელი კონსტრუქტორისა და მეწარმის, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტული მანქანის შემქმნელი ენცო ფერარის ბიოგრაფიაა. იგი ბრწყინვალე სარბოლო გამარჯვებას აღწევდა და ულამაზესი ქალების გულს იპყრობდა. მან ააშენა ქარხანა, აიხდინა სუპერჩქაროსნული ავტომობილის შესახებ ბავშვობის ოცნება, ჩამოაყალიბა მრბოლელთა ვარსკვლავური გუნდი, რომლებიც «ფორმულა-1»-ის ლეგენდები გახდნენ. მან გადაიტანა სამშობლოს ოკუპაცია და შეიცნო ახლობლების დაკარგვით გამოწვეული სინანული.

წარმოება: იტალია
ხანგრძლივობა: 02:06:04
ახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი, კადრსმიღმა)

ფაილის
ხარისხი
: DVDRip
ვიდეო: 704x400 (1.76:1), 25 fps, XviD build 50 ~1940 kbps avg, 0.28 bit/pixel
აუდიო #1: 48 kHz, AC3 Dolby Digital, 2/0 (L,R) ch, ~192.00 kbps avg (RU)
აუდიო #2: 48 kHz, AC3 Dolby Digital, 2/0 (L,R) ch, ~192.00 kbps avg (ENG)
მოცულობა: 2.05 GB




by:allfile


შაკირას ინდურ ფილმში გადაიღებენ

შაკირა ინდურ ფილმში ქალღმერთ კალის განასახიერებს, იტყობინება ”The Times of India”. პროექტის პროდიუსერის კარან არორის თქმით, მომღერალთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მან უკვე განაცხადა თანხმობა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებზე ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


პენელოპა კრუსი დედობისთვის ემზადება

36 წლის ესპანელი მსახიობის პენელოპა კრუსის ორსულობის შესახებ ხმები დიდი ხნის წინ ვრცელდებოდა, თუმცა ახლა თავად პენელოპა აღარ მალავს ამ ამბავს. რამდენიმე დღის წინ კინოგადაღებებზე დადასტურდა კიდეც, რომ კრუზი და ცნობილი ესპანელი მსახიობი ჰავიერ ბარდემი მალე მშობლები გახდებიან. პენელოპა ხუთი თვის ფეხმძიმეა. ამის შესახებ "Экспресс-газета" იტყობინება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


რას ყიდულობს ლელა წურწუმია სექენდჰენდში

ლელა წურწუმია და მამულიჩა უკვე 14 წელია ერთმანეთს იცნობენ. ოჯახი ცხრა წლის წი შექმნეს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავთ, მარიკო, რომელიც თურმე ძალიან კარგად მღერის. მარიკოს სიმღერის მასწავლებელი ლელასა და მამულიჩას მეგობარი ნატო მეტონიძე იქნება.

- მარიკო რომელ კლასში სწავლობს?
ლელა:
- მესამე კლასში გადავიდა.



by:Nikolozi


ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური სეპარატისტმა გოგონამ მოხიბლა

ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური წელს თურქეთში დასასვენებლად ერთად გაეშურნენ, საზღვრებს გარეთ დასვენება ერთად პირველად მოახერხეს და მოგზაურობაშიც გამოსცადეს ერთურთი. შედეგი დამაკმაყოფილებელია, საქებარი სიტყვები ერთმანეთის მიმართ ინტერვიუში არ დაიშურეს. როგორც ყოველთვის, იუმორისტებთან ინტერვიუმ დიდ მხიარულებაში ჩაიარა.

ვასო:
- პასიური დასვენება მიყვარს, არანაირი მუსიკა, ჯაგაჯუგი და აქტიური ტემპი, თუმცა ხანდახან გამოვურევ ხოლმე, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სად გარბის რუსკა მაყაშვილი ხელფასის აღებისთანავე
მსახიობ რუსკა მაყაშვილს დღის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, მთელ დღეს რეპეტიციაზე ან გადაღებაზე ატარებს, თუმცა დღის ბოლოს, რა დროც უნდა იყოს, შეყვარებულისთვის მაინც იცლის, მისი დღე კი ტელევიზორის ფონზე დაძინებით მთავრდება. ამჯერად გადავწყვიტეთ რუსკა მაყაშვილის ერთი დღისთვის გადაგვეხედა და თქვენთვის მისი რეჟიმისა და საქმიანობის შესახებ გვეამბო.

- თუ რეპეტიცია მაქვს, დილით ერთი საათით ადრე ვდგები და გავრბივარ. 24 საათის განმავლობაში თუ რვა საათი არ დავიძინე, დაღუპული ვარ. კარგად გამოძინების შემთხვევაში დილით შხაპს ვიღებ, ვიცვამ და ყოველგვარი საუზმის, ყავა-ჩაის გარეშე გავრბივარ რეპეტიციაზე, თეატრში, რომელიც სამის ნახევრამდე გრძელდება, ამის შემდეგ პირდაპირ სერიალის გადაღებაზე მივდივარ, მერე ისევ თეატრში ვბრუნდები და ვარ მთელი დღე გადარბენებზე.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


სასამართლომ ბობ მარლის ოჯახს მომღერლის ჰიტებზე საავტორო უფლება არ დაუმტკიცა
მანჰეტენის სასამართლომ ხმის ჩამწერი სტუდია ”UMG Recordings”-ის წინააღმდეგ ლეგენდარული იამაიკელი რეგი-შემსრულებლის ბობ მარლის ოჯახის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, იტყობინება ”როიტერი”.

მუსიკოსის ქვრივი რიტა მარლი და მისი ცხრა შვილი მომღერლის ხუთ ყველაზე ცნობილ ალბომზე საავტორო უფლებების დაბრუნებას მოითხოვდნენ. ალბომები მომღერალმა 1973-77 წლებში ჯგუფ ”The Wailers”-სთან ერთად ჩაწერა. ეს ალბომებია "Catch a Fire", "Burnin'", "Natty Dread", "Rastaman Vibrations" და "Exodus". ეს ფირფიტები, რომლებიც მოგვიანებით Universal-მა შეიძინა, ისეთ ჰიტებს შეიცავს, როგორიცაა "Get Up, Stand Up", "I Shot the Sheriff", "No Woman, No Cry", "Jamming", "One Love" და სხვები.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საცხოვრებლად ციმბირში გადადიან
მას შემდეგ, რაც "მისტერ და მისის სმიტებში" ანჯელინა და ბრედი გადაიღეს, თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ, როდის აღმოჩნდებოდნენ ისინი ისევ ერთ გადასაღებ მოედანზე. 10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავებს ახალ ფილმში იღებენ და ისინი დროებით ციმბირში გადასახლდებიან.

ფილმის სახელწდებაა "ვეფხვი". რეჟისორი დარენ არნოფსკია.  ფილმში ბრედ პიტის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის წინ გავრცელდა. ანჯელინა კი შეთავაზებას ახლახანს დათანხმდა. ამის თაობაზე "ვეფხვის" სცენარისტმა გილერმო არიაგამ განაცხადა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რობი უილიამსი: "მინდა, ჩემი ვაჟი გეი იყოს"
რობი უილიამსი ბოლო დროს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა: "Take That"-ში დაბრუნება, აიდა ფილდთან ქორწინება და აი, ბოლოს მომავალი ვაჟის აღზრდის მეთოდის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადება.

რამდენიმე დღის წინ რადიო "Kyle and Jackie O Show"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რობი უილიამსმა განაცხადა: "მინდა, ჩემი შვილი გეი იყოს! მე და აიდამ ეს საკითხი უკვე განვიხილეთ და ის ჩემს მოსაზრებას ეთანხმება. ამასთან, სულერთია ვაჟი გვეყოლება, თუ გოგონა, ჰომოსექსუალიზმი დღითიდღე უფრო გლობალური და სრულიად ნორმალური მოვლენა ხდება."


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს
მოსკოვში სტუმრად მყოფი არნოლდ შვარცენეგერისთვის ტრეტიაკოვის გალერეა ღამით გახსნეს. მუზეუმში ექსკურსიის დროს "ტერმინატორზე" განსაკუთრებული შთაბეჭდილება ალექსანდრ ივანოვის სურათმა "ქრისტეს გამოცხადებამ" მოახდინა.

თუკი მოსკოვში წინა ვიზიტების დროს არნის რუსეთის დედაქალაქის დასათვალიერებლად დრო არასდროს რჩებოდა და მხოლოდ კრემლისა და წითელი მოედნის ხილვით შემოიფარგლებოდა, ამჯერად კალიფორნიის გუბერნატორმა მოსკოვის კულტურული ფასეულობების შესაცნობად მოიცალა.



by:Nikolozi


ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოვიდა

ოთხკვირიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ  14 სექტემბერს ლონდონის სასამართლომ  მომღერალს რვა კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რატომ გაურბოდა ნანკა კალატოზიშვილი ბედინას

"იყო ერთი ბიჭი, ჰქონდა სექსის ნიჭი,
იყო ბევრი გოგო, აღარ მახსოვს როგორ.
იყო მაგდა პირველი, ის არავის ჰგავდა,
იყო გოგო მალვინა, ორი შვილი ჰყავდა.
იყო ვიკა მაგარი, უშაქრო ყავას სვამდა,
იყო ნანა სოფლელი, ცოტა-ცოტას ჭამდა.
იყო ტატა დეიდა, მუშაობდა ზევიდან.
იყო ლიკა პატარა, მიყურებდა ქვევიდან..."

ეს რეპერი ბედინას, ანუ მიშიკო ბედინაშვილის რეპპოეზიაა. ქალები, ციხე, ფული მისი პოეზიის მთავარი თემაა. უცხო ზარებს ტელეფონზე არ პასუხობს, ალბათ ეშინია, ზემოთ ჩამოთვლილი ქალებიდან რომელიმემ არ დაურეკოს, ესენი ხომ მისი წარსულია. ქალი მისთვის სპორტია, წამიერი სიამოვნება.

"ვიღაცას უყვარს მულატი ქალები,
ვიღაცას ევასება ქერა ნაშები.
ბედინა ოცნებობს ისეთ მკერდზე
რომელიც არ უნახავს ჯერ არც ერთზე" - ესეც მისი პოეზიდანაა.



by:Nikolozi


სომალელი მეკობრეები ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ

სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული 15 ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარება არ განიხილება, ვიდრე დიალოგის შესაძლებლობა არ ამოიწურება.

ამის შესახებ დღეს გამართული ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა
საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა, - ამ სათაურით აქვეყნებს მოკლე სტატიას რუსული გაზეთი "კამსამოლსკაია პრავდა".

მასალა ეხება ქართული მხარის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კლანდაძემ გუშინ გააკეთა.

გაზეთს კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრად ჰყავს მოხსენიებული, საქართველოს ახალი ინიციატივას კი, "პოლიტიკურ დემარშს" უწოდებს.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს


ამბობენ, ინტელექტი და შოუბიზნესი შეუთავსებელი ცნებებიაო, თუმცა რუსეთში გადაწყვიტეს, ამ აზრს შეეწინააღმდეგონ და ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე ჭკვიანები და განათლებულებიც გამოავლინეს.

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის პირველი ქართველი აღმოჩნდა - რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომლის IQ 182 ქულაა. რეიტინგის შემდგენლებმა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და განათლება კიდევ ერთხელ გაიხსენეს - საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თინამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მედიცინა არ იყო მისი მოწოდება. მერე კასტინგზე მოხვდა და საქართველოს ტელევიზიის "მე-2 არხის" წამყვანად მოგვევლინა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, მაგრამ არც ეს იკმარა.



by:Nikolozi