მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოვიდა
3:44 PM
ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოვიდა



ოთხკვირიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ  14 სექტემბერს ლონდონის სასამართლომ  მომღერალს რვა კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ჯორჯ მაიკლს ბრალად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ედებოდა. შედეგად, მაიკლი მაღაზიის ვიტრინას შეასკდა, თუმცა არ დაშავებულა.

სასამართლოზე მომღერალმა დანაშაული აღიარა და სინანული გამოთქვა, მეტიც, სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი დაწვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯორჯ მაიკლი მომდევნო 4 კვირას შინაპატიმრობაში გაატარებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1082 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოვიდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar