მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » საფრანგეთში მყინვარს საბანს გადააფარებენ
4:24 PM
საფრანგეთში მყინვარს საბანს გადააფარებენ



საფრანგეთში, ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტ ლეზ-არკის მყინვარის ეგილ რუჟის ზედაპირს უზარმაზარ საბანს გადააფარებენ, - იტყობინება Euronews. საბანმა მყინვარი მზის სხივებისგან უნდა დაიცვას, რათა გადნობას გადაარჩინოს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მყინვარის დაცვის ასეთ ტექნოლოგიას პირველად მიმართეს, თუმცა შვეიცარიაში, ავსტრიასა და იტალიაში საბანმა თავის ეფექტურობა უკვე არაერთგზის დაამტკიცა.

"საბანი მზის სხივებს აირეკლავს და ყინულს გალღობისგან დაიცავს. მართალია, ყინული ისეთივე ტემპით აღარ, მაგრამ მაინც დნება", - განაცხადა კურორტის მეთვალყურემ ფრანსუა ბერნემ.

მყინვარის "შესაფუთად" ვერტმფრენი და 10 ადამიანი ორი დღის განმავლობაში გაირჯება. ეს სამუშაო 30 ათასი ევრო დაჯდება. საბანი მყინვარის ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის წვერზე დაიფინება.

როგორც ეკოლოგები აცხადებენ, ალპების მყინვარები ისეთი ტემპებით განაგრძობენ დნობას, რომ ასწლეულის ბოლოსთვის იქ თოვლი და ყინული აღარ იქნება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1165 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: საფრანგეთში მყინვარს საბანს გადააფა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar