მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » ბრაზილიის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვების ცემას უკრძალავს
8:44 AM
ბრაზილიის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვების ცემას უკრძალავს



ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ქვეყნის პარლამეტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც მშობლებს ბავშვების ცემას უკრძალავს.

პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე იდეას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათი აზრით, ახალი კანონპროექტი "დედებს ბავშვების აღზრდას უკრძალავს". მიუხედავად ამისა, ლულა ბავშვების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას აპირებს.

"დასჯა რომ ეფექტური იყოს, ჩვენთან კორუფცია არ იქნებოდა", - იხუმრა ლულამ. "ეს არაფერს აგვარებს, მე თავად არასდროს მიცემია ჩემი შვილები", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

იმისთვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, მას ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1214 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ბრაზილიის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar