მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » რას ყიდულობს ლელა წურწუმია სექენდჰენდში
3:53 PM
რას ყიდულობს ლელა წურწუმია სექენდჰენდში



ლელა წურწუმია და მამულიჩა უკვე 14 წელია ერთმანეთს იცნობენ. ოჯახი ცხრა წლის წინ შექმნეს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავთ, მარიკო, რომელიც თურმე ძალიან კარგად მღერის. მარიკოს სიმღერის მასწავლებელი ლელასა და მამულიჩას მეგობარი ნატო მეტონიძე იქნება.

- მარიკო რომელ კლასში სწავლობს?
ლელა:
- მესამე კლასში გადავიდა.

- როგორი მოსწავლეა?
- კარგი გოგოა. სწავლა დილის ცხრა საათზე ეწყება და ექვსის ნახევრამდე იქაა.

- რომელი საგნები უყვარს?
- უფრო უცხო ენები და მათემატიკა.

- რომელს გგავთ?
- გარეგნულად მამამისს ჰგავს ძალიან.

მამულიჩა:
- ნიჭით დედამისს (იცინის).

ლელა:
- ვერ ვიტყოდი, რომ მარტო დედას. მათემატიკის ნიჭი მამულიჩასგან აქვს. თუმცა მარიკო თავისებურია. თუ არ უნდა, არაფრით არ ისწავლის, ხასიათის ადამიანია. თუ უნდა პასუხობს, თუ არ უნდა, არ პასუხობს.

- სიჯიუტით რო­მ­ელს დაგემსგავსათ?
მამულიჩა:
- დედას.

ლელა:
- გენეტიკა აქ არ­აფერ შუაშია. დღ­ევანდელი ბავშვები ასეთები არიან. ცხრა წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. თავიანთი შეხ­ედულებები აქვთ და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებენ.

- მეორე ბავშვზე არ ფიქრობთ?
- გვიფიქრია, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- მარიკოს არ უნდა და ან ძმა ჰყავდეს?
- მარიკოს ჰყავს ძმა, 17 წლის ნიკო, მამულიჩას უფროსი შვილი.

მამულიჩა:
- თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ღმერთის წყალობით მე და ლელას კიდევ გვეყოლება შვილი.

ლელა:
- სახლში ბიძაშვილი ჰყავს, ამიტომ და-ძმის არყოლას დიდად არ განიცდის. შვიდი თვიდან მარიკო მამულიჩას მშობლებთან ცხოვრობს.

- ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- ჩვენს ბინაში არ არის იმის საშუალება, რომ მარიკომ იცხოვროს.

მამულიჩა:
- თან ჩვენ ხშირად საქართველოში არ ვართ. აქეთ-იქით გადაყვანას და გადმოყვანას ვარჩიეთ, ჩემს მშობლებთან ეცხოვრა. საიმედო ხელში გვყავს ჩაბარებული.

- თვითონ ამ ამ­ბავს არ აპროტესტებს? არ უნდა, მშობლებთან ერთად იცხოვროს?
ლელა:
- თავიდან უნდოდა და თავისებურად გამოხატავდა კიდეც, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა. მეც ნაწილობრივ ბებიებისა და ბაბუების გაზრდილი ვარ და მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. ბებია-ბაბუები იმდენ სითბოს აძლევენ, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვება.

- ლელა, თქვენი უა­ხლოესი შემოქმედებითი გეგმები როგორია?
- სპექტაკლ "გაყრაში" შესული სიმღერების საუნდტრეკები ჩავწერე. ამ სიმღერების ავტორი რუსა მორჩილაძეა. ტე­ქსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

- ვიცი, მალე დაიწყება "გარიგება 2"-ის გადაღებები, რომელშიც თქვენ კა­ხეთში გათხოვილი მეგრელი ქალის როლს შეასრულებთ.
მამულიჩა:
- ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. ჯერ გაურკვეველია, საერთოდ დაიწყება თუ არა გადაღებები.

- როგორც ვიცი, აქ­ამდე მხოლოდ ერთ ფილმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, რომელშიც მაფიოზის ცოლის როლი ითამაშეთ.
ლელა:
- კი, ეს იყო ალეკო ნინუას ფილმი "ხაფანგი", რომელშიც არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად ვითამაშე. ფილმი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისშია გადაღებული. მერე კიდევ მქონდა რამდენიმე პატარა კინოროლი, მაგრამ ის მაყურებლისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

- მამულიჩა, თქვენ მოგწონთ ლელას კინოროლები?
ლელა:
- არც ერთი არ აქვს ნანახი.

- რატომ?
მამულიჩა:
- არ ვიცი, ასე მოხდა. სახლში ეს ფილმი არ გვაქვს. მხოლოდ რამდენიმე მომენტი მაქვს ნანახი ტელევიზორში. მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნება, რამე როლს თუ შემოგვთავაზებენ, სიმოვნებით დავთანხმდებით.

- ე.ი. თქვენც გაქვთ ფილმში თამაშის ამბიცია...
- არა, ლელაზე ვთქვი. მე ხომ ვითამაშე მის კლიპში შაჰის როლი, სადაც ბევრი სასიამოვნო მომენტი იყო. თუ კიდევ გადაიღებენ ფილმს და შაჰის როლზე მიმიწვევენ, სიამოვნებით დავთანხმდები.

- მამულიჩა, როგორც ვხედავ, ჯანსაღ ცხოვრებას მისდევთ. ინტერვიუზე აუზიდან მოხვედით და ჩვენი საუბრის განმავლობაში სიგარეტსაც არ ეწევით.
- არ ვეწევი და არ ვსვამ...

ლელა:
- საკმაოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ღამეც არ ჭამს, ჩემგან განსხვავებით.

- ღამე მიირთმევთ?
- მე არეული დღის გრაფიკი მაქვს. ხან ძალიან გვიანაც მიჭამია. მწეველი ვარ, სასმელი არ მიყვარს.

- სპორტით ხართ დაკავებული?
- ადრე ვიყავი, ახლა საერთოდ ვეღარ ვვარჯიშობ. ვცურავდი, ფეხითაც ხშირად დავდიოდი. ჩემს ფიზიკურ მონაცემებზე ვზრუნავდი.

მამულიჩა:
- ყოველდღე ვეხვეწები, ჩემთან ერთად ივარჯიშე-მეთქი, მაგრამ ვერ ავიყოლიე.

ლელა:
- არ მიყვარს, როცა რამეს მაძალებენ. იძულებით ადამიანი ვერაფერს გამაკეთებინებს. აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამეს გავაკეთებ. მე თვითონ უნდა მომინდეს ვარჯიში.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, მხოლოდ მაშინ ვჩხუბობთ, საყიდლებზე რომ დავდივართო...
მამულიჩა:
- იმიტომ, რომ მეზიზღება ეს პროცესი.

ლელა:
- მე ვიტყოდი, რომ უფრო ეზარება. არ უყვარს სამოსის მოსინჯვა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მარტომ ვიარო და მე ვუყიდო ყველაფერი ფეხსაცმლის გარდა.

- ერთხელ ისიც თქვა, ჩემი პიჯაკი სექენდჰენდშია ნაყიდიო.
- "ჯორჯიან ფეშენ ვიქზე" გვკითხეს, ვისი შეკერილი სამოსი გაცვიათო და მამულიჩამ იხუმრა..

მამულიჩა:
- ისე, ბევრი კარგი რამ აქვთ ხოლმე იქ გასაყიდი.

- შეგიძენიათ რამე სექენდჰენდში?
ლელა:
- იქ მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. დეკორაციისთვის რაღაც შევიძინე.

- ზაფხულში კარგად დაისვენეთ? როგორც გავიგე, ოდესაშიც იყავით?
- ოდესაში არ დაგვისვენია. იქ ჩვენმა მეგობარმა პრივატულ საღამოზე მიგვიწვია მე, მამულიჩა, ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე. ბათუმშიც რამდენჯერმე მიმიწვიეს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ გასულ ზაფხულს სულ ვმუშაობდი. მხოლოდ რამდენიმე დღით დავისვენე ბათუმში და ცოტა ხნით თურქეთში წავედით მე, მარიკო და მამულიჩა.

- ადრე ამბობდნენ, რომ თქვენ და ნინო ჩხეიძე ერთმანეთის მიმართ მაინცდამაინც კარგად არ იყავით განწყობილი, რადგან ოდესაში ერთად ყოფილხართ, როგორც ჩანს, თქვენ შორის უთანხმოება აღარაა...
- ეს ჭორია. ნინოსთან ცუდი ურთიერთობა რატომ უნდა მქონდეს. ჩვენი გზები არასდროს იკვეთება, ის არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან მიყვარს. მე არავისთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა. ვინც მიცნობს, იცის, რომ საოცრად უკონფლიქტო ადამიანი ვარ. როგორი რანგის მომღერალიც უნდა იყოს, მასზე ცუდს არასდროს ვიტყვი, ეს არაკორექტულია.

- გიეჭვიანიათ ოდესმე ერთმანეთზე?
- არასდროს.

მამულიჩა:
- ლელას ისეთი პროფესია აქვს, რომ კომპლიმენტს ბევრი ეუბნება.

- ამის გამო არასდროს გაბრაზებულხართ?
- ადრე უფრო მქონდა უსიამოვნო სიტუაციები, მაგრამ ახლა აღარ მაქვს რეაქცია. ლელა მარტო ჩემი ხომ არ არის.

- ლელა, ლეგენდები დადის თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებზე...
- ლეგენდარული არაფერია. ზოგი საჭმელი გამომდის, ზოგი - ვერა. მაგალითად, ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ.






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1301 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რას ყიდულობს ლელა წურწუმია სექენდჰე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar