მთავარი » 2010»ოქტომბერი»1 » წარმოებაში ჰემინგუეის სახელობის ფეხსაცმელს ჩაუშვებენ, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა
10:46 PM
წარმოებაში ჰემინგუეის სახელობის ფეხსაცმელს ჩაუშვებენ, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა
ერნესტ
ჰემინგუეის შვილმა წარმოებაში მამის სახელობის მამაკაცის ფეხსაცმლის
ჩაშვებაზე თანხმობა განაცხადა, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა, -
იტყობინება Associated Press.
82 წლის პატრიკ ჰემინგუეის თქმით,
ფეხსაცმლის მთავარი ღირსება ისაა, რომ მისი ჩაცმა წინდების გარეშე
შეიძლება. ცნობილია, რომ ნობელის პრემიის მფლობელი მწერალი წინდების ჩაცმას
ვერ იტანდა.
ჰემინგუეის სახელობის ფეხსაცმელს კომპანია Schnees
აწარმოებს, რომელიც მასალად ხარისა და ბიზონის ტყავს იყენებს. მაღაზიებში
ფეხსაცმლის სამი კოლექცია (სპორტული, სათევზაო და ”ლიტერატურული”) იქნება
წარმოდგენილი და 150-იდან 235 დოლარამდე ეღირება.
ფეხსაცმლის პირველი პარტია აშშ-ის მაღაზიებში წელს შემოდგომაზე გამოჩნდება.