36
წლის ესპანელი მსახიობის პენელოპა კრუსის ორსულობის შესახებ ხმები დიდი
ხნის წინ ვრცელდებოდა, თუმცა ახლა თავად პენელოპა აღარ მალავს ამ ამბავს.
რამდენიმე დღის წინ კინოგადაღებებზე დადასტურდა კიდეც, რომ კრუზი და
ცნობილი ესპანელი მსახიობი ჰავიერ ბარდემი მალე მშობლები გახდებიან.
პენელოპა ხუთი თვის ფეხმძიმეა. ამის შესახებ "Экспресс-газета" იტყობინება.
ჰავიერ
ბარდემი, რომელსაც ჩეულებისამებრ სიტყვაძუნწია, მომავალი მამობის შესახებ
თავის ახლობლებთან უკვე ღიად საუბრობს. პენელოპას აგენტის განცხადებით,
მსახიობი ცოტა ხანში ლონდონში გაემგზავრება, სადაც "კარიბის ზღვის
მეკობრეების" მეოთხე ნაწილის გადაღებები სრულდება.
ჰავიერი და
პენელოპა ივლისში საიდუმლოდ დაქორწინდნენ და საზოგადოების წინაშე ძალიან
იშვიათად ჩნდებიან. კრუსი გამუდმებით ფილმის გადაღებებითაა დაკავებული,
რომელიც ჰავაის კუნძულებზე მიმდინარეობს. ახალდაქორწინებულები იშვიათად
იცლიან ერთად ყოფნისთვის. თუმცა რამდენიმე დღის წინ მათ რომანტიკული
საღამო სანტა-მონიკაში მაინც მოიწყვეს.