მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » 108 წლის მალაიზიელი ქალი და მისი 38 წლის მეუღლე კვლავ ერთად არიან
9:11 AM
108 წლის მალაიზიელი ქალი და მისი 38 წლის მეუღლე კვლავ ერთად არიან



მალაიზიის მცხოვრებ ვუკ კანდორს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 108-ე დაბადების დღე აღნიშნა, ერთწლიანი განშორების შემდეგ 38 წლის მეუღლე დაუბრუნდა. ერთი წლის გამავლობაში მისი მეუღლე კუალა-ლუმპურის ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა, იტყობინება AFP.

"მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე დაბრუნდა, რადგან მე ის ძალიან მიყვარს", - განაცხადა კანდორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მუჰამედ ნოორ ჩე-მუსა ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის ნებაყოფლობით კურსს გადიოდა და მეუღლის რეგულარული ნახვა არ შეეძლო - მთელი ამ დროის განმავლონაში მან მეუღლე სულ ხუთჯერ ნახა. ახლა წყვილი ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდა. "ნებისმიერი სხვა ქალის მსაგავსად, მეუღლის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა ბედნიერმა კანდორმა.

კანდორი და ჩე-მუსა 2006 წელს ტრენგანის შტატში დაქორწინდნენ, რის გამოც ადგილობრივი გაზეთების პირველ გვერდებზე აღმოჩდნენ. 108 წლის კანდორისთვის ეს 23-ე ქორწინება იყო. მისი თქმით, მან 28 წლის ჩე-მუსაზე იმიტომ იქორწინა, რომ ის სხვა უფრო ახალგაზრდა ქალთან არ წასულიყო. თავად მუჰამედი არ აზუსტებს 108 წლის ქალზე დაქორწინების მიზეზებს. მისი თქმით, ეს ქორწინება "ღვთის ნებით" მოხდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






ნანახია: 1028 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: 108 წლის მალაიზიელი ქალი და მისი 38 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar