მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვეგიაშია
4:07 PM
მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვეგიაშია



ნორვეგიის ტყეში მდებარე ციხე "ჰალდენ ფენგსელი" მსოფლიოს სხვა საპატიმრო დაწესებულებებს შორის ყველაზე კომფორტულად ტყუილად არ მიიჩნევა. მის სუფთა და მზიან საკნებში ტელევიზორი და მაცივარი არავის უკვირს. საპყრობილეს ტერიტორიაზე მოწყობილია სარბენი ბილიკი, სასტუმრო კოტეჯი ნათესავებთან შეხვედრისთვის და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხმის ჩამწერი სტუდია.

90-იანი წლებში ნორვეგია "ციხის ტურიზმის" ქვეყნად იქცა - ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან ამ ქვეყანაში ჩასული ემიგრანტები ცდილობდნენ, წვრილმანი დანაშაული ჩაედინათ, რათა ნორვეგიულ საპატიმროში დრო გაეტარებინათ.

ხუმრობა იქით იყოს და, იმხანად ქვეყნის ხელისუფლება თითოეული პატიმრის შენახვა-გამოკვებასა და ჩაცმა-დახურვაში დღეში 150 აშშ დოლარს ხარჯავდა.

ერთ დღესაც მიხვდნენ ნორვეგიელები, რომ მათი ციხეები გადაივსებოდა და უცხოელებს საპატიმროების კარი გარედან ჩაუკეტეს – მიბრძანდით, ბატონო და თქვენს ქვეყანაში მოიხადეთ სასჯელიო.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1156 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar