მას
შემდეგ, რაც "მისტერ და მისის სმიტებში" ანჯელინა და ბრედი გადაიღეს,
თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ, როდის აღმოჩნდებოდნენ ისინი ისევ
ერთ გადასაღებ მოედანზე. 10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ვარსკვლავებს ახალ ფილმში იღებენ და ისინი დროებით ციმბირში
გადასახლდებიან.
ფილმის სახელწდებაა "ვეფხვი". რეჟისორი დარენ
არნოფსკია. ფილმში ბრედ პიტის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის
წინ გავრცელდა. ანჯელინა კი შეთავაზებას ახლახანს დათანხმდა. ამის თაობაზე
"ვეფხვის" სცენარისტმა გილერმო არიაგამ განაცხადა.
"მალე
ნიუ-იორკში მივდივართ, რათა ბოლო დეტალები განვიხილოთ, შემდეგ კი
გადაღებების ადგილების შესარჩევად ციმბირში მივემგზარვებით", - განაცხადა
არიაგამ.
პიტი ციმბირელი გამომძიებლის როლს შეასრულებს, რომელიც
ზებუნებრივი შესაძლებლობების ვეფხვს დასდევს. მტაცებლის დასაჭერად პიტი
მონადირეთა ჯგუფს შეკრებს. ჯოლი ადგილობრივ ექიმბაშს განასახიერებს.
გადაღებები
წლის ბოლოს დაიწყება. სავარაუდოდ, ჯოლისა და პიტს რუსეთში ხანგრძლივი
დროის გატარება მოუწევთ. ჯერჯერობით უცნობია, წაიყვანენ თუ არა თან ისინი
თავიანთ შვილებს - ბოლო დროს მსახიობებს ბავშვები გადასაღებ მოედნებზე
დაყავთ.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.