მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » შაკირას ინდურ ფილმში გადაიღებენ
3:57 PM
შაკირას ინდურ ფილმში გადაიღებენ



შაკირა ინდურ ფილმში ქალღმერთ კალის განასახიერებს, იტყობინება ”The Times of India”. პროექტის პროდიუსერის კარან არორის თქმით, მომღერალთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მან უკვე განაცხადა თანხმობა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებზე ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია. 

შეკითხვაზე, თუ რატომ შეარჩიეს ამ როლზე შაკირა და არა რომელიმე ინდოელი მსახიობი, არორმა განაცხადა, რომ ფილმის შემქმნელებს პროექტში მონაწილეობისთვის საერთაშორისო დონის ვარსკვლავის მიწვევა სურდათ. გარდა ამისა პროდიუსერების ყურადღება მომღერლის კანის ფერმა მიიპყრო.

ფილმს 3D ფორმატში ლონდონში და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გადაიღებენ. მისი ხანგრძლივობა ორი საათი იქნება.

შაკირა ცნობილი სერიალების ”Ugly Betty”-სა და ”Wizards of Waverly Place”-ის ცალკეულ ეპიზოდებში ადრეც გადაუღიათ.


მომზადებულია The Times of India-ს მიხედვით.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1163 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: შაკირას ინდურ ფილმში გადაიღებენ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar