მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » იტალია- აბსურდული აკრძალვების ქვეყანა
4:00 PM
იტალია- აბსურდული აკრძალვების ქვეყანა



ბოლო დროს იტალიაში ბევრი აბსურდული აკრძალვა შემოიღეს. ტურისტები ფრთხილად უნდა იყვნენ, იუწყება "შპიგელ ონლაინი", წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოგზაურო ფული ჯარიმებში დაეხარჯებათ.

მაგალითად ტრაპანიში, რომელიც სიცილიის დასავლეთითაა, ქუჩაში ნაყინის ჭამა აკრძალულია, ხოლო ვენეციის ერთ-ერთ გარეუბანში, სანაპიროზე სილაში ორმოების ამოთხრა იკრძალება. ლუკში არ შეიძლება მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრა, ამ წესის დამრღვევს 500 ევროიანი ჯარიმა ემუქრება. ასეთივე მსხვილი თანხით დაჯარიმდება შეყვარებულ წყვილი ებოლში, თუ მანქანაში ერთმანეთს აკოცებენ, იუწყება სტატიის ავტორი ჰანს-იოჰან კაფზაკი.

როგორც "შპიგელ ონლაინი" წერს, იტალიაში სულ 150 -მდე ამგვარი უსაფუძვლო და სულელური აკრძალვაა. ასე რომ, "ბატონებო, კეთილი იყოს, თქვენი ფეხი იტალიაში!"

მომზადებულია inopressa.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1092 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: იტალია- აბსურდული აკრძალვების ქვეყა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar