მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » ფეხბურთელები და მათი ცოლები
4:11 PM
ფეხბურთელები და მათი ცოლები



სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალი ვარსკვლავების სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდა. მეორე საკითხია, როგორ ითამაშეს ამ ვარსკვლავებმა, თუმცა მკითხველისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს იმ მოთამაშეთა "თერთმეტეულის" გაცნობა, რომლებზეც სხვებზე ხშირად ლაპარაკობდნენ მუნდიალის მიმდინარეობისას. მით უმეტეს, რომ თავად ფეხბურთელთა გარდა, მათ ლამაზმან მეუღლეებსაც გაგაცნობთ.

ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი - არიენ რობენი სანიმუშო მეოჯახეა. არიენს ძალიან უყვარს თავისი მეუღლე ბერნადინი, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გოგონა გაუჩინა. მის გარდა, წყვილს კიდევ ჰყავს სამი წლის ბიჭუნა. რობენი ხუმრობს, რომ ახლა, სახლში ნამდვილი საბავშვო ბაღი აქვს გახსნილი. უნდა ითქვას, რომ მშობიარობის შემდეგ, ბერნადინი საკმაოდ მალე "ჩადგა ფორმაში" და შესანიშნავად გამოიყურება...

არგენტინის ნაკრების ფორვარდი - კარლოს ტევესი ცხოვრებაშიც ისეთივე მოუსვენარია, როგორც მოედანზე. ვანესა მანსილიასთან ერთად ის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, წყვილს შვილიც შეეძინა, თუმცა მერე "კარლიტომ" ვანესა მიატოვა და როგორც თავად აცხადებდა, ახალი "საცოლე" გაიჩინა - მოდელი ნატალია ფასი. ტევესი დიდხანს არც ნატალიასთან გაჩერებულა, მასაც დაშორდა და სხვა სატრფო მოძებნა. თუმცა საბოლოოდ კარლოსი ისევ ვანესას დაუბრუნდა და ამბობს - მასთან ძალიან ბედნიერი ვარო...





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1069 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ფეხბურთელები და მათი ცოლები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar