მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » ინდონეზიის სანაპიროსთან მოქმედი წყალქვეშა ვულკანი აღმოაჩინეს
8:48 AM
ინდონეზიის სანაპიროსთან მოქმედი წყალქვეშა ვულკანი აღმოაჩინეს



ინდონეზიის სანაპიროს სიახლოვეს ოკეანეში უზარმაზარი მოქმედი ვულკანი აღმოაჩინეს, რომლის სიმღლე 3,8 ათას მეტრს შეადგენს. ამის შესახებ აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველო იუწყება.

ვულკანმა, რომელიც 5,5 ათასი მეტრის სიღრმეშია, სახელწოდება ”კალიო ბარატი” მიიღო. მისი აღმოჩენა მკვლევარებმა დისტანციური მართვის წყალქვეშა ზონდით შეძლეს, რომლითაც სამეცნიერო-კვლევით გემი Okeanos Explorer არის აღჭურვილი.

ვიდეოკამერებით აღჭურვილი ზონდი დიდ სიღრმეში ოკეანის ლანდშაფტის რუქების შესადგენად გამოიყენება.

Okeanos Explorer-მა ოკეანის ფსკერის გამოკვლევა ერთი თვის წინ დაიწყო. დროის ამ მონაკვეთში გემმა 6,2 ათასი კვ/კმ-ის ფართობის შესაწავლა შეძლო. წყალქვეშა ვულკანის აღმოჩენაში მას თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაციაც დაეხმარა.

ინდონეზია ე.წ. ცეცხლის რგოლის რეგიონში მდებარეობს, სადაც მრავალი მოქმედი ვუკლანია. მათგან უდიდესი ვულკანი კრაკატაუა. 1883 წელს მის ამოფრქვევას 36 ათასი ადამიანი შეეწირა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1074 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ინდონეზიის სანაპიროსთან მოქმედი წყა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar