მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » რვაფეხა ”პაული” პენსიაზე გავიდა
10:38 PM
რვაფეხა ”პაული” პენსიაზე გავიდა




რვაფეხა ”პაულმა”, რომელმაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ყველა მატჩისა და ფინალური შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობა გამოიცნო, მედიუმის კარიერის გაგრძელებაზე უარი ”განაცხადა” და ქალაქ ობერხაუზენის მშობლიურ ოკეანარიუმში დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.

სახეობა Octopus vulgaris-ის წარმომადგენლები, მაქსიმუმ, სამი წელი ცოცხლობენ. ადამიანური საზომით რომ განვსაზღვროთ, ორწლინახევრის პაული უკვე ღრმა მოხუცია.

სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს სახელგანთქმული რვაფეხა მშობლიურ აკვარეუმში მართლაც რომ დიდებულად გაატარებს, სადაც მას ყურადღებას არ მოაკლებენ. 

აკვარიუმის თანამშრომლის თქმით, მიუხედავად საქვეყნო აღიარებისა, პაული საკმაოდ მოკრძალებულია - საიდისა და ორი მიდიასგან შემდგარი სადილი მთელი დღე ყოფნის.

”პაული” ამ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოდ იქცა. მას სიმღერაც კი მიუძღვნეს, ესპანეთის ნაკრებმა კი, გერმანელებზე გამარჯვების შემდეგ, რვაფეხას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზეს. ”პაულს” Facebook-ზე საკუთარი გვერდი აქვს, რომელზეც 5 ათასი ფანი უკვე დარეგისტრირდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1124 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რვაფეხა ”პაული” პენსიაზე გავიდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar