მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » სომალელი მეკობრეები ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ
3:42 PM
სომალელი მეკობრეები ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ



სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული 15 ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარება არ განიხილება, ვიდრე დიალოგის შესაძლებლობა არ ამოიწურება.

ამის შესახებ დღეს გამართული ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ყოველდღე იღებს ინფორმაციას გატაცებული ქართველების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, გამოსასყიდი თანხა 15 მილიონს შეადგენს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა თანხა შემცირდეს.

ბერძნული გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა ადენის ყურეში 8 აგვისტოს დააკავეს. 9 სექტემბრის ინფორმაციით, გემი სამხრეთ ოსმალში, ე.წ. ჩიხშია შეყვანილი.






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1150 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: სომალელი მეკობრეები ქართველების გათ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar