მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » ამერიკელი ექსტრემალი გოგონა ზვიგენებთან თამაშობს
4:09 PM
ამერიკელი ექსტრემალი გოგონა ზვიგენებთან თამაშობს



ქვიშის ზვიგენები, რომლებიც ქვიშის ვეფხვებისა და ავსტრალიური ძიძა-ზვიგენების სახელებით არიან ცნობილნი - გრძელი ზვიგენებია, მათ მრავალი ბასრი კბილი აქვთ. სახიფათო გარეგნობის მიუხედავად, ზვიგენების ეს სახეობა საკმაოდ მშვიდია. ადამიანს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, თუ შეაწუხებს.

უშიშარ სპორტსმენს ეშლი ფუტრალი ოკეანის ბინადრებთან ერთად ხელოვნურ რიფთან უკვე 100-ჯერ უცურავია.

ოკეანის მიმართ ეშლის სიყვარულს საზღვარი არ აქვს. "ხელოვნური რიფის გარშემო მცურავი ზვიგენები საოცარი სანახავნი არიან, - ამბობს ის. - ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ყოფნა".

ეშლი ოთხი წლიდან ცურავს. 2007 წელს მან ყვინთვის შესწავლა დაიწყო და მას შემდეგ ამ სამქიანობით არის გატაცებული. "ჩაყვინთვა გოლფის ჯოხის მოქნევას გავს, - ამბობს ის. - როდესაც გოლფის ჯოხს ბურთს პირველად მოუქნევთ, აუცილებლად ააცილებთ და თავს იდიოტად იგრძნობთ. მაგრამ როგორც კი ვინმე გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად - ყველაფერი გამოგივათ".

მანამდე მას დაივინგის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ის უზარმაზარ მტაცებლებთან ერთად თავდაჯერებულად ცურავს.

"მთავარი სუნთქვის ტექნიკაა. სუნთვის შეკავება ხუთი წუთისა და 15 წამის განმავლობაში შემიძლია. წყლის სიღრმეში აკვალანგის გარეშე უფრო თავისუფლად ვცურავ", - ამბობს ეშლი.

მას უკვე 60 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია. "თავიდან მხოლოდ 12 მეტრის სიღრმეზე ცურვა შემეძლო. სამ კვირაში ეს მაჩნევებელი 42 მეტრამდე გავზარდე. ზვიგენებთან და სხვა თევზებთან ერთად ვცურავ და მათ გარემოცვაში თავს მშვიდად ვგრძნობ. ვფიქრობ, ისინიც მშვიდად გრძნობენ ჩემთან თავს", - აცხადებს ეშლი ფუტრალი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1112 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ამერიკელი ექსტრემალი გოგონა ზვიგენე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar