მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს
3:45 PM
შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს



მოსკოვში სტუმრად მყოფი არნოლდ შვარცენეგერისთვის ტრეტიაკოვის გალერეა ღამით გახსნეს. მუზეუმში ექსკურსიის დროს "ტერმინატორზე" განსაკუთრებული შთაბეჭდილება ალექსანდრ ივანოვის სურათმა "ქრისტეს გამოცხადებამ" მოახდინა.

თუკი მოსკოვში წინა ვიზიტების დროს არნის რუსეთის დედაქალაქის დასათვალიერებლად დრო არასდროს რჩებოდა და მხოლოდ კრემლისა და წითელი მოედნის ხილვით შემოიფარგლებოდა, ამჯერად კალიფორნიის გუბერნატორმა მოსკოვის კულტურული ფასეულობების შესაცნობად მოიცალა.

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ არნი ტრეტიაკოვის გალერეაში გაეშურა, სადაც მას ბიზნეს-ელიტისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ელოდნენ.

You must have Flash Player installed in order to see this player.


"დავათვალიერე სურათები და ვაღიარებ, ასეთი არაფერი მინახავს. მომხიბლა ფერთა შერჩევის ოსტატობამ და ემოციამ, - განაცხადა არნიმ მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, - ყველაზე მეტად კი ალექსანდრ ივანოვის სურათმა გამაოცა, სადაც იესო ქრისტეს გამოცხადებაა ასახული. რამდენი ადამიანია მასზე გამოსახული? როგორ შეიძლება ასეთი კოლოსალური სამუშაოს შესრულება?", - გაოცებას ვერ მალავდა შვარცენეგერი. 

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1149 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar