მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » რვაფეხა "პაულმა" რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა იწინასწარმეტყველა
9:05 AM
რვაფეხა "პაულმა" რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა იწინასწარმეტყველა



რვაფეხა "პაულმა" "კომსომოლსკაია პრავდას" თხოვნით რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა იწინასწარმეტყველა . ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ. მიმდინარე კვირას აკვარიუმს სხვადასხვა საკითხზე წინასწარმეტყველების თხოვნით რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიმართა. მოქალაქეებს სურთ შეიტყონ, როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი, ღირს თუ არა დაქორწინება და ა.შ.

რვაფეხას ”ფანები” მზადყოფნას გამოთქვამენ, წინასწარმეტყველების სანაცვლოდ 30 ათასიდან მილიონ ევრომდე რაოდენობის თანხა გადაიხადონ. თუმცა, რვაფეხასთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვა, ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან აკვარიუმის მფლობელებმა გადაწყვიტეს, 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგების წინასწარმეტყველების შემდეგ ის ცოტა ხნით დაასვენონ.

”კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტმა კი პასუხის მიღება მოახერხა. რვაფეხას აკვარიუმს საპირისპირო მხრიდან ორი ფურცელი მიაკრეს, რომლებზეც მედვედევისა და პუტინის გვარები ეწერა. ”პაულმა” სწრაფადვე ერთ-ერთი მათგანი აირჩია, თუმცა, ვის უწინასწარმეტყველა რვაფეხამ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, ჯერ არ ხმაურდება. ”პაულის” არჩევანი კონვერტში მოათავსეს და ის 2012 წლამდე დალუქულია.







კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1089 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რვაფეხა პაულმა რუსეთის მომავალი პრე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar