მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » გერმანიის სასამართლომ მოსწავლეებს პედაგოგის კურდღლით დაშინების ნება დართო
3:53 PM
გერმანიის სასამართლომ მოსწავლეებს პედაგოგის კურდღლით დაშინების ნება დართო



გერმანიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მასწავლებლის სარჩელი, რომელიც თავის მოსწავლეს სკოლის დაფაზე კურდღლის დახატვის გამო უჩიოდა, - იუწყება გაზეთი Bild.

ქალაქ ვახტში მცხოვრები მასწავლებელი სასამართლოსგან მოითხოვდა, მეცხრეკლასელ გოგონას დაფაზე კურდღლების ხატვა შეეწყვიტა. სარჩელის თანახმად, კიმს თანაკლასელებთან არ უნდა ესაუბრა მასწავლებლის ფობიაზეც, წინააღმდეგ შემთხვევში 5 ათასი ევროთი უნდა დასჯილიყო.

უჩვეულო პროცესზე მოწმეებად კიმის თანაკლასელები გამოვიდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაფაზე დახატული კურდღლის დანახვისთანავე მასწავლებელი საკლასო ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.

თავად კიმი ამ "დანაშაულში" თავის მონაწილეობას უარყოფს: "დაფაზე კურდღელი მე არ დამიხატავს. მხოლოდ თანაკლასელებს ვუამბე, რომ ეს მასწავლებელი სხვა სკოლაშიც მასწავლიდა, სადაც დაფაზე დახატული კურდღლის გამო კლასიდან გაიქცა".

Bild-მა ამ პროცესს "წლის ყველაზე სულელური" პროცესი უწოდა. ყურცქვიტების მოძულე მასწავლებელს კი, რომელსაც ანალოგიური მიზეზით მოსწავლისთვის ადრეც უჩივლია, ისღა დარჩენია, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ტრადიციით კურდღელი კათოლიკური აღდგომის ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორც შეღებილი კვერცხი. როგორც წესი, ამ დღესასწაულზე ყურცქვიტას გამოსახულება გერმანიის თითქმის ყველა მაღაზიის ვიტრინას ამშვენებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.







კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1112 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: გერმანიის სასამართლომ მოსწავლეებს პ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar