იაპონურმა ზონდმა ”კაგუამ” მთვარეზე მაგნიუმის რკინის სილიკატი ოლივინი აღმოაჩინა, რომელიც დედამიწის მანტიის შემადგენლობაში შედის. ამრიგად, მკვლევარებს მთვარის მანტიაში ოლივინის რაოდენობის გარკვევა თანამგზავრის წარმოშობის დადგენის საშუალებას მისცემს.
ასტრონომების ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომლის თანახმად მთვარე 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწისა და დიდი ციური სხეულის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ამ თეორიის თანახმად, შეჯახებამ ”ახალგაზრდა” დედამიწას დიდი ზომის გამდნარი მატერია მოსწყვიტა, რომელიც შემდეგ, დროთა განმავლობაში ჩვენი პლანეტის თანამგზავრად ჩამოყალიბდა.
ასევე მიიჩნევა, რომ მთვარის ფორმირების პროცესი დედამიწის ანალოგიურად წარიმართა. ჩვენი პლანეტის მანტიის ძირითად კომპონენტს ოლივინი შეადგენს, მთვარეზე კი ამ მინერალის არსებობის ფაქტი აქამდე დაუდასტურებელი იყო.
კოსმოსურმა ზონდმა ”კაგუამ” ოლივინს მთვარის კრატერებში მიაგნო, რომლებიც ასტეროიდთა შეჯახებისას გაჩნდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.