მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » გერმანიაში ჭარბ წონაზე გადასახადს დააწესებენ
4:15 PM
გერმანიაში ჭარბ წონაზე გადასახადს დააწესებენ



გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატი მარკო ვანდერვიცი მძიმეწონიანი ადამიანებისთვის სამედიცინო დაზღვევის გაძვირების წინადადებით გამოვიდა, იტყობინება გერმანული გაზეთი Welt-ი.

ვანდერვიცის აზრით, მსუქანი ადამიანები "არაჯანსაღი ცხოვრების წესს შეგნებულად მისდევენ და ამის გამო პასუხი ფინანსური თვალსაზრისითაც უნდა აგონ".

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ეკონომისტმა იურგენ ვაზემმა პარლამენტარის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

"ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები უფრო მაღალი გადასახადებით უნდა დაიბეგროს, როგორც ეს თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაშია. ამ გადასახადების ნაწილი კი ჯანდაცვას უნდა მოხმარდეს", - აცხადებს ის.

ბრემენის უნივერსიტეტის მიერ ჩატრებული გამოკვლევის შედეგების თანახმად, ჭარბი წონის მქონე ადამიანები ჯანდაცვის სისტემას ყოველწლიურად 17 მლრდ ევრო უჯდება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1222 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: გერმანიაში ჭარბ წონაზე გადასახადს დ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar