3:35 PM გერმანიამ რვაფეხა პაულის "ტრანსფერზე" უარი განაცხადა | |
[c][img]http://www.ambebi.ge/images/pictures/sporti/fexburti2/ucxouri "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ობერჰაუზენის საზღვაო ცენტრმა, სადაც "წინასწარმეტყველი" რვაფეხა პაული ცხოვრობს, ესპანეთს მის "ტრანსფერზე" უარი უთხრა. პაულმა სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო და ესპანეთის გამარჯვებაც "იწინასწარმეტყველა". ამის შემდეგ რვაფეხა პაული ესპანეთში ნაციონალურ გმირად გამოაცხადეს და მადრიდის ზოოპარკმა მისი შესყიდვის სურვილიც გამოთქვა. მადრიდის ზოოპარკის ერთ-ერთი დირექტორი ჰავიერ დიასი თანახმა იყო პაული მისი ზოოპარკის ნებისმიერ ბინადარზე გაეცვალა, ან ფული გადაეხადა. ობერჰაუზენის საზღვაო ცენტრში კი აცხადებენ, რომ ბედნიერებაა რვაფეხა პაული მათთან რომ ცხოვრობს და მასთან დამშვიდობებას არ აპირებენ. მას შემდეგ რაც პაულმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის გამარჯვება "იწინასწარმეტყველა" ბევრმა ფანმა შეაკერინა მაისური პაულის გამოსახულებით, ან ის სახეზე მიიხატა. რვაფეხა ესპანეთის ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქეც გახდა. გარდა ამისა, ესპანეთში მის პატივსაცემად საზაფხულო ფესტივალი გაიმართება. "ინტერპრესნიუსი"
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |