მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » სისხლის ჯგუფი და პროფესია
4:22 PM
სისხლის ჯგუფი და პროფესია



არც ერთ სხვა ქვეყანაში ისეთ ყურადღებას არ აქცევენ სისხლის ჯგუფს, როგორც იაპონიაში. თუ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ყველგან რეკომენდაციას, გამოცდილებასა და დიპლომს გთხოვენ, ამომავალი მზის ქვეყანაში სისხლის ჯგუფს გკითხავენ.

თუ "არასამუშაო" სისხლის ჯგუფი გაქვთ, შეიძლება, სამსახურში არ მიგიღონ. იაპონელების აზრით, სისხლის ჯგუფი ადამიანის შრომისუნარიანობასა და სიყვარულს განსაზღვრავს. ზოგიერთი იაპონელი ვაჟი გოგონას ჯერ სისხლის ჯგუფს ეკითხება და შემდეგ პაემანს უნიშნავს.

იაპონელების აზრით, პირველი ჯგუფის სისხლი (0) თავდაჯერებულ, მებრძოლ ადამიანებს აქვთ, რომლებიც დასახული მიზნისთვის იბრძვიან; მეორე (II) ჯგუფის სისხლს საიმედო და ერთგული ადამიანი ატარებს. მეგობრისთვის მსხვერპლის გაღებაც კი შეუძლია, მაგრამ გულჩათხრობილი და ჩაკეტილია.

ჭკვიან და საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს მესამე (B) ჯგუფის სისხლი აქვს. სისხლის მეოთხე ჯგუფის (AB) გამო ადამიანი აუღელვებელი და გაწონასწორებულია. გრძნობებს იშვიათად ემონება, ყოველთვის "ცივი გონებით" მოქმედებს.

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1133 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: სისხლის ჯგუფი და პროფესია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar