მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » სტოკჰოლმი / Stɔkhɔlm / Stockholm
11:56 AM
სტოკჰოლმი / Stɔkhɔlm / Stockholm




სტოკჰოლმი (['stɔkhɔlm]) შვედეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. აქ მდებარეობს შვედეთის მთავრობა, პარლამენტი და შვედეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია. 2008 წლისთვის სტოკჰოლმის აგლომერაციაში ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 21% და ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს აწარმოებდა. ქალაქში 2009 წლის აღწერით 829,417 ადამიანი ცხოვრობდა, ურბანულ რეგიონში (ტატორტი) — 1.3 მილიონი, ხოლო აგლომერაციაში — 2 მილიონი.

სტოკჰოლმი შვედეთის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია XIII საუკუნიდან. მისი სტრატეგიული მდებარეობა შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თოთხმეტ კუნძულზე ტბა მელარენის შესართავთან, სტოკჰოლმის არქიპელაგთან, ისტორიული მნიშვნელობისაა. კუნძულებზე მდებარეობისა და განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად "ჩრდილოეთის ვენეცია" შეარქვეს. ის განთქმულია წარმტაცი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც ის სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის.
















კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1625 | დაამატა: allfile | ტეგები: სტოკჰოლმი, stokholmi, Stɔkhɔlm, wikipedia.org, ka, wikipedia.com, Stockholm | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar