მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » რა კურიოზი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო ლიდერთა რეკლამაში გამოყენებას
3:48 PM რა კურიოზი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო ლიდერთა რეკლამაში გამოყენებას | |
ივლისის დასაწყისში სილვიო ბერლუსკონი ეროვნული ტურიზმის რეკლამირებით იყო დაკავებული, იტალიელებს მიმართავდა, სამშობლოში დაესვენათ. ცნობილი პოლიტიკოსის ნებაყოფლობითმა გამოჩენამ რეკლამაში, რაც ასე იშვიათია ამ ინდუსტრიაში, შეგვახსენა, რა კურიოზები მოჰყოლია მსოფლიო ლიდერების სახეების არალეგალურ გამოყენებას. ანგელა მერკელი, მისდა უნებურად, საცვლებს უკეთებს რეკლამას, მედვედევი კი - სამშენებლო ინსტრუმენტებს. - ივლისში იტალიურმა ტელევიზიამ Macig Italy-ს 30-წამიანი სარეკლამო რგოლი გაუშვა. ვიდეო, რომელიც ეროვნული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ახმოვანებს. ამ რგოლში ბერლუსკონი იტალიას "ზეცის, მზისა და ზღვის" ქვეყანას უწოდებს და იტალიელებს მოუწოდებს, შვებულებები სამშობლოში გაატარონ, რათა უკეთ გაიცნონ თავიანთი ქვეყნის კულტურა და ისტორია. კომპანიის ბრენდი და ლოგოტიპის დიზაინი პირადად ბერლუსკონიმ დაამტკიცა 2009 წლის ივნისში, მოგვიანებით კი რეკლამაც სიამოვნებით გაახმოვანა და ახსნა კიდეც, რატომ. სასტუმროების მმართველთა იტალიური ასოციაციის ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც წელს რომში გაიმართა, სილვიო ბერლუსკონიმ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი ხმა "უნიკალური, მგრძნობიარე და იოლად საცნობია". ბერლუსკონი სახელმწიფოს პირველი მეთაური არ არის, ვინც თავისი იმიჯი ტურისტული სფეროს რეკლამისთვის გამოიყენა. 2003 წლის დეკემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელიც ტურისტებს ამომავალი მზის ქვეყანაში იწვევდა, თუმცა მაშინ რგოლს თვითმფრინავებში უჩვენებდნენ საერთაშორისო რეისებზე და ძირითადად უცხოელებზე იყო ორიენტირებული. - რეკლამა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ყოველთვის იწვევდა აუდიტორიის დიდ ინტერესს. თუმცა მაყურებლებმა იციან, რომ ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახეს რეკლამების შემქმნელები არალეგალურად იყენებენ. მით უმეტეს, როცა საქმე არ ეხება ეროვნული ინტერესების პროპაგანდას, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასანქცირებული პროექტია. მაგალითად, 2010 წლის იანვარში თეთრმა სახლმა კომპანია Weatherproof-ს სთხოვა, ტაიმს-სკვერიდან მოეხნსა სარეკლამო აბრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფოტოთი, რომელიც ამ მარკის ქურთუკში იყო გამოწყობილი. კომპანიის პრეზიდენტი ფრედი სტოლმაკი მალევე როდი დათანხმდა სარეკლამო კამპანიის შეწყვეტაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც დათმო. ის ამტკიცებდა, რომ რეკლამაში სლოგანით "მოდური ლიდერი" არაფერი იყო საჩოთირო, უბრალოდ, ასე გამოხატა კომპანიამ იმ ფაქტით კმაყოფილება, რომ "პირველად 100 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი მოდურად იცვამს". | |
კატეგორია: საინტერესო სტატიები |
ნანახია: 1170 |
დაამატა: Nikolozi
| ტეგები: |
სულ კომენტარები: 0 | |